1.2.75 Безнадежность

Быт.15,2.33 Вт.28,66 Иов.6,13.14.26; 7,6; 8,13.14; 9,23; 11,20; 17,15 Пс.10,3; 32,17 Пр.10,28 Ис.5,7; 16,7; 49,14 Иер.2,25; 12,5 Иез.12,19; 23,33; 37,11 Ион.4,8 Лук.16,25 Иуд.1,13 Рим.4,18; 8,24; 2Кор.4,8 Еф.2,12 1Фес.4,13

1.2.75 უიმედობა, სასოწარკვეთილობა

მიზეზები:

- უშვილოდ გადაგების შიში დაბ.15,2.3

- ღვთის სასჯელი რჯ.28,66 ეს.5,7; 16,7 ეზეკ.12,19; 23,33; 37,11 იონ.4,8

- გადარჩენის იმედის დაკარგვა იობ.6,13.14.26; 7,6

- ღვთის დავიწყება, ქრისტეს გარეშე ყოფნა იობ.8,13.14 ეფ.2,12

- ურჯულოება, ბოროტება იობ.11,20 იგავ.10,28

- უცხოებს გაკიდება იერ.2,25

- ღვთის სიტყვის უცოდინრობა 1თეს.4,13

-

მართლის წუთიერი პესიმიზმი, რასაც ღმერთზე იმედის დამყარება მკურნალობს დაბ.15,2.3 იობ.9,23; 17,15 ფს.10,3

-

იმედის პოვნა:

- მოყვასის თანაგრძნობით იობ.6,14

- ღვთის იმედით რომ.4,18; 8,24; 2კორ.4,8

-

ცრუ იმედი:

- ხილულზე იმედის დადება ფს.32,17 რომ.8,24

- ცრუ პესიმიზმი ეს.49,14 იერ.12,5

-

საბოლოო:

- მდგომარეობა ჯოჯოხეთში ლუკ.16,25 იუდ.1,13

-

ბიბლიის მუხლები

დაბადება 15

2. უთხრა აბრამმა: უფალო ღმერთო, რა უნდა მიბოძო? უშვილოდ გადავდივარ, ჩემი სახლის მოურავი დამასკოელი ელეაზარია.

3. კვლავ უთხრა აბრამმა: შთამომავლობა არ მოგიცია ჩემთვის, და, აჰა, ჩემს სახლში შობილი ყმა უნდა გამიხდეს მემკვიდრედ.

მეორე რჯული 28

66. ბეწვზე ეკიდება შენს წინ შენი სიცოცხლე, შიშში იქნება დღისით და ღამით, დაგეკარგება სიცოცხლის სასო.

იობი 6

13. აღარ არის იმედი ჩემში, წარკვეთილი მაქვს გადარჩენის სასო.

14. სასოწარკვეთილს თავისი მოყვასისგან აქვს თანაგრძნობა, თუნდაც მიტოვებული ჰქონდეს ყოვლადძლიერის შიში.

26. ჩემი სიტყვების განსჯა გწადიათ, მაგრამ ქარს ეკუთვნის სასოწარკვეთილი ადამიანის ნათქვამი!

იობი 7

6. ჯარაზე სწრაფად მიჰქრიან ჩემი დღეები და უიმედობაში იწურებიან.

იობი 8

13. ასეთი ბოლო აქვს ყველას, ღვთის დამვიწყებელს, და უკეთურის მოლოდინი გაქარწყლდება,

14. მისი სასო წარიკვეთება და მისი იმედი ობობას სახლია;

იობი 9

23. თუ შოლტი მოკლავს ანაზდეულად, უდანაშაულოთა უიმედობას დასცინებს იგი.

იობი 11

20. ურჯულოთა თვალისჩინი ჩაქრება, თავშესაფარს ვერ ჰპოვებენ და მათი სასოება სულის განტევებაში იქნება.

იობი 17

15. სადღაა ჩემი იმედი? და ჩემს სასოებას ვინ იხილავს?

ფსალმუნი 10

3. თუ საძირკველი დანგრეულია, მართალმა რა ჰქნას?

ფსალმუნი 32

17. უიმედოა ცხენი შველისათვის და თავისი ჯარების სიმრავლე ვერ იხსნის.

იგავნი 10

28. მართალთა სასოება სიხარულია, ბოროტეულთა იმედი კი მოისპობა.

ესაია 5

7. რადგან ცაბაოთ უფლის ვენახი ისრაელის სახლი და იუდას ხალხია, მისი სანატრელი ნერგი, სამართალს მოელოდა და, აჰა, სისხლის ღვრაა! სიმართლეს და, აჰა, სასოწარკვეთილი ძახილია!

ესაია 16

7. ამიტომ იგლოვებს მოაბი, ყველანი იგლოვებენ მოაბში. კირ-ხერესის საძირკვლებზე იკვნესებენ სასოწარკვეთილნი, რადგან შეიმუსრნენ.

ესაია 49

14. ამბობდა სიონი: მიმატოვაო უფალმა, დამივიწყაო უფალმა!

იერემია 2

25. ფეხები ფეხშიშველობისგან დაიცავი და ყელი წყურვილისგან; მაგრამ შენ თქვი: არ არის იმედი! არა და არა! რადგან უცხონი შევიყვარე და მათ კვალზე ვივლიო.

იერემია 12

5. თუ ფეხით სირბილი გქანცავს, როგორ გაეჯიბრები ცხენებს? თუ მშვიდობიან ქვეყანაში უიმედოდ ხარ, რა გეშველება, როცა იორდანე ადიდდება?

ეზეკიელი 12

19. უთხარი ამ ქვეყნის ხალხს, ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი იერუსალიმის მკვიდრთა გამო ისრაელის მიწაზე: ძრწოლით შეჭამენ თავიანთ პურს და სასოწარკვეთაში შესვამენ წყალს, რადგან მისი მიწა დაცარიელდება თავისი სისავსისგან მის მცხოვრებთა ძალადობის გამო.

ეზეკიელი 23

33. სიმთვრალით და ნაღველით აივსები; სასოწარკვეთის და განადგურების თასია შენი დის, სამარიის თასი.

ეზეკიელი 37

11. მითხრა: ადამის ძევ! მთელი ისრაელის სახლია ეს ძვლები. აჰა, ამბობენ: გამხმარია ჩვენი ძვლები და წარხოცილია ჩვენი სასო, გამწყდარნი ვართო.

იონა 4

8. მზე რომ ამოვიდა, მოუხმო ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელ ქარს და დასიცხა მზემ იონა, ისე დასუსტდა, რომ სიკვდილს ნატრობდა; ამბობდა: სიკვდილი მიჯობს ასეთ სიცოცხლესო!

ლუკა 16

25. მაგრამ აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი - მხოლოდ ბოროტი. ამიტომ ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები.

იუდა 1

13. ზღვის მძვინვარე ტალღები, თავიანთი სირცხვილით აქაფებულნი, ცთომილი ვარსკვლავები, რომლებისთვისაც სიბნელის წყვდიადია შენახული საუკუნოდ.

რომაელთა 4

18. რომელიც უიმედობაში ერწმუნა იმედით, რათა გამხდარიყო მრავალი ერის მამა, როგორც ნათქვამია: "ასე იქნება შენი თესლი”.

რომაელთა 8

24. რადგანაც ხსნილნი ვართ სასოებით, ხილული სასოება კი არ არის სასოება, ვინაიდან რა სასოება უნდა გქონდეს იმის მიმართ, რასაცა ხედავ?

2კორინთელთა 4

8. ყველაფერში შევიწროებულნი ვართ, მაგრამ არა დათრგუნულნი; შეწუხებულნი ვართ, მაგრამ არა სასოწარკვეთილნი;

ეფესელთა 2

12. იმ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის კრებულისგან გაუცხოებულნი, აღთქმის მცნებათათვის უცხონი, იმედი არ გაგაჩნდათ და უღმერთონი იყავით წუთისოფელში.

1 თესალონიკელთა 4

13. არ გვსურს, ძმებო, უცოდინარნი იყოთ განსვენებულთა შესახებ, რათა არ ინაღვლოთ სხვებივით, იმედი რომ არ გააჩნიათ.