4.15.61 Сестра

4.15.61 და, დები

აღნიშნავს:

- მდედრობითი სქესის სისხლით ნათესავს დაბ.24,30-60

- იმავე ტომის ქალს რიცხ.25,18

.

დების შესახებ:

- ძმების დაცვის ქვეშ არიან დაბ.34,13-31

- რჯულის დაცვის ქვეშ ლევ.18,9.11-13.18

- უთანხმოება დებს შორის ლუკ.10,39.40

- უყვარდა ისინი ქრისტეს იოან.11,5

.

მეტაფორულად:

- იუდასა და ისრაელის შესახებ ეზეკ.23,2-49

- ქრისტეს მიმდევრების შესახებ მათ.12,50

- ქრისტიანი დების შესახებ რომ.16,1

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 24

30 . როცა თავის დას საყურეები და ხელზე სამაჯურები დაუნახა და თავისი დის ნათქვამი გაიგონა, მივიდა იმ კაცთან, რომელიც ჭის გვერდით იდგა თავის აქლემებთან;

დაბადება 34

13. მიუგეს იაკობის ვაჟებმა შექემს და მის მამას, ხამორს, და მზაკვრულად ელაპარაკნენ, რადგან შეურაცხყო შექემმა დინა, მათი და.

14. უთხრეს: ვერ ვიზამთ ამ საქმეს, წინდაუცვეთელ კაცზე ვერ გავათხოვებთ ჩვენს დას, რადგან აუგია ეს ჩვენთვის.

ლევიანნი 18

9. არ აჰხადო სიშიშვლე შენს დას, მამაშენის ასულს ან დედაშენის ასულს, შინ დაბადებულს ან გარეთ დაბადებულს.

11. არ აჰხადო სიშიშვლე მამაშენის ცოლის ასულს, მამაშენის ნაშობს; შენი და არის იგი.

12. არ აჰხადო სიშიშვლე მამაშენის დას, მამაშენის სისხლი და ხორცია იგი.

13. არ აჰხადო სიშიშვლე დედაშენის დას, რადგან დედაშენის სისხლი და ხორცია იგი.

18. არ ითხოვო შენი ცოლისდა ერთმანეთის სამტროდ, რომ ხდიდე მას სