1.1.77 Бревно, столб

Быт.19,26; 28,18.22; 31,13.45.51.52; 35,14.20 Исх.12,7.22.23; 13,21.22; 14,19.24; 15,25; 23,24; 24,4; 25,5; 26,15.26-29.32.37; 27,10-12.14-17; 33,9.10; 35,7.11.17.24; 36,20-28.30-34.36.38; 38,10-12.14.15.17.19.28.31; 39,33.40; 40,18; Лев.26,1.30 Чис.3,36.37; 4,10.12.31.32; 12,5; 14,14; 21,8.9; Вт.7,5; 16,22; 21,23; 31,15 Суд.9,6; 16,3.25.26.29; 20,38.40; 1цар.15,12; 2цар.5,11; 18,18; 3цар.6,10.36; 7,2.3.6.12.15-22.41.42; 14,23; 4цар.3,2; 6,2.5; 17,10; 23,3.14; 25,13.16.17; 1Пар.14,1; 18,8; 22,4; 2Пар.2,8.9; 3,7.15.17; 4,12.13; 14,5; 16,6; 23,13; 31,1; 34,4.11 Езд.5,8; 6,4.11 Неем.9,12.19 Есф.1,6; 5,14; 6,4; 7,9.10; 8,7; 9,13.14.25 Иов.9,6; 26,11 Пс.74,3; 98,7; 143,12 Пр.9,1 Пес.3,6.10; 5,15 Ис.9,18; 17,8; 19,19; 27,9; 61,3 Иер.1,18; 27,19; 43,13; 36,23; 52,17.20-22 Иез.6,4; 26,11; 40,9.14; 41,1.3; 42,6 Ос.3,4; 10,1 Иоил.2,30 Ам.9,1 Мих.5,13 Авв.2,11 Агн.1,8 Матф.7,3-5 Лук.6,41.42 Деян.5,30; 10,39; 13,29; 1Пет.2,24 Гал.3,13; 1Тим.3,15 Отк.3,12; 10,1

1.1.77 მორი, სვეტი, ძელი, ბოძი, კოჭი, დირე

სიტყვასიტყვით:

- სამშენებლო მასალა (მორი, ძელი) გამ.12,7.22.23; 2მფ.5,11; 3მფ.6,10; 7,2; 4მფ.6,2; 1ნეშ.14,1; 22,4; 2ნეშ.2,9; 16,6; 34,11 ეზრ.6,4 ანგ.1,8

- მოჭრილი ხის მოგრძო ნაწილი (მორი) გამ.15,25; 4მფ.6,5; 2ნეშ.2,8

- მოოქროვებული, სპილენძით მოჭედილი (სვეტი, ძელი) გამ.25,5; 26,15.26-29.32.37; 27,10-12.14-17; 35,7.11.17.24; 36,20-28.30-34.36.38; 38,10-12.14.15.17.19.28.31; 39,33.40; 40,18; რიცხ.3,36.37; 4,10.12.31.32; 3მფ.7,15-22.41.42; 4მფ.25,13.16.17; 1ნეშ.18,8; 2ნეშ.3,7 ქებ.3,10 იერ.52,17.20-22

- სპილენძის გველი დაჰკიდა მოსემ (სვეტი, კეტი) რიცხ.21,8.9

- მასალა დასჯის იარაღის (ძელი) რჯ.21,23 ეზრ.6,11 ესთ.5,14; 6,4; 7,9.10; 8,7; 9,13.14.25 საქ.5,30; 10,39; 13,29; 1პეტ.2,24 გალ.3,13

- ეზოს მოსაწყობად (ძელი) 3მფ.6,36; 7,12

- სახურავის სამაგრი (სვეტი) 3მფ.7,2.3.6

- ზღუდეების ასაგებად (მორი, ძელი) ეზრ.5,8

- ზღურბლის ძელები ამ.9,1

.

გადატანითი მნიშვნელობით:

- დედამიწის საყრდენები (სვეტები) იობ.9,6 ფს.74,3

- ცის საყრდენები (სვეტები) იობ.26,11

- ასულები (თლილი სვეტები) ფს.143,12

- სიბრძნის სრულყოფილება (სვეტები, ბოძები) იგავ.9,1

- უფლის ნიშანი (სვეტი) ეს.19,19

- მორწმუნეები - სიმართლის სვეტები (მუხები) ეს.61,3 იერ.27,19 გმცხ.3,12

- რკინის სვეტი იუდას წინააღმდეგ იერ.1,18

- ისრაელის დარჩენა უსვეტოდ ოს.3,4

- ისრაელის მიწის მშვენიერება ოს.10,1

- შურისძიების ძახილი (ძელი, კოჭი) აბაკ.2,11

- სხვების შეცდომების დანახვა და საკუთარი უმეტესის ვერშემჩნევა (დირე) მათ.7,3-5 ლუკ.6,41.42

- ეკლესია - ჭეშმარიტების სვეტი 1ტიმ.3,15

- ანგელოზის ფეხები - ცეცხლის სვეტები გმცხ.10,1

.

სვეტი

1. ვერტიკალურად აღმართული სხვადასხვა მასალის საყრდენი ან ნიშანი რაიმესი

- მარილის სვეტი ნიშნად სასჯელისა დაბ.19,26

- ქვის სვეტი ნიშნად ღმერთთან აღთქმის დადებისა დაბ.28,18.22; 31,13.45.51.52; 35,14; 4მფ.23,3

- ქვის სვეტი საფლავის ძეგლად დაბ.35,20

- ქვის სვეტი კერპების გამ.23,24 ლევ.26,1.30 რჯ.7,5; 16,22 მსაჯ.9,6; 3მფ.14,23; 4მფ.3,2; 17,10; 23,14; 2ნეშ.14,5; 31,1; 34,4 ეს.17,8; 27,9 იერ.43,13 ეზეკ.6,4; 6,6 მიქ.5,13

- ქვის სვეტები ისრაელის 12 შტოს სახელზე გამ.24,4

- კარიბჭის სამაგრი სვეტები მსაჯ.16,3

- სახლის საყრდენი სვეტები მსაჯ.16,25.26.29

- საკუთარი თავის განსადიდებლად აგებული 1მფ.15,12; 2მფ.18,18; 2ნეშ.23,13 ეზეკ.26,11

- სვეტები თავსარქველიანი სვეტისთავებით 2ნეშ.3,15.17; 4,12.13

- მარმარილოს სვეტები ესთ.1,6 ქებ.5,15

- ტაძრის სვეტები ხილვაში ეზეკ.40,9.14; 41,1.3; 42,6

2. სიმაღლეზე აღმართული ხილული ჰაეროვანი მასა ან სითხის ზოლი

- ღრუბლის და ცეცხლის, უფლის ნიშანი ცაზე გამ.13,21.22; 14,19.24; 33,9.10 რიცხ.12,5; 14,14 რჯ.31,15 ნეემ.9,12.19 ფს.98,7

- კვამლის მსაჯ.20,38.40 ქებ.3,6 ეს.9,18 იოვ.2,30

3. მოკლე სტრიქონებისგან შემდგარი ტექსტი, რომელიც გვერდის მცირე ნაწილს იკავებს იერ.36,23

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 19

26. უკან მოიხედა ლოტის ცოლმა და იქცა იგი მარილის სვეტად.

დაბადება 28

18. ადგა დილაადრიანად იაკობი, აიღო ლოდი სასთუმლად რომ ედო, აღმართა სვეტად და ზედ ზეთი დაღვარა.

დაბადება 35

20. აღმართა სვეტი იაკობმა მის საფლავზე. ეს არის რახელის საფლავის სვეტი დღევანდლამდე.

გამოსვლა 13

21. წინ მიუძღოდა მათ უფალი, დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად, ღამით ცეცხლის სვეტში გზის გასანათებლად, რათა ევლოთ დღითა და ღამით.

გამოსვლა 15

25. შეჰღაღადა მოსემ უფალს და დაანახვა უფალმა მორი. ჩააგდო იგი წყალში და გამტკნარდა წყალი. იქ დაუდგინა უფალმა ხალხს წესი და სამართალი და იქ გამოსცადა იგი.

გამოსვლა 23

24. თაყვანი არა სცე მათ ღმერთებს და არ ემსახურო, არ აკეთო მათებური საქმეები, არამედ ჩაშალე ისინი და დალეწე მათი სვეტები.

გამოსვლა 24

4. დაწერა მოსემ უფლის სიტყვები; ადგა დილაადრიანად და აღმართა მთის ძირას სამსხვერპლო და თორმეტი სვეტი ისრაელის თორმეტი შტოს მიხედვით.

რიცხვნი 21

8. უთხრა უფალმა მოსეს: "გააკეთე ცეცხლოვანი გველი და სვეტზე მიამაგრე, შეხედავს რა მას ყოველი დაგესლილი, იცოცხლებს”.

მსაჯულნი 16

3. შუაღამემდე ეძინა სამსონს, შუაღამით ადგა, ხელი ჩაავლო ქალაქის კარიბჭის ორივე სვეტს და ურდულიანად ამოგლიჯა, გაიდო მხარზე და ხებრონის გადაღმა მთის წვერზე აიტანა.

მსაჯულნი 20

40. და სწორედ მაშინ აღიმართა ქალაქზე კვამლის სვეტი. მოიხედა ბენიამინმა და, აჰა, ცაში მიდის მთელი ქალაქი.

1მეფეთა 15

12. ადგა დილაადრიანად სამუელი, რომ შეხვედროდა საულს. შეატყობინეს სამუელს, რომ საული ქარმელში ყოფილა, იქ სვეტი აღუმართავს თავისთვის და, იქიდან გამობრუნებული, გილგალში ჩასულა.

3მეფეთა 6

36. მოაწყო შიდა ეზო სამი წყება თლილი ქვისაგან და ერთი წყება კედარის ძელებისგან.

3მეფეთა 7

3. კედარით იყო გადახურული დარბაზი, ორმოცდახუთ სვეტზე შედგმული, თხუთმეტი სვეტი იდგა თითო რიგში.

4მეფეთა 6

2. იორდანეზე ჩავალთ, თითო მორს ავიღებთ იქიდან და ავიშენებთ იქ სადგომს საცხოვრებლად. უთხრა: ჩადით.

5. ძირს დასცა ერთმა მორი და წყალში ჩაუვარდა რკინა. იყვირა: ვაი, ბატონო! ნანათხოვარი იყო!

1ნეშტთა 14

1. გამოუგზავნა ხირამმა, ციდონის მეფემ, დავითს მოციქულები და ნაძვის ძელები, კედლის მშენებლები, ხუროები მისთვის სახლის ასაშენებლად.

2ნეშტთა 3

7. ოქროთი მოაპირკეთა სახლი, ძელები, ზღურბლნი, მისი კედლები და კარებები; კედლებზე ქერუბები ამოკვეთა.

15. სახლის წინ სიგრძით ოცდაათი წყრთის ორი სვეტი გააკეთა, თითოეულის თავზე ხუთწყრთიანი სვეტისთავი იყო.

ეზრა 5

8. იცოდეს მეფემ, რომ ჩვენ ვიყავით იუდას მხარეში, დიდი ღმერთის სახლთან. დიდრონი ქვებისგან შენდება იგი, კედლებში ძელებს ატანენ. მუშაობა სწრაფად მიდის და წარმატებით სრულდება მათ ხელში.

ეზრა 6

11. ასევე გავეცი განკარგულება, რომ თუ ვინმე დაარღვევს ამ ბრძანებას - გამოიღონ ძელი მისი სახლიდან, აღმართონ და ზედ ჩამოკიდონ იგი; მისი სახლი კი ნაგვის გროვად აქციონ ამის გამო.

იობი 9

6. მან მოარყია დედამიწა თავისი ადგილიდან და ირხევიან მისი სვეტები;

იობი 26

11. ცის სვეტები ირყევიან და ძრწიან მის მუქარაზე;

ფსალმუნი 143

12. რომ ჩვენი ვაჟები ნერგებივით იზრდებოდნენ მათს სიჭაბუკეში; ჩვენი ასულნი, ვითარცა ოსტატურად თლილი სვეტები სასახლისა.

იგავნი 9

1. სიბრძნემ სახლი აიშენა, მისი შვიდი ბოძი გათალა.

ესაია 19

19. იმ დღეს იქნება უფლის სამსხვერპლო ეგვიპტის ქვეყნის შუაგულში და უფლის სვეტი მის საზღვართან.

ესაია 61

3. მივმადლო სიონის მგლოვიარეთ, მივცე მათ გვირგვინი ფერფლის ნაცვლად, სიხარულის ზეთი - გლოვის ნაცვლად, ქების მოსასხამი - უძლურების სულის ნაცვლად. და უწოდებენ მათ უფლის მიერ დანერგილ სიმართლის სვეტებს, რათა განდიდდეს იგი.

იერემია 1

18. აჰა, დამიდგენიხარ დღეს ციხე-ქალაქად, რკინის სვეტად და სპილენძის ზღუდედ მთელი ქვეყნის წინააღმდეგ, იუდას მეფეთა, მის მთავართა და მღვდელთა წინააღმდეგ, ქვეყნის მკვიდრთა წინააღმდეგ.

იერემია 36

23. წაიკითხავდა თუ არა იეჰუდი სამ-ოთხ სვეტს, მოჭრიდა მეფე მწერლის დანით და ჩააგდებდა ცეცხლში, მაყალში რომ ენთო, ვიდრე მთელი გრაგნილი მთლიანად არ დაიწვა მაყალის ცეცხლში.

ოსია 3

4. რადგან დიდხანს დარჩებიან ისრაელის ძენი უმეფოდ და უმთავროდ, უმსხვერპლოდ და უსვეტოდ, უეფოდოდ და უთერაფიმოდ.

აბაკუმი 2

11. რადგან ქვა იღაღადებს კედლიდან და ხის ძელი გამოეპასუხება მას.

ანგია 1

8. ადით მთაზე, მორები აიტანეთ და ხელახლა ააშენეთ ტაძარი. მოვიწონებ ამას და დიდებით გამოვჩნდები - ამბობს უფალი.

მათე 7

3. ან რატომ ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ?

4. ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: მოიცა, ამოგიღო ბეწვი თვალიდან, და თვითონ შენ კი დირე გაქვს თვალში.

5. თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერეღა ნახავ, როგორ ამოიღო შენი ძმის თვალიდან ბეწვი.

1ტიმოთე 3

15. მაგრამ თუ დავიგვიანე, იცოდე, როგორ უნდა მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც არის ეკლესია ცოცხალი ღვთისა, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი.

გამოცხადება 10

1. ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი ძლიერი, რომელსაც ემოსა ღრუბელი; თავს ცისარტყელა ედგა და მისი სახე იყო როგორც მზე, ფეხები კი - როგორც ცეცხლის სვეტნი.