4.19.38 Сикль

4.19.38 შეკელი

(წონის ერთეული, 14,55 გრ-დან 16,37 გრ-მდე. უფრო წონის ერთეული იყო ვიფრე ფულის)

.

წონის ერთეული:

- შემცველობის ახსნა გამ.30,13; 38,24 ლევ.27,25 რიცხ.3,47; 18,16 ეზეკ.45,12

- ნივთების წონა დაბ.24,22 რიცხ.31,52 მსაჯ.8,26; 1მფ.17,7; 2მფ.21,16; 3მფ.10,16; 2ნეშ.3,9

- გამოიყენებოდა ასაწონად რიცხ.7,56 იესნ.7,21

- თმის წონა 2მფ.14,26

- საჭმელის ეზეკ.4,10

- ფასის გაზრდა ამ.8,5

.

მონეტა:

- როგორც ფული მსაჯ.9,4; 16,5; 17,10; 1მფ.9,8; 2მფ.18,11; 24,24; 4მფ.5,5; 15,20

- ყიდულობდნენ მიწას დაბ.23,15; 1ნეშ.21,25 იერ.32,9

- დანაშაულის გამოსასყიდად ლევ.5,15

- იხდიდნენ ჯარიმას რჯ.22,19

- ბაღის იარაღების გალესვის საფასური 1მფ.13,21

- საკვები 4მფ.7,18

- სწირავდნენ ღმერთის სახლის სამსახურისათვის ნეემ.10,32

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 23

15. "ბატონო, ყური დამიგდე! ჩვენ შორის ოთხასი შეკელის საღირალი მიწა რა სალაპარაკოა? დაკრძალე შენი მიცვალებული!”

დაბადება 24

22. აქლემები რომ დარწყულდნენ, აიღო აბრაამის მსახურმა ნახევარი შეკელის წონა ოქროს რგოლი და ათი შეკელის წონა ორი სამაჯური

გამოსვლა 30

13. და ყველამ, ვინც გაივლის აღრიცხვას, მისცეს ნახევარი შეკელი საწმიდრის შეკელისა, ერთი შეკელი ოც გერას იწონის; ნახევარი შეკელი - უფლისათვის შესაწირად.

გამოსვლა 38

24. და მთელმა ოქრომ, რაც საწმიდრის საქმის საწარმოებლად დაიხარჯა, შემონაწირ ოქროსთან ერთად ოცდაცხრა ტალანტი და შვიდას ოცდაათი შეკელი შეადგინა, საწმიდრის შეკელით.

ლევიანნი 5

15. "თუ ვინმე დააშავებს და უნებლიეთ შესცოდავს უფლისთვის მიძღვნილის წინააღმდეგ, შესწიროს უფალს ფარიდან გამოყვანილი საღი ვერძი დანაშაულის გამოსასყიდად. შენი შეფასებით, ვერცხლის შეკელებით, საწმიდრის შეკელით, დანაშაულისთვის შესაწირად.

ლევიანნი 27

25. ყოველი შენი შეფასება საწმიდრის შეკელით იყოს, ოცი გერა იყოს შეკელში.

რიცხვნი 3

47. ხუთ-ხუთი შეკელი აიღე ყოველ სულზე საწმიდრის შეკელის მიხედვით, რომელიც ოც გერას იწონის.

რიცხვნი 7

56. ოქროს ერთი ათ შეკელიანი თასი, საკმევლით სავსე;

რიცხვნი 18

16. აი, მათი გამოსასყიდი: ერთი თვიდან გამოისყიდე შენი შეფასებით: ხუთ ვერცხლის შეკელად, საწმიდრის შეკელით, რომელიც ოცი გერაა.

რიცხვნი 31

52. მთელი შეწირული ოქრო, რომელიც უფალს მიუძღვნეს, თექვსმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი შეკელი იყო ათასისთავებისა და ასისთავებისგან.

მეორე რჯული 22

19. ასი ვერცხლით დააჯარიმონ და გადაუხადონ ყმაწვილი ქალის მამას, რადგან ცუდი ხმები დაუყარა ისრაელიან ქალწულს. ქალი მის ცოლადვე დარჩება, ვერ გაუშვებს მას თავის სიცოცხლეში.

იესო ნავეს ძე 7

21. დავინახე ნადავლში შინყარის ერთი მშვენიერი მოსასხამი, ორასი შეკელი ვერცხლი და ორმოცდაათ შეკელიანი ოქროს ზოდი, მომინდა და ავიღე; აჰა, ჩემს კარავში, მიწაშია ჩამარხული, ვერცხლი კი მის ქვეშაა”.

მსაჯულნი 8

26. ათას შვიდასი შეკელი იყო გამოთხოვილი ოქროს საყურეების წონა. გარდა მიდიანის მეფეებისგან ართმეული ნახევარმთვარეებისა, გულსაკიდებისა, მეფეთა ძოწეულისა და აქლემების კისრებიდან ჩამოხსნილი ოქროს ჯაჭვებისა.

მსაჯულნი 9

4. და მისცეს სამოცდაათი შეკელი ვერცხლი ბაყალ-ბერითის სახლიდან. დაიქირავა ამ ფულით აბიმელექმა უკეთური და უღირსი კაცები და თან გაიყოლა.

მსაჯულნი 16

5. მიადგნენ ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: "აცდუნე და ათქმევინე, საიდან აქვს ეს დიდი ძალა და რა უნდა ვიღონოთ მის შესაკრავად, რომ დავიმორჩილოთ; სამაგიეროდ თითოეული ჩვენგანი ვერცხლის ათას ას შეკელს მოგცემს”.

მსაჯულნი 17

10. უთხრა მიქამ: "დარჩი ჩემთან და გამიხდი მამად და მღვდლად; ვერცხლის ათ შეკელს მოგცემ წელიწადში, საზრდოსა და სამოსელთან ერთად”.

1მეფეთა 9

8. ისევ მიუგო მსახურმა: "აჰა, მეოთხედი შეკელი ვერცხლი მაქვს ხელთ, მივცემ ღვთის კაცს და გვაუწყებს ჩვენს გზას”.

1მეფეთა 13

21. სახნისის გალესვა სამი შეკელი ღირდა, ისევე, როგორც ბარის, სამკაპის, წალდებისა და მარგილის გალესვა.

1მეფეთა 17

7. მისი შუბის ტარი საქსოვი ლილვის ოდენა იყო, პირი კი რკინის ექვსას შეკელს იწონიდა. ფარის მზიდველი მიუძღოდა წინ.

2მეფეთა 14

26. როცა თავს გაიკრეჭდა, თავს კი ყოველ წელს იკრეჭდა, რადგან თმები ამძიმებდნენ, ორას სამეფო შეკელს იწონიდა მისი თმა.

2მეფეთა 18

11. მიუგო იოაბმა კაცს, რომელმაც ამბავი მიუტანა: "თუ დაინახე, იქვე რატომ არ მოკალი? ვერცხლის ათ შეკელსა და ერთ სარტყელს მოგცემდი”.

2მეფეთა 21

16. მაშინ იშბი-ბენობმა, ბუმბერაზის შთამომავალმა, რომელსაც წონით სამასშეკელიანი სპილენძის შუბი ეჭირა ხელში და წელზე ახალი მახვილი ეკიდა, განიზრახა მოეკლა დავითი.

2მეფეთა 24

24. უპასუხა მეფემ არავნას: "არა, საფასურით უნდა ვიყიდო შენგან, რადგან მუქთ სრულადდასაწველს ვერ აღვუვლენ უფალს, ჩემს ღმერთს”. ვერცხლის ორმოცდაათ შეკელად იყიდა კალო დავითმა.

3მეფეთა 10

16. და გააკეთა მეფე სოლომონმა სამასი შუბი ნაჭედი ოქროსგან: ოქროს ექვსასი შეკელი დასჭირდა თითო ოქროს ფარს;

4მეფეთა 5

5. თქვა არამის მეფემ: "ახლავე გაემგზავრე, წერილს გაგატან ისრაელის მეფესთან”. წავიდა და წაიღო ათი ტალანტი ვერცხლი, ექვსი ათასი შეკელი ოქრო და ათი ხელი ტანისამოსი.

4მეფეთა 7

18. ასე უთხრა მაშინ ღვთისკაცმა მეფეს: "ერთი სეა საუკეთესო პურის ფქვილი ერთი შეკელი ეღირებაო და ორი სეა ქერიც - ერთი შეკელი ხვალ ამ დროს, სამარიის კარიბჭესთან”.

4მეფეთა 15

20. გამოსძალა მენახემმა ეს ფული ისრაელს, ყველა შეძლებულს - კაცზე ორმოცდაათი შეკელი, აშურის მეფისთვის მისაცემად. უკან გაბრუნდა აშურის მეფე, აღარ დარჩენილა იქ, იმ ქვეყანაში.

1ნეშტთა 21

25. ექვსასი შეკელი ოქრო მისცა დავითმა ორნანს იმ ადგილის საფასურად.

2ნეშტთა 3

9. ლურსმნები წონით ორმოცდაათი შეკელი ოქრო იყო. ზედა სართულიც ოქროთი მოაპირკეთა.

ნეემია 10

32. წესად დავიდეთ, რომ წელიწადში სამი შეკელი გავიღოთ ჩვენი ღმერთის სახლის სამსახურისათვის

იერემია 32

9. ვიყიდე მინდორი, ხანამეელისგან, ჩემი ბიძაშვილისგან, ყანათოთში რომ არის; ჩვიდმეტი შეკელი ვერცხლი მივუწონე.

ეზეკიელი 4

10. დღეში შენი საჭმელი, რასაც შეჭამ, წონით ოცი შეკელი იყოს, ჟამიდან ჟამამდე ჭამე.

ეზეკიელი 45

12. შეკელი ოცი გერაა; ოცი შეკელი, ოცდახუთი შეკელი და თხუთმეტი შეკელი ერთი მანე უნდა იყოს თქვენთვის.

ამოსი 8

5. რომ ამბობთ: როდის გაივლის თვე, რომ მარცვლეული გავყიდოთ და შაბათი, რომ ხორბლის ბეღელი გავხსნათ, საწყაო შევამციროთ, შეკელის ფასი გავზარდოთ და მოვატყუოთ ცრუ სასწორებით.