2.2.90 Милость Божия

2.2.90 ღვთის წყალობა

ღმერთი ხასითდება მოწყალეობით:

- წყალობის მოყვარულია იერ.9,24

- მისი წყალობა საუკუნოა ფს.99,5; 135,1; 137,8 ეს.54,10; 55,3 იერ.31,3; 33,11 ოს.2,19

- არის წყალობით მდიდარი ფს.85,15 იოვ.2,13 ეფ.2,4

- წყალობის სული ზაქ.12,10

.

ღმერთი იყო მოწყალე ყოველთვის რჯ.7,12 ეს.63,7 ეზეკ.39,25 ლუკ.1,54.58.72

- მოჰფინა იოსებს დაბ.39,21

- მართლისთვის ფს.5,12

- მინდობილთათვის ფს.12,5; 129,7

- მისცა დანიელს დან.1,9

- მოყვარულთათვის გამ.20,6 დან.9,4

- მოშიშთათვის ფს.146,11 ლუკ.1,50

.

მისი წყალობით გვაქვს:

- გასაჭირისგან დაბ.19,16

- შვილები დაბ.4,1; 33,5

- მტრებისგან ხსნა ფს.142,11

- ყველას ეკუთვნის ფს.144,9

- სიბრძნე იაკ.3,17

- დაველოდოთ მისგან საუკუნო სიცოცხლის წყალობას იუდ.1,21

- ვიწოდებით წყალობის ჭურჭლებად რომ.9,23

- არის ქრისტიანი სარწმუნო 1კორ.7,25

- მსახურება 2კორ.4,1

- ხსნა ეს.46,13; 1პეტ.1,3 რომ.5,15; 11,31 ტიტ.3,5

- შესაძლებელია მიღება ღმერთთან სიარულით დან.9,13 გალ.1,16 ებრ.4,16

.

ლოცვაში:

- წყალობის თხოვნა ნეემ.13,22 ფს.24,6; 32,22; 50,1; 68,13; 118,41 იერ.14,7; 31,9 დან.2,18; 6,11 აბაკ.3,2

- განვადიდებთ მისი წყალობისთვის ეზრ.3,11 ფს.106,1; 117,1 რომ.15,9

- ღვთის წყალობის სურვება იუდ.1,2; 2იოან.1,3; 1ტიმ.1,2; 2ტიმ.1,2.16.18 ტიტ.1,4

.

წყალობა არ ექნებათ

- ვინც თავის დანაშაულს მალავს იგავ.28,13

- უკეთურებს ეს.9,17

- ვისზეც მრისხანებს ეს.47,6

- კერპმსახურებს იონ.2,8

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 4

1. შეიცნო ადამმა ევა, თავისი ცოლი. დაორსულდა ევა, შვა კაენი და თქვა: "უფლის წყალობით კაცი შემეძინა”.

დაბადება 19

16. მაგრამ აყოვნებდა ლოტი და ჩასჭიდეს ხელი იმ კაცებმა მას, მის ცოლსა და ორ ასულს, მათდამი უფლის წყალობის გამო, და ქალაქის გარეთ გაიყვანეს ისინი.

დაბადება 33

5. გაიხედა ესავმა და ქალები და ბავშვები დაინახა; ჰკითხა: "ვინ არიან ესენი შენთვის?” უპასუხა: "შვილები, რომლებიც ღმერთმა უწყალობა შენს მსახურს”.

დაბადება 39

21. მაგრამ უფალი იყო იოსებთან, წყალობა მოჰფინა მას და მადლი აპოვნინა საპყრობილის უფროსის თვალში.

გამოსვლა 20

6. და წყალობის მყოფელი ათასობით თაობისათვის, ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთათვის.

მეორე რჯული 7

12. თუ შეისმენ ამ სამართალს, დაიცავ და შეასრულებ მას, უფალი, შენი ღმერთიც შეგინახავს აღთქმას და წყალობას, რომელიც შეჰფიცა შენს მამებს.

ეზრა 3

11. აქებდნენ და ემადლიერებოდნენ უფალს. ამბობდნენ: „რადგან კეთილია იგი და უკუნისამდეა მისი წყალობა ისრაელზე!” ყიჟინას სცემდა მთელი ხალხი და მაღალი ხმით აქებდა უფალს, ღმერთის სახლის დაფუძნების გამო.

