3.48.35 От праведного благословляются окружающие

3.48.35 მართლით იკურთხებიან გარშემომყოფნი

დაბ.26,4; 28,14; 30,27.30; 39,5.23 საქ.11,14; 16,31; 1კორ.7,14

ბიბლიის მუხლები

შენი შთამომავლობით იკურთხება-მეთქი მთელი ქვეყნის ხალხი . . . მიწიერთა მთელი მოდგმა.

დაბ. 26,4; 28,14

მიმხვდარი ვარ, შენს გამო, რომ მაკურთხა უფალმა;

დაბ. 30,27

გაკურთხა უფალმა ჩემი მოსვლით.

დაბ. 30,30

აკურთხა უფალმა ამ ეგვიპტელის სახლი იოსების გამო და იყო უფლის კურთხევა ყველაფერზე, რაც კი ებადა მას შინ და გარეთ . . . საზრუნავი არაფერი ჰქონდა საპყრობილის უფროსს, რადგან უფალი იყო მასთან და ყველა საქმეში, რასაც აკეთებდა, უფალი უმართავდა ხელს.

დაბ. 39,5.23

ის გეტყვის სიტყვას, რომლითაც გადარჩები შენ და მთელი შენი სახლეულიც.

საქ.11,14

მათ უთხრეს: "იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და მთელი შენი სახლეულიც”.

საქ.16,31

რადგან ურწმუნო ქმარი ცოლით განიწმიდება და ურწმუნო ცოლი ქმრით განიწმიდება; სხვანაირად თქვენი შვილები არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან.

1კორ.7,14