3.1.4. Молитва - беседа с Богом

Исх.19,19,, 29,43,, 31,18,, 33,9.11 Чис.7,89 Втор.1,6 Пс.3,5,, 26,8,, 61,9,, 64,3,, 139,7 Ис.55,6 Иер.29,12.13 Матф.6,7.8,, 7,7

и звук трубный становился сильнее и сильнее. Моисей говорил, и Бог отвечал ему голосом. (Исх.19,19);

 там буду открываться сынам Израилевым, и освятится место сие славою Моею. (Исх. 29,43);

 И когда Бог перестал говорить с Моисеем на горе Синае, дал ему две скрижали откровения, скрижали каменные, на которых написано было перстом Божиим. (Исх. 31,18);

 

Когда же Моисей входил в скинию, тогда спускался столп облачный и становился у входа в скинию, и Господь говорил с Моисеем. (Исх.33,9);

И говорил Господь с Моисеем лицем к лицу, как бы говорил кто с другом своим; и он возвращался в стан; а служитель его Иисус, сын Навин, юноша, не отлучался от скинии. (Исх.33,11);

 Господь, Бог наш, говорил нам в Хориве и сказал: "полно вам жить на горе сей! (Втор.1,6);

 Гласом моим взываю к Господу, и Он слышит меня со святой горы Своей. (Пс.3,5),

 Сердце мое говорит от Тебя: "ищите лица Моего"; и я буду искать лица Твоего, Господи. (Пс. 26,8);

 Народ! надейтесь на Него во всякое время; изливайте пред Ним сердце ваше: Бог нам прибежище. (Пс. 61, 9);

Ты слышишь молитву; к Тебе прибегает всякая плоть. (Пс. 64,3);

 Я сказал Господу: Ты Бог мой; услышь, Господи, голос молений моих! (Пс. 139,7);

 Ищите Господа, когда можно найти Его; призывайте Его, когда Он близко. (Ис. 55,6)

 И воззовете ко Мне, и пойдете и помолитесь Мне, и Я услышу вас;

13 и взыщете Меня и найдете, если взыщете Меня всем сердцем вашим. (Иер. 29,12.13);

 А молясь, не говорите лишнего, как язычники, ибо они думают, что в многословии своем будут услышаны;

8 не уподобляйтесь им, ибо знает Отец ваш, в чем вы имеете нужду, прежде вашего прошения у Него.

(Матф.6,7.8),

 Просите, и дано будет вам; ищите, и найдете; стучите, и отворят вам; (Матф.7,7);

3.1.4. ლოცვა ღმერთთან საუბარია

გამ.19,19,, 29,43,, 31,18,, 33,9.11 რიცხ.7,89 რჯ.1,6 ფს.3,5,, 26,8,, 61,9,, 64,3,, 139,7 ეს.55,6 იერ.29,12.13 მათ.6,7.8,, 7,7

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 19

19. თანდათან ძლიერდებოდა საყვირის ხმა; ლაპარაკობდა მოსე და ეხმიანებოდა ღმერთი.

გამოსვლა 29

43. მუდმივ აღსავლენ მსხვერპლად თაობიდან თაობაში სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე, სადაც გამოგეცხადებით ხოლმე, რომ შენ გელაპარაკო.

გამოსვლა 31

18. მისცა მოსეს უფალმა, როცა შეწყვიტა მასთან ლაპარაკი სინაის მთაზე, მოწმობის ორი დაფა, ღვთის თითით ნაწერი ფიქალები. 

გამოსვლა 33

9. როგორც კი კარავში შევიდოდა მოსე, ჩამოეშვებოდა ღრუბლის სვეტი და დადგებოდა კარვის კართან. მაშინ დაელაპარაკებოდა უფალი მოსეს.

11. პირისპირ ელაპარაკებოდა უფალი მოსეს, როგორც კაცი ელაპარაკება კაცს. მერე ბრუნდებოდა ბანაკში. მისი მსახური, იესო ნავეს ძე, ყმაწვილი კაცი, არ შორდებოდა კარავს.

რიცხვთა 7

89. და როცა შედიოდა მოსე საკრებულო კარავში უფალთან სალაპარაკოდ, ესმოდა ხმა, რომელიც მოწმობის კიდობნის სარქველს ზემოდან ელაპარაკებოდა, ორი ქერუბის შუიდან; და ლაპარაკობდა იგი მასთან.

მეორე რჯული 1

6. უფალი, ჩვენი ღმერთი გველაპარაკა ხორებში და გვითხრა: გეყოფათ, ამ მთაზე ცხოვრება!

ფსალმუნი 3

5. ჩემი ხმით მოვუხმობ უფალს და ის მიპასუხებს თავის წმიდა მთიდან. სელა.

ფსალმუნი 26

8. შენგან ამბობს ჩემი გული: მოძებნეთ ჩემი სახე. შენს სახეს მოვძებნი, უფალო.

ფსალმუნი 61

9. მიენდეთ მას ყოველჟამს, ხალხნო, თქვენი გული გადმოღვარეთ მის წინაშე; ღმერთია ჩვენი თავშესაფარი. სელა.

ფსალმუნი 64

3. მომსმენო ლოცვისა, შენთან მოვა ყველა ხორციელი.

ფსალმუნი 139

7. ვუთხარი უფალს: ჩემი ღმერთი ხარ შენ; ისმინე, უფალო, ხმა ჩემი ვედრებისა.

ესაია 55

6. ეძებეთ უფალი, როცა შეიძლება მისი პოვნა; მოუხმეთ მას, როცა ახლოს არის იგი.

იერემია 29

12. მომიხმობთ, მოხვალთ, შემევედრებით და მე მოგისმენთ თქვენ.

13. დამიწყებთ ძებნას და მიპოვნით, თუ მთელი გულით მეძებეთ.

მათე 6

7. ხოლო ლოცვისას ნუ იტყვით ზედმეტს, წარმართთა მსგავსად, რომელთაც ჰგონიათ, რომ სიტყვამრავლობის გამო შესმენილ იქნებიან.

8. ნუ ემსგავსებით მათ, ვინაიდან მამამ თქვენმა, ვიდრე სთხოვდეთ, მანამდეც იცის, რა გჭირდებათ.

მათე 7

7. ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ. 

__თემაზე წერდნენ__

***

ამქვეყნად არსებულ ქმნილებეთაგან მხოლოდ ერთს ადამიანს აქვს უნარი თავის არსებაში მიიღოს ყოვლად უსაზღვრო ღმერთი, რადგან მხოლოდ ასეთ გონიერ ქმნილებასთან ლაპარაკობს ღმერთი. ღამით სიზმრისეულ ხილვა-ჩვენებათა მეშვეობით იქმს ამას, დღისით კი – გონების გზით თავის ღირსეულ თაყვანისცემლებს ღმერთი ბევრს რასმე წინასწარ განუცხადებს და საცნაურად მიანიშნებს კიდეც მომავალ საუკუნო სიკეთეებს.

__ წმ. ანტონი დიდი __

***

ღმერთს ჩვენ ლოცვა-ვედრებაში ვესაუბრებით, ღმერთი კი თავისი წმინდა წერილით გვესაუბრება.

__ ნეტარი ავგუსტინე __

***

შედით იესოსთან. ის თქვენს ახლოსაა! შეგიძლიათ ესაუბროთ მას. გადაუშალეთ თქვენი გული. როგორღაც ვიღაცამ მკითხა: “განა თქვენ არ გაქვთ მიღების საათები?” მე მივუგე: “რისთვის? ადამიანებს ხომ არ სჭირდებათ ჩემთან საუბარი. მათ უშუალოდ იესოსთან უნდა ილაპარაკონ და არა ხუცესთან!”

__ ვილჰელმ ბუში __

***

იცით თქვენ ლოცვა? შეიძლება იცით დაზეპირებული ლექსის ლუღლუღი, მაგრამ ლოცვა? გახსოვდეთ, ბევრს ისეთი წარმოდგენა აქვს ლოცვაზე, მე რომ თავზე თმები მქონდეს, ყალყზე დამიდგებოდა განცვიფრებისგან. ამასწინათ ერთ ოჯახში გახლდით და დედა მეუბნება: “დიახ, ჩვენც კეთილი ქრისტიანები ვართ. მოდი აქ, კლარა!” _ მიმართა 4 წლის გოგონას, _ “შენ ხომ ასე კარგად ლოცულობ, აბა ერთი უთხარი ხუცესს რომელიმე ლოცვა!” და ბავშვმა დაიწყო, მაგრამ სწრაფად შევაწყვეტინე: “საკმარისია, ნუ მოუყვები ლოცვას ხუცესს. ეს ხომ ლოცვა არ არის! ლოცვა ცოცხალ ღმერთთან საუბარია!”

__ ვილჰელმ ბუში __

***

ღმერთს სურს, რომ მისი ძენი შევიქნათ, რომელნიც მასთან საუბარს შევძლებთ და რომელთანაც ის შეძლებს საუბარს . . . ლოცულობთ კი? რა მწარეა მამისთვის, როცა მისი შვილი წლობით ხმას არ სცემს.