ნეემია 13

22. ვუბრძანე ლევიანებს, რომ განწმედილიყვნენ და მოსულიყვნენ კარიბჭეთა დასაცავად, რათა წმიდაეყოთ შაბათი. ესეც გამიხსენე, ღმერთო ჩემო, და შენი წყალობის სიდიადისამებრ მომეპყარი.

ფსალმუნი 5

12. რადგან შენ აკურთხებ მართალს, უფალო, და ისე მოსავ შენი წყალობით, როგორც ჯავშნით.

ფსალმუნი 12

5. მე კი შენი წყალობის იმედი მაქვს, შენმიერი ხსნით იხარებს ჩემი გული;

ფსალმუნი 24

6. გაიხსენე, უფალო, შენი სიყვარული და წყალობა, რადგან საუკუნოა ისინი.

ფსალმუნი 32

22. უფალო, იყოს ჩვენზე შენი წყალობა, რადგან შენზე ვამყარებთ იმედს.

ფსალმუნი 50

1. შემიწყალე ღმერთო, შენი წყალობისამებრ; შენი მრავალი წყალობისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.

ფსალმუნი 68

13. მე კი შენ მიმართ ვლოცულობ უფალო, სასურველ დროს; ღმერთო, შენი დიდი წყალობით მიპასუხე და მიხსენი შენი ერთგულებით.

ფსალმუნი 85

15. შენ კი უფალო ღმერთო, შემწყალევ და მადლიანო, რისხვაში ნელი - ხოლო, წყალობასა და ჭეშმარიტებაში უხვი ხარ.

ფსალმუნი 99

5. რადგან კარგია უფალი, საუკუნოა მისი წყალობა და თაობიდან თაობამდეა მისი ერთგულება.

ფსალმუნი 106

1. მადლობდეთ უფალს, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

ფს.117

1. მადლობდეთ უფალს, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

ფსალმუნი 118

41. მოვიდეს ჩემზე შენი წყალობა, უფალო, და ხსნა შენმიერი, შენი სიტყვისამებრ,

ფსალმუნი 129

7. უფალს მიენდე ისრაელ, რადგან უფალს აქვს წყალობა და უხვია მისმიერი გამოსყიდვა.

ფსალმუნი 135

1. მადლობდეთ უფალს, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

ფსალმუნი 137

8. უფალი თავის განზრახვას აღასრულებს ჩემზე; უფალო, მარადიულია წყალობა შენი. ნუ მიატოვებ შენი ხელის ქმნილებებს.

ფსალმუნი 142

11. შენი წყალობით მოსპე ჩემი მტრები, დაღუპე ყოველი მჩაგვრელი ჩემი სულისა, რადგან მე შენი მსახური ვარ.

ფსალმუნი 144

9. ყველას მიმართ კეთილია უფალი და მისი წყალობა მის ყველა ქმნილებაზეა.

ფსალმუნი 146

11. ისურვებს უფალი თავის მოშიშებს, მისი წყალობის მოიმედეებს.

იგავნი 28

13. ვინც თავის დანაშაულს მალავს, წარმატება არ ექნება, მათი ამღიარებელი და მიმტოვებელი კი წყალობას ჰპოვებს.

ესაია 9

17. ამიტომ არ ახარებს უფალს მათი ყმაწვილები და არც ქვრივ-ობლებს სწყალობს, ვინაიდან ყველა ურჯულო და ავის მქმნელია; უკეთურად მოლაპარაკეა ყოველი ბაგე; არც მისი რისხვა შებრუნდება და ჯერ კიდევ შემართულია მისი ხელი.

ესაია 46

13. მოვაახლოვე ჩემი სიმართლე, შორს არ არის და ხსნა ჩემსმიერი არ დააყოვნებს. ვუწყალობებ ხსნას სიონს და ისრაელს - ჩემს დიდებას.

ესაია 47

6. განვრისხდი ჩემს ხალხზე, შევბღალე ჩემი სამკვიდრებელი და ხელში გადმოგეცი, შენ კი წყალობა არ გაიმეტე, ფრიად დაუმძიმე მოხუცს უღელი.

ესაია 54

10. რადგან მთები დაიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, ჩემი წყალობა კი არ დაიძვრება და ჩემი მშვიდობის აღთქმა არ შეირყევა შენგან, ამბობს უფალი, შენი შემბრალე.

ესაია 55

3. მომაპყარით ყურნი და მოდით ჩემთან, ისმინეთ და იცოცხლებთ; დავდებ თქვენთან საუკუნო აღთქმას, სამარადისო წყალობას, დავითისთვის შეპირებულს.

