4.20.15 Поменять место худшим не спрашивая волю Бога

***

Быт.19,30 О великой беде и несчастье, обрушившемся на Лота после избавления (ст. 30).

1. Лот был напуган и вышел из Сигора, опасаясь жить там, возможно, осознав, что это убежище он сам выбрал, тем самым безрассудно предписав Богу, что делать; поэтому он не мог считать себя в безопасности, находясь там. Или, возможно, он увидел, что этот город такой же развратный, как Содом, и поэтому решил, что он не продержится долго. Или, возможно, он наблюдал за подъемом вод Иордана, которые после пожара начали наполнять долину и вместе с руинами постепенно образовали Мертвое море. Он пришел к выводу, что в этих водах Сигор должен погибнуть, хотя он избежал огня, так как был расположен в той же равнине. Отметьте: поселения и убежища, которые мы сами себе выбираем, не следуя за Господом, чаще всего становятся для нас проблемой.

2. Он был вынужден поселиться на горе и занять пещеру в качестве жилища. Странно, что он не вернулся к Аврааму, под защиту того, кому вновь был обязан своим спасением. Но истина такова: некоторые благочестивые люди недостаточно мудры, чтобы знать, что для них лучше. Обратите внимание:

(1) теперь он был рад отправиться в горы — то место, которое Бог предназначил ему для убежища. Отметьте: хорошо, если неприятности в жизни влекут нас, наконец, стать на Божий путь.

(2) Тот, кто не так давно не мог найти достаточно места для себя и своего стада на всей этой земле (из-за этого имел стычку с Авраамом и ушел от него как можно дальше), теперь довольствовался пещерой в горе, где с трудом можно было найти место, чтобы развернуться, и где он пребывал в одиночестве и трепете. Отметьте: Бог поступает справедливо, повергая в бедность и ограничивая тех, кто неправильно использовал свою свободу и изобилие. На примере Лота можно увидеть, к чему приходят в конце концов те, кто оставляет общение со святыми ради мирской выгоды. Они будут наказаны жезлом своего изобретения.

Бытие 19 глава — Библия — Комментарии Мэтью Генри

4.20.15 ადგილის შეცვლა უარესით ღვთის ნების უკითხავად

დაბ.13,10.11; 19,[30]; 1მფ.26,25 ეს.20,5; 30,1-3 იერ.2,17.18.[36].37 ოს.12,1 ლუკ.15,13.14 იაკ.1,8; 4,[13]-15

ბიბლიის მუხლები

დაბადება 13

10. აღაპყრო თვალები ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი ტაფობი, ცოყარის მისადგომამდე კარგად ირწყვებოდა, როგორც უფლის ბაღი, როგორც ეგვიპტის მიწა. ეს იქამდე, ვიდრე უფალი სოდომსა და გომორს მოსპობდა.

11. და აირჩია ლოტმა იორდანეს მთელი ტაფობი. დაიძრა ლოტი აღმოსავლეთისკენ და გაეყარა კაცი თავის ძმას.

დაბადება 19

30 . აიყარა ლოტი ცოყარიდან და თავის ორ ასულთან ერთად მთაში დასახლდა, რადგან ცოყარში ცხოვრების ეშინოდა და ცხოვრობდნენ ისინი მღვიმეში.

1მეფეთა 26

25. თქვა დავითმა გულში: "აჰა, ერთ დღესაც საულის ხელით დავიღუპები; უმჯობესია ფილისტიმელთა ქვეყანაში ვუშველო თავს; დაეკარგება ჩემი პოვნის იმედი მთელ ისრაელში და გადავურჩები მის ხელს”.

ესაია 20

5. შეძრწუნდებიან და შერცხვებათ მათი იმედის - ქუშის გამო და მათი საკვეხარის - ეგვიპტის გამო;

ესაია 30

1. "ვაი მეამბოხე შვილებს, ამბობს უფალი, რჩევას რომ იღებენ, თუმცა არა ჩემსას! კავშირს რომ ჰკრავენ, მაგრამ არა ჩემი სულით, რათა ცოდვას ცოდვა მიუმატონ.

2. ეგვიპტეში რომ ჩადიან ჩემი ბაგის უკითხავად, ფარაონის მფარველობის ქვეშ რომ მტკიცდებიან და ეგვიპტის ჩრდილქვეშ რომ ეძებენ თავშესაფარს.

3. მაგრამ სირცხვილად გექცევათ ფარაონის მფარველობა და ეგვიპტის ჩრდილში თავის შეფარება - დამცირებად.

იერემია 2

17. განა იმის გამო არ დაგემართა ეს, რომ მიატოვე უფალი, შენი ღმერთი, გზად რომ მიჰყავდი?