__ ვილჰელმ ბუში __

***

[პაკისტანელი ქალი, რომელსაც ღმერთი გამოეცხადა და მისი ძიება დაიწყო, შეხვდა ქრისტიან მისიონერს. გულახდილი საუბრის დროს ქალი ეუბნება:] “მე მიჭირს ღმერთზე ისეთი წარმოდგენა ვიქონიო, როგორიც თქვენ გაქვთ . . . არ ვიცი მგონია, რომ ის აქციეთ პირად ღმერთად!”

მან თანაგრძნობით შემომხედა და მითხრა: “ქალბატონო, მხოლოდ ერთი ხერხი არსებობს ღმერთის შესაცნობად, როგორც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, თვით უნდა შეიცნოთ იგი. ილოცეთ ღმერთის წინაშე, რომელსაც თქვენ ეძებთ, სთხოვეთ მას გიჩვენოთ გზა. ესაუბრეთ მას ისე, როგორც ესაუბრებოდით მეგობარს.”

მე გამეცინა. მას შეეძლო შემოეთავაზებინა ასევე გავსაუბრებოდი თაჯ-მაჰალს. ღვთისმეტყველების დოქტორმა ქალმა მითხრა ამის შემდეგ რაღაც იმგვარად, რომ გამმსჭვალა ელექტროდენისებურად. მან ხელი მომკიდა ხელზე, თვალებში ცრემლი ჰქონდა მოძალებული: ëესაუბრეთ მას, - მითხრა წყნარად, - თითქოს ესაუბრებოდეთ მამას.

“ვესაუბრო ღმერთს როგორც მამას?! თვალი მოვაცილე მის თვალებს სათვალეებს იქით. სიჩუმე ცოტა ხნის შემდეგ მანვე დაარღვია. დამემშვიდობა, ყოველივე კარგი მისურვა და წავიდა. მეტი აღარაფერი უთქვამს.”

როდესაც ჩემს ოთახში მარტო დავრჩი, დავდექი მუხლებზე და შევეცადე მეწოდებინა მისთვის მამა, მაგრამ ეს იყო უსარგებლო მცდელობა და იმედგაცრუებული წამოვდექი. მე ეს მკრეხელობადაც კი მეჩვენა. როგორ შეიძლება დავამდაბლო დიადი ჩვენს დონემდე? იმ ღამით დამეძინა უფრო დაბნეულს, ვიდრე ადრე.

მალე ისევ გამეღვიძა. ერთხანს ვიტრიალე და გამახსენდა რომ რამდენიმე დღეში მოდის ჩემი დაბადების დღე. გავიხსენე, ადრე, ბავშვობაში როგორ მოჰქონდა მამაჩემს ჩემთვის დაბადების დღეზე საჩუქრები. როგორი მზრუნველი იყო ჩემდამი . . . მადლობა შენ . . . , - ჩემი თავი დავიჭირე ჩურჩულზე, ნუთუ მე ამას ვლაპარაკობ ღმერთის მიმართ?

და უცებ წარმოვიდგინე, რომ ღმერთი ჰგავს მამას. თუ ჩემი მიწიერი მამა ყველაფერს გადადებდა ხოლმე, რათა ჩემთვის მოესმინა, როგორ მოიქცევა ჩემი ზეციერი მამა?

აღტაცებისგან ავკანკალდი, ავდექი საწოლიდან და ხალიჩაზე მუხლებზე დავეშვი. ავწიე თვალები ზემოთ და მივმართე ღმერთს: “ჩემო ზეციერო მამავ”...

ლოცვისას მე მივედი მაგიდასთან, ხელში ავიღე ბიბლიაც და ყურანიც და ვთქვი: “მე დაბნეული ვარ, ჩემო ზეციერო მამავ და მითხარი რომელია ამათგან შენი წიგნი?”

ამ დროს მოხდა რაღაც გასაოცარი. ამის მსგავსი გრძნობა ჩემში ადრე არასოდეს შემინიშნავს. მომესმა ჩემი შინაგანი ხმა, რომელმაც მითხრა ისე გარკვევით, რომ მე გავიმეორე ჩემს ქვეცნობიერში. ეს სიტყვები იყო აღსავსე სიკეთითა და სიმტკიცით.

“რომელ წიგნშიც შემიცანი მე, როგორც მამა!”

__ ბილკის შეიხი __

***

ვისაც ღმერთისთვის სათქმელი აქვს – წარმოსთქვამს ლოცვით.

__ შოთა ნიშნიანიძე __

***

ლოცვა საუბარია ღმერთთან, რომელზეც პასუხს ვიღებთ. ეს უნდა იყოს ჩვენი უპირველესი სურვილი ლოცვის დროს, რომ პასუხი მივიღოთ და თუ ეს სურვილი არ არის მლოცველში, მაშინ ლოცვა მას უიმედო მონოლოგად უნდა ესახებოდეს და ვერც შესძლებს ღმერთთან საუბარს.

__ მ.ბ. __