2.16.7. Ад для грешников

Чис.16,29-34,, 26,9.10 Втор.11,4 Пс.9,18,, 30,18,, 33,17,, 36,20,, 54,16,, 62,10 Прит.7,27,, 9,18 Иез.26,19-21,, 28,8,, 31,14-18,, 32,21-24.27 Матф.11,23.24 Рим.2,8,, 1Кор.6,9.10 Гал.5,20.21 Еф.5,5 Евр.10,26 Отк.21,8

2.16.7. ჯოჯოხეთი ცოდვილებისთვისაა

რიცხ.16,29-34,, 26,10 ფს.9,18,, 30,18,, 36,20,, 54,16,, 62,10 იგ.7,27,, 9,18 ეს.30,33; 33,14; 66,24 ეზეკ.26,19-21,, 28,8,, 31,14-18,, 32,21-24.27 მალ.3,2 მათ.3,12; 5,22; 10,28; 11,23.24,, 23,33; 25,41; მარ,9.43-47; ლუკ.12,5; 16,24; 1კორ.6,9.10 გალ.5,21 ეფ.5,5; 2თეს.1,8 ებრ.10,26.27 გმცხ.14,11,, 19,20,, 21,8

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 16

29 თუ ესენი ისე დაიხოცებიან, როგორც ყველა ადამიანი კვდება, და ყველა ადამიანის სასჯელი ეწევათ, არ ვყოფილვარ უფლის გამოგზავნილი.

30 ხოლო თუ ახალს რასმე ჩაიდენს უფალი და გააღებს მიწა პირს და შთანთქავს მათ და ყველაფერს, რაც მათ ეკუთვნის, და ისინი ცოცხლად ჩავლენ შავეთში, მაშინ გაიგებთ, რომ მოიძულეს ამ ადამიანებმა უფალი.

31 და იყო, დაასრულა ყველა იმ სიტყვის თქმა და მიწა გამოეცალა მათ ფეხქვეშ.

32 და დააღო მიწამ პირი, და შთანთქა ისინი და მათი სახლები, კორახის მთელი ხალხი, და მთელი მათი ქონება.

33 და ჩაცვივდნენ ისინი და ყველაფერი, რაც მათ ეკუთვნოდათ, შავეთში, და დაფარა ისინი მიწამ, და დაიღუპნენ კრებულიდან.

34 და მთელი ისრაელი, რომელიც მათ ირგვლივ იყო, გაიქცა მათ ყვირილზე, რადგან თქვეს: “ვაითუ გვშთანთქას ჩვენც მიწამ!”

რიცხვნი 26

10. გაიხსნა პირი მიწამ და ჩაყლაპა ისინი და კორახი; როცა განადგურდა მათი დასი, როცა ცეცხლმა შთანთქა ორასორმოცდაათი კაცი. მაგალითად იქცნენ ისინი.

ფსალმუნი 9

18. დაუბრუნდებიან ბოროტნი ჯოჯოხეთს, ყველა ერი, ვინც დაივიწყა ღმერთი.

ფსალმუნი 30

18. დაუბრუნდებიან ბოროტნი ჯოჯოხეთს, ყველა ერი, ვინც დაივიწყა ღმერთი.

ფსალმუნი 36

20. რადგან ბოროტნი დაიღუპებიან და მტერნი უფლისა, ვითარცა ნასუქი ცხვრები, გაქრებიან, კვამლში გაქრებიან.

ფსალმუნი 54

16. დაატყდეს მათ სიკვდილი, ცოცხლად ჩავიდნენ ჯოჯოხეთში, რადგან ბოროტებაა მათ სადგომში, მათ შიგნით.

ფსალმუნი 62

10. ხოლო ისინი, ვინც ჩემი სულის დაღუპვას ეძებენ, ქვესკნელში შთავლენ.

იგავნი 7

27. მისი სახლი შავეთის გზაა, სიკვდილის სამყოფელში ჩამავალი.

იგავნი 9

18. არ კი იცის, რომ იქ აჩრდილნი არიან, რომ მისი წვეულნი შავეთის უფსკრულებში იმყოფებიან.

ესაია 30

33. რადგან დიდიხნის მოწყობილია კოცონი, მეფისთვის გამზადდა, გაღრმავდა და გაფართოვდა. უხვად არის მასზე ცეცხლი და შეშა. უფლის სუნთქვა, როგორც გოგირდის ნიაღვარი, გააჩაღებს მას.

