1.8.36. Остaвлeниe мирa с вeрой

Быт.11,[31],, 12,1.4,, 15,7,, 19,17.26 Иис.24,3 Деян.7,2-4 Евр.11,8

** И сказали друг

другу: наделаем

кирпичей и обожжем

огнем. И стали у них кирпичи вместо камней,

а земляная смола вместо извести. (Быт. 11,3).

И сказал Господь

Авраму: пойди из земли твоей, от родства

твоего и из дома отца

твоего, в землю,

которую Я укажу тебе;

И пошел Аврам, как сказал ему Господь; и с

ним пошел Лот. Аврам был семидесяти пяти лет, когда вышел из

Харрана. (Быт.12, 1.4).

И сказал ему: Я

Господь, Который вывел тебя из Ура

Халдейского, чтобы дать тебе землю сию во

владение.(Быт. 15, 7).

Когда же вывели их вон, то один из них

сказал: спасай душу свою; не оглядывайся

назад и нигде не

останавливайся в окрестности сей; спасайся на гору, чтобы тебе не

погибнуть.

Жена же Лотова

оглянулась позади его,

и стала соляным

столпом. (Быт 19,17.26).

Но Я взял отца вашего

Авраама из-за реки и водил его по всей

земле Ханаанской, и

размножил семя его и дал ему Исаака.(Иис. 24,3).

1.8.36. ქვეყნიერების დათმობა რწმენით

დაბ. 11,[31]; 12,1.4; 15,7; 19,17.26; იესნ. 24,3; საქ. 7,2-4; ებრ. 11,8

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 11

31. მოჰკიდა ხელი თერახმა თავის ძეს აბრამს, თავის შვილიშვილს ლოტს, ჰარანის ძეს, თავის რძალს სარაის, თავისი ძის აბრამის ცოლს და გავიდნენ ერთად ქალდეველთა ურიდან ქანაანის ქვეყანაში წასასვლელად. მიადგნენ ხარანს და იქ დამკვიდრდნენ.

 

დაბადება 12

1. უთხრა უფალმა აბრამს: წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.

4. წავიდა აბრამი, როგორც უბრძანა მას უფალმა; წავიდა მასთან ერთად ლოტი. სამოცდათხუთმეტი წლისა იყო აბრამი, როცა ხარანიდან გავიდა.

 

დაბადება 15

7. უთხრა: მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანე ქალდეველთა ურიდან, რომ დასამკვიდრებლად მოგცე ეს ქვეყანა.

 

დაბადება 19

17. როცა ყველანი გარეთ გაიყვანეს, უთხრა ერთმა: თუ გინდა ცოცხალი გადარჩე, უკან არ მოიხედო, არც სადმე გაჩერდე ამ მხარეში, მთას შეეფარე, თორემ დაიღუპები.

26. უკან მოიხედა ლოტის ცოლმა და იქცა იგი მარილის სვეტად.

 

იესო ნავეს ძე 24

3. წამოვიყვანე მამაშენი აბრაამი მდინარის გაღმიდან და მოვატარე მთელი ქანაანის ქვეყანა, ვუმრავლე თესლი და მივეცი ისაკი.

 

საქმენი მოციქულთა 7

2. ხოლო მან თქვა: კაცნო, ძმანო და მამანო, მისმინეთ: ღმერთი დიდებისა ეჩვენა მამას ჩვენსას აბრაამს შუამდინარეთში ყოფნისას, ხარანში მის დასახლებამდე,

3. და უთხრა მას: გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესათდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.

4. მაშინ გამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და ხარანს დასახლდა, ხოლო მამამისის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა გადმოასახლა ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ სახლობთ.

 

ებრაელთა 11

8. რწმენით დაემორჩილა აბრაამი ხმობას, წასულიყო იმ ქვეყანაში, რომელიც სამკვიდროდ უნდა მიეღო, და წავიდა კიდეც, თუმცაღა არ იცოდა, სად მიდითდა.

თემაზე წერდნენ

ერთ მდიდარ კაცს ძლიერ მოეწონა ქრისტიანი ქალის წმიდა და უბიწო ცხოვრება, რომელიც სრულიად განსხვავდებოდა მისი საკუთარი უშინაარსო და ცოდვილი არსებობისგან.

„მე მზად ვარ დავთმო ქვეყნიერება, რათა მქონდეს ის, რაც თქვენ იპოვეთ!“

„ეს ხომ სწორედ ის საფასურია, რაც მე გავიღე ქრისტეს შეცნობისთვის?“ - უპასუხა ქალმა და თავისი მოწმობა განამტკიცა მოციქულის სიტყვებით: „ღმერთმა ნუ ქნას, რომ სხვა რამით ვიქადოდე და არა ჯვრით უფლის ჩვენის იესო ქრისტესი, ვისითაც ქვეყანა ჩემთვის ეცვა ჯვარს, და მე ქვეყნისთვის.“ (გალატელთა 6,14)

__ იაკობ ლევენი __

***

ამ სოფლის იმედი ისეთივე მკრეხელობაა, როგორც სასოწარკვეთილება და უღმერთობა.

__ შოთა ორველაშვილი __