1.9.34 Не имевшие времени для Бога

Деян.24,24.25

1.9.34 დროის უქონლობა ღმერთისთვის

საქ.24,24.25

 

ბიბლიის მუხლები

 

საქმეები 24

24. რამდენიმე დღის შემდეგ ფელიქსი თავის იუდეველ ცოლთან - დრუზილასთან ერთად მივიდა და პავლე მოაყვანინა, რათა იესო ქრისტეს სარწმუნოების ამბავი გამოეკითხა.

25. მაგრამ რაკი პავლე სამართლიანობაზე, თავდაჭერილობასა და განკითხვაზე ლაპარაკობდა, ფელიქსი შეშინდა და უთხრა: ახლა წადი და როცა მოვიცლი, მაშინ გიხმობო.

 

__თემაზე წერდნენ__

***

როცა ხალხს ჩემს ლექციაზე ეპატიჟებიან, უმრავლესობა დროის უქონლობას იმიზეზებს ხოლმე. ეს მოხდა კურორტზე. სადილობისას ერთი ხანში შესული კაცის პირდაპირ ვიჯექი... ამა ცხოვრების სიამოვნებათა ნამდვილი ტრფიალი იყო... შემდგომ ნაშუადღევს გადავეცი ჩემს მიერ დაწერილი პატარა წიგნი: "გთხოვთ წაიკითხოთ, ის ეხება ღმერთის შესახებ გამოცდილებას. საფიქრალს მოგცემთ." და რა მოხდა. გულითადი მადლობა გადამიხადა, მერე კი დაამატა: "ახლა კი უნდა დავისვენო, შესაძლოა შინ მოვახერხო რამის წაკითხვა," და ამ სიტყვებით გვერდზე გადადო წიგნი. ძალზე შევწუხდი, უფრო მეტი თავისუფალი დრო სად შეიძლება ჰქონდეს კაცს, თუ არა ასეთ კურორტზე. მას უბრალოდ არანაირი სურვილი არ გააჩნდა ღმერთისთვის დრო გამოენახა. ძალზე საფრთხილოა ღმერთთან ასე მოქცევა.

რატომ არ გვაქვს დრო, კაცმა რომ თქვას?

თუ ადრე ვაჭარს საქმიანი მოლაპარაკებებისთვის და ხელშეკრულებების გასაფორმებლად შორეულ ადგილებში წასვლა უწევდა, თანამედროვე ბიზნესმენი სატელეფონო საუბრით თუ იწუხებს თავს. ამდენად რეს იგი მთელ დღეებს ზოგავს, მაგრამ მათ რომ ჰკითხო, არცერთ მათგანს წუთი დრო არა აქვს. რაშია საქმე?

წინათ კვირაში მუშაობდნენ 60 საათს და მეტს, ახლა დაახლოებით 40 საათამდე და მაინც არცერთ ადამიანს არა აქვს დრო...

ან კიდევ: ცხოვრება დღეს ისეა მოწყობილი, რომ რაც შეიძლება ყველაფერი გამარტივდეს. დედაჩემი ყოველდღე 4 თავს კითხულობდა ბიბლიიდან და კიდევ პოულობდა დროს. იმ დროში არ არსებობდა ელექტრო სარეცხი და სამზარეულო მანქანები. თქვენ გყოფნით საამისოდ დრო? რა თქმა უნდა არა.

როგორ ხდება ეს? - ერთადერთი ახსნა მოიძებნება - ვიღაცა იღწვის იმისთვის, რომ ადამიანს დრო არ ჰქონდეს - ესაა ეშმაკი, რომელიც მათრახს გვცემს, გავექცეთ ბიბლიას. არც მოვისმინოთ.

__ ვილჰელმ ბუში __

 

***

მსურს მოგითხროთ ერთ კაცზე, რომელსაც თქვენსავით არ ჰქონდა დრო ღმერთისთვის. მას ახალ აღთქმაში ვხვდებით. დიდი ადამიანი იყო - რომაელი განმგებელი. მისი სახელია ფელიქსი, რაც ბედნიერს ნიშნავს. მის ცოლს დრუზილა ერქვა, ტყვეს კი პავლე. ერთხელ, დრო რომ ჰქონდა, ცოლს უთხრა: - მოდი, პავლე დავკითხოთ. შემოჰყავთ ტყვე. - გვითხარი, რატომ ხარ აქ ტყვედ? მაშინ პავლე დიდებულ სიტყვას იწყებს. მეც მსურს ასეთი საუბარი ვიცოდე... დაძაბულობამ იმატა... და უცბად დარბაზში ცოცხალი ღმერთი შემოიჭრა... პავლე საუბრობს მართლმსაჯულებაზე, რომელიც მსაჯულს უნდა გააჩნდეს... საუბრობს საღმრთო მსჯავრზე, რომელმაც შეიძლება დაღუპოს კაცი. მაშინ ფელიქსი წამოხტა და ამბობს, მოიცადე პავლე. შენი ნათქვამი მშვენიერია... როცა გამოვძებნი დროს, კვლავ მოგისმენ. ახლა კი დრო არა მაქვს... და ბრძანებს მის გაყვანას. მას აღარასოდეს არ ჰქონია დრო. არ გვეწიოს მისი ბედი.

__ ვილჰელმ ბუში __