ესაია 33

14. შეშინდნენ ცოდვილნი სიონზე, შიშისზარმა შეიპყრო უკეთურნი; რომელი ჩვენგანი გაუძლებს მშთანთქმელ ცეცხლს? რომელი ჩვენგანი გაუძლებს მარადიულ სახმილსო?

ესაია 66

24. გამოვლენ და იხილავენ ჩემი შემცოდე ხალხის გვამებს, რადგან მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება. და შესაზიზღი იქნებიან ყოველი ხორციელისთვის.

ეზეკიელი 26

19. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: როცა უკაცრიელ ქალაქად გაქცევ იმ ქალაქებივით, სადაც არასოდეს უცხოვრიათ, როცა დაგაღირებ უფსკრულს და დაგფარავენ დიდი წყლები,

20. ჩაგიყვან საფლავად ჩამავლებთან ერთად წინანდელი ხალხის წინაშე, და დაგსვამ მიწის ქვეშეთში, მარადიულ უდაბნოში, საფლავად ჩასულებთან ერთად, რომ აღარ დაბრუნდე, ცოცხალთა ქვეყნად კი დიდებას დავამყარებ.

21. არარაობად გაქცევ და აღარ იარსებებ; დამიწყებ ძებნას და საუკუნოდ ვეღარ მომნახავ, ამბობს უფალი ღმერთი.

ეზეკიელი 28

8. საფლავად ჩაგიყვანენ და ზღვათა გულში დაღუპულთა მსგავსად მოკვდები.

ეზეკიელი 31

14. რათა არ აღზევდეს ტანით წყალთან მყოფი არცერთი ხე და არ უწვდინოს ღრუბლებს წვეროკინი, რათა არ შეჩერდეს მის წინაშე წყლის მსმელი, მისი სიმაღლით გაოცებული; რადგან ყველანი სასიკვდილოდ არიან განწირულნი ქვეშეთისთვის საფლავად ჩასულ ადამის ძეთა შორის.

15. ასე ამბობს უფალი ღმერთი: მისი ქვესკნელში ჩასვლის დღეს გავუმართავ გლოვას, დავუგმანავ უფსკრულს და შევაკავებ მის მდინარეებს და დაწდება დიდი წყლები; დავამწუხრებ მასზე ლიბანს და მინდვრის ყოველი ხე დაღონდება მის გამო.

16. მისი დაცემის ხმაზე ხალხებს შევაძრწუნებ, როცა ქვესკნელში ჩავიყვან მას საფლავად ჩასულებთან და ნუგეშს იცემს ქვეშეთის ქვეყანაში ედემის ყოველი ხე, ლიბანის რჩეული და საუკეთესო, ყოველნი, წყლით დარწყლულებულნი.

17. ისინიც ჩავლენ მასთან ერთად ქვესკნელში, მახვილით განგმირულებთან ერთად; მისი მხარი იყვნენ და ცხოვრობდნენ მის ჩრდილში ხალხთა შორის.

18. რომელს ედარები დიდებით და სიდიადით ედემის ხეთა შორის? მაინც ჩახვალ ედემის ხეებთან ერთად ქვეშეთის ქვეყანაში და წინდაუცვლელთა შორის დაწვები, მახვილით განგმირულებთან ერთად. ეს არის ფარაონი და მთელი მისი სიმრავლე, ამბობს უფალი ღმერთი.

ეზეკიელი 32

21. ილაპარაკებენ შავეთში მასზე და მის მხარდამჭერებზე უძლიერესნი გმირთა შორის: დაეცნენ და წვანან წინადაუცვეთელნი და მახვილით მოსრილნი!

22. იქვეა აშური და მთელი მისი კრებული, მისი საფლავის ირგვლივ; მოკლულია ყველა მისიანი, მახვილითაა განგმირული.

23. საფლავები ქვესკნელის კიდეებთან დაუდგინეს, მისი კრებული მისი საფლავის ირგვლივაა; ყველა მოკლულია, მახვილით დაცემული; ისინი, ვინც შიშის ზარს სცემდა ცოცხალთა ქვეყანას.

24. იქვეა ყელამი, მთელი თავისი ხალხით, მისი საფლავის ირგვლივ. ყველა მოკლულია, მახვილით დაცემული, წინადაუცვეთელები ჩავიდნენ ქვესკნელში, შიშის ზარს სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას, იტვირთეს თავიანთი სირცხვილი საფლავში ჩასულებთან ერთად.

27. არ უნდა განერთხნენ გმირებთან? დაცემულ წინადაუცვეთელებთან? საკუთარი საბრძოლო საჭურვლით ჩავიდნენ შავეთში, თავქვეშ ამოიდეს მახვილები, მათ ძვლებზე დაივანა მათმა ურჯულოებამ, შიშის ზარს რომ სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას.

მალაქია 3

2. ვინ აიტანს მისი მოსვლის დღეს და ვინ გაუძლებს მის გამოცხადებას? რადგან ის გამომდნობელის ცეცხლივით არის და მრეცხავთა მტუტესავით.

მათე 3

12. მას ხელთ უპყრია თვისი არნადი და გაწმენდს თავის კალოს, და შეინახავს ხორბალს ბეღელში, ხოლო ბზეს მისცემს უშრეტ ცეცხლს.

მათე 5

22. მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სამართალში უნდა მიეცეს; ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა, სინედრიონს უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში ჩავარდეს.

მათე 10

28. ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას.

მათე 11

23. და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებულო, ჯოჯოხეთამდე დაემხობი: რადგან სოდომს რომ მოვლენოდა შენში მოვლენილი ძალნი, იქნებ კიდევაც მდგარიყო დღევანდელ დღემდე.

24. ამიტომ გეუბნები შენ: განკითხვის დღე სოდომის მხარისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე შენთვის.

მათე 23

33. გველნო, იქედნეს ნაშიერნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?

მათე 25

41. მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული.

მარკოზი 9

43. თუ შენი ხელი გაცთუნებს, მოიკვეთე იგი: გიჯობს სახიჩარი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ხელის მქონე ჩავარდე გეენაში, გაუნელებელ ცეცხლში,

44. სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი.

45. თუ შენი ფეხი გაცთუნებს, მოიკვეთე იგი: გიჯობს კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ფეხის მქონე ჩავარდე გეენაში, გაუნელებელ ცეცხლში,

46. სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი.

47. ხოლო თუ შენი თვალი გაცთუნებს, ამოითხარე იგი: გიჯობს ცალთვალა შეხვიდე ღმრთის სასუფეველში, ვიდრე ორივე თვალის მქონე ჩავარდე ცეცხლის გეენაში,

ლუკა 12

5. არამედ გიჩვენებთ, ვისი გეშინოდეთ: გეშინოდეთ იმისა, ვისაც თქვენი მოკვლის შემდეგ შეუძლია ჩაგაგდოთ გეენას. დიახ, გეუბნებით, მისი გეშინოდეთ.

ლუკა 16

24. შესძახა და თქვა: მამაო აბრაამ, მოწყალება მოიღე და მომივლინე ლაზარე, რათა თითის წვერი ჩააწოს წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიდაგები ამ ცეცხლის ალში.

1კორინთელთა 6

9. ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი,

10. ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.

გალატელთა 5

21. სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.

ეფესელთა 5

5. რადგანაც იცით, რომ არც მეძავს, არც უწმინდურსა და ანგარს, რომელიც არის კერპთმსახური, არა აქვს სამკვიდრო ქრისტესა და ღვთის სასუფეველში.

2თესალონიკელთა 1

8. რათა ცეცხლის ალით იძიოს შური მათზე, ვინც არ სცნობს ღმერთს და ეურჩება ჩვენი უფლის იესოს სახარებას,

ებრაელთა 10

26. რადგან თუ მას შემდეგ, რაც შევიცნეთ ჭეშმარიტება, კვლავ ჩვენი ნებით ვცოდავთ, უკვე აღარა რჩება მსხვერპლი ცოდვათათვის.

27. არამედ რაღაც საზარელი მოლოდინი მსჯავრისა და მტერთა შთასანთქმელად მოგიზგიზე შურის ცეცხლი.

გამოცხადება 14

11. კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ და მისი სახელის ნიშნით აღბეჭდილთ.

გამოცხადება 19

20. შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუ წინასწარმეტყველიც, მის წინაშე რომ ახდენდა სასწაულებს, რითაც აცთუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილი გოგირდით მოგიზგიზე ცეცხლის ტბაში.

გამოცხადება 21

8. მხდალთა და ურწმუნოთა, ბილწთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი კი ტბაშია, ცეცხლითა და გოგირდით მოგიზგიზეში. და ეს არის მეორე სიკვდილი.