ესაია 63

7. გავიხსენებ უფლის სიკეთეს და უფლის დიდებულ საქმეებს, ყველაფერს, რაც უფალმა გვიწყალობა - დიდი სიკეთე უწყალობა ისრაელის სახლს, თავისი თანაგრძნობითა და სიქველის სიუხვით.

იერემია 9

24. არამედ, ვინც იქადის, იმით დაიქადოს, რომ შეიგნო და მიცნობს, რადგან მე, უფალი ვიქმ წყალობას, სამართალსა და სიმართლეს ამ ქვეყნად, რადგან ეს მახარებს!” - ამბობს უფალი.

იერემია 14

7. ჩვენი უმართლოებანი მოწმობენ ჩვენსავე წინააღმდეგ, უფალო, მაგრამ იქნებ მაინც მოიღო წყალობა შენი სახელის გულისთვის; გამრავლდა ჩვენი განდგომილება, შენ წინააღმდეგ შევცოდეთ.

იერემია 31

3. შორიდან მეჩვენა უფალი, მითხრა: "სამუდამო სიყვარულით შეგიყვარე, ისრაელ, ამის გამო მიგიახლოვე წყალობით.

9. ქვითინით მოვლენ და წყალობას შემევედრებიან. წარვუძღვები სწორი ბილიკით წყლის ნაკადულებისკენ; არ წაიბორძიკებენ, რადგან მამა ვარ ისრაელისთვის, ეფრემი კი პირმშოა ჩემი”.

იერემია 33

11. კვლავ გაისმება ხმა ლხინისა და სიხარულისა, ხმა ნეფისა და პატარძლისა, ხმა მოლაპარაკისა: ადიდეთ უფალი ცაბაოთი, რადგან კეთილია უფალი და უკუნისამდეა წყალობა მისი! მადლიერებით შედით უფლის სახლში, ვინაიდან დავაბრუნებ ტყვეებს ამ მიწისას, როგორც თავდაპირველად იყო, - ამბობს უფალი.

ეზეკიელი 39

25. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: "ახლა დავაბრუნებ ტყვეობიდან იაკობს, წყალობას დავუშვებ მთელ ისრაელის სახლზე და მოშურნე ვიქნები ჩემი წმიდა სახელის გულისთვის.

დანიელი 1

9. მისცა ღმერთმა დანიელს მადლი და წყალობა საჭურისთუხუცესის თვალში.

დანიელი 2

18. რომ წყალობა ეთხოვათ ზეციური ღმერთისთვის ამ საიდუმლოს გასაგებად, რათა არ დაღუპულიყვნენ დანიელი და მისი მეგობრები ბაბილონის დანარჩენ ბრძენებთან ერთად.

დანიელი 6

11. შეიკრიბნენ ის კაცები და თავს წაადგნენ დანიელს, რომელიც ლოცულობდა და წყალობას ითხოვდა თავისი ღმერთის წინაშე.

დანიელი 9

4. ვილოცე ჩემი უფალი ღმერთის წინაშე, ვაღიარე და ვუთხარი: "ოჰ, უფალო, დიდებულო და მრისხანე ღმერთო, აღთქმასა და წყალობას რომ უნახავ შენს მოყვარულებსა და შენი მცნებების დამცველთ!

13. როგორც მოსეს რჯულში სწერია, ყველა ეს უბედურება დაგვატყდა თავს, მაგრამ მაინც არ ვეძიებდით ჩვენი უფლის, ღმერთის წყალობას, რომ მოვქცეულიყავით ჩვენი ურჯულოებიდან და შეგვეგნო შენი ჭეშმარიტება.

ოსია 2

19. საუკუნოდ დაგნიშნავ ჩემზე, დაგნიშნავ სიმართლეში და სამართალში, მადლსა და წყალობაში.

იოველი 2

13. გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი! მოუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს! ვინაიდან შემწყნარებელი და მწყალობელია იგი, სულგრძელი და დიდადმოწყალე და წუხს ბოროტებაზე.

იონა 2

8. ამაო კერპთა მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას.

აბაკუმი 3

2. უფალო, ამბავი გავიგონე შენს შესახებ და შემეშინდა. ჩვენს დროშიც მოიმოქმედე შენი საქმენი, ჩვენს დროშიც გააცხადე; გაიხსენე წყალობა შენი რისხვისას.