18. ახლა რად დასდგომიხარ ეგვიპტის გზას? ნილოსის წყლის დასალევად? აშურის გზას რაღად დასდგომიხარ? ევფრატის წყლის დასალევად?

36. რას დაეხეტები და იცვლი გზებს? ეგვიპტისგანაც ისე შერცხვები, როგორც ასურეთისგან შერცხვი.

37. მისგანაც თავშიცემით გახვალ, რადგან უფალმა ისიც უარყო, ვისი იმედიც გქონდა და არ გექნება მისგან გამორჩენა.

ოსია 12

1. ქარს მწყემსავს ეფრემი და აღმოსავლეთის ქარს დასდევს, ყოველდღიურად სიცრუესა და ნგრევას ამრავლებს; აღთქმას აშურთან დებს, ზეთს კი ეგვიპტეში ეზიდება.

ლუკა 15

13. რამდენიმე დღის შემდეგ უმცროსმა ვაჟმა აიღო თავისი წილი, წავიდა შორეულ ქვეყანაში და თავაშვებული ცხოვრებით მთელი თავისი ქონება გაანიავა.

14. ყველაფერი რომ შემოეხარჯა, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა და გაჭირვებაში ჩავარდა.

იაკობი 1

8. გაორებული სულის კაცი არამდგრადია თავის ყველა გზაზე.

იაკობი 4

13. ახლა თქვენ, ვინც ამბობთ - დღეს თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთ წელს დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო;

14. თუმცა ისიც კი არ იცით, ხვალ რა მოხდება, რადგან რა არის თქვენი სიცოცხლე? ორთქლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება.

15. ნაცვლად იმისა, რომ თქვათ - თუ ინებებს უფალი და ვიცოცხლებთ, ამას და ამას ვიზამთო.

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.19,30 ლოტი შეშინებული გამოდის ცოღარიდან, არ სურდა იქ ცხოვრება შესაძლოა იმიტომაც, რომ გაიცნობიერა, ის თავშესაფრად თვითონ აირჩია, რითაც განუსჯელად მიაწერა ღმერთს თუ რა გაეკეთებინა; ამიტომ იყო, რომ არ გრძნობდა თავს უხიფათოდ იქ ყოფნისას. ან შესაძლოა, ხედავდა, რომ ეს ქალაქიც ისევე გარყვნილია, როგორც სოდომი და ამიტომ იფიქრა, რომ ისიც დიდხანს ვერ იარსებებდა. ან შესაძლოა, აკვირდებოდა იმას, რომ იორდანეს წყლები იწეოდა ხანძრების შემდეგ, ავსებდა ტაფობს და თანდათან წარმოიქმნებოდა მკვდარი ზღვა. მივიდა დასკვნამდე, რომ ხანძარს კი გადაურჩა, მაგრამ ეს დატბორვა დაღუპავდა ცოღარს. დაიმახსოვრეთ: საცხოვრებელ ადგილს და თავშესაფარს, რომელსაც ჩვენ თვითონ ვირჩევთ უფლის დაუკითხავად, ხშირ შემთხვევაში პრობლემად გვექცევა.

ის იძულებული იყო აერჩია მთა და იქ არსებული გამოქვაბული საცხოვრებლად. უცნაურია, რომ იგი არ დაბრუნდა აბრაამთან, მისი მფარველობის ქვეშ, რომლისაც დავალებული უნდა ყოფილიყო თავისი ხსნისთვის. მაგრამ ჭეშმარიტება ასეთია: ზოგი კეთილსინდისიერი კაცი არცთუ ისე ბრძენია იმისთვის, რომ მიხვდეს, რა არის უკეთესი მისთვის. მიაქციეთ ყურადღება:

(1) ახლა იგი მოხარული იყო იმ მთაში ასასვლელად, რომელიც განუსაზღვრა თავშესაფრად ღმერთმა. მოინიშნეთ: კარგია, თუ ცხოვრებისეული უსიამოვნებანი დაგვაბრუნებენ ბოლოსდაბოლოს ღმერთის გზაზე.

(2) ის, ვისაც იმდენი ფარები ჰყავდა, რომ დავა ჰქონდა მათი საძოვრებისთვის, ახლა იყო ვიწრო გამოქვაბულში. მოინიშნეთ: ღმერთი იქცევა სამართლიანად, აღარიბებს და ავიწროვებს მათ, ვინც არასწორად იყენებს თავის თავისუფლებასა და მოჭარბებულ ქონებას. ლოტის მაგალითზე შეიძლება დანახვა, სადამდე მიდიან ბოლოსდაბოლოს ისინი, ვინც სტოვებს წმინდებთან ურთიერთობას ქვეყნიური სარგებლის გულისთვის. ისინი ისჯებიან თავიანთივე გამოგონებული კვერთხით.

__ მეთიუ ჰენრი __