ზაქარია 12

10. და გადმოვღვრი დავითის სახლსა და იერუსალიმის მკვიდრებზე მადლისა და წყალობის სულს; და შემომხედავენ მე, რომელიც განგმირეს; იგლოვებენ, როგორც გლოვობენ დედისერთაზე და მწარედ იქვითინებენ, როგორც პირმშოზე.

ლუკა 1

50. წყალობა მისი თაობიდან თაობამდეა მის მოშიშთათვის.

54. შეეწია თავის მსახურს, ისრაელს, გაიხსენა წყალობა,

58. და ესმათ მის მეზობლებსა და ნათესავებს, რომ გაამრავლა უფალმა თავისი წყალობა მის მიმართ და გაიხარეს მასთან ერთად.

72. წყალობას უჩვენებდა ჩვენს მამებს და თავის წმიდა აღთქმას გაიხსენებდა;

იაკობი 3

17. ხოლო მაღლიდან ჩამომავალი სიბრძნე, პირველ რიგში, წმიდაა, მერე მშვიდობიანი, თავმდაბალი, მორჩილი, წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო.

1პეტრე 1

3. კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალი წყალობითა და იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით ხელახლა გვშვა ჩვენ ცოცხალი იმედით.

2იოანე 1

3. მადლი, წყალობა და მშვიდობა იყოს ჩვენთან მამა ღმერთისგან და მისი ძის, უფალ იესო ქრისტესგან, ჭეშმარიტებასა და სიყვარულში.

იუდა 1

2. წყალობა, მშვიდობა და სიყვარული გაგიმრავლდეთ.

21. დაიცავით თქვენი თავი ღვთის სიყვარულში და დაელოდეთ ჩვენი უფლისგან, იესო ქრისტესგან წყალობას საუკუნო სიცოცხლისთვის.

რომაელთა 5

15. მაგრამ მადლის საჩუქარი არაა დანაშაულივით, რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი მოკვდა, მით უმეტეს, ბევრად ჭარბობს მრავალთა მიმართ ღვთის წყალობა და საჩუქარი ერთი კაცის, იესო ქრისტეს მადლით, რომელიც უხვად ეძლევა მრავალს.

რომაელთა 9

23. რათა აუწყოს თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭლებზე, რომლებიც წინასწარ გაამზადა სადიდებლად,

რომაელთა 11

31. ისე ახლა ისინიც ურჩობენ იმისათვის, რათა ისინიც შეწყალებულნი იქნენ იმ წყალობით, რომელიც თქვენ გეძლევათ.

რომაელთა 15

9. ასევე წარმართებისთვისაც, რათა განედიდებინა ღმერთი მისი წყალობისათვის, როგორც წერია: "ამისათვის გაქებ შენ წარმართთა შორის და ვუგალობებ შენს სახელს”.

1კორინთელთა 7

25. ქალწულთა შესახებ არ მიმიღია ბრძანება უფლისგან, მხოლოდ რჩევას გაძლევთ, რადგან სარწმუნო ვარ უფლის წყალობით.

2კორინთელთა 4

1. ამიტომ, რაკი ღვთის წყალობით ასეთი მსახურება გვაქვს, არ ვცხრებით,

გალატელთა 1

16. ვინც ამ წესში ივლის, მშვიდობა და წყალობა მათზე და ღმერთის ისრაელზე.

ეფესელთა 2

4. ხოლო წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავის დიდ სიყვარულში, რომლითაც შეგვიყვარა,

1ტიმოთე 1

2. ტიმოთეს, ჭეშმარიტ შვილს რწმენაში: მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის, ქრისტე იესოსგან.

2ტიმოთე 1

2. ტიმოთეს, საყვარელ შვილს - მადლი, წყალობა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსგან.

16. უფალმა მისცეს წყალობა ონისიფორეს სახლეულს, ვინაიდან მრავალჯერ გამამხნევა მან და არ შერცხვა ჩემი ბორკილებისა,

18. ინებოს ღმერთმა, რომ უფლის მიერი წყალობა ჰპოვოს იმ დღეს; ხოლო ეფესოში როგორც იმსახურა, შენ უკეთ იცი.

ტიტე 1

4. ტიტეს, ჩემს ნამდვილ შვილს საერთო რწმენაში, მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისგან და ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტესგან.

ტიტე 3

5. მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, ჩვენ რომ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულიწმიდის მიერ განახლებით,

ებრაელთა 4

16. ამიტომ, გაბედულად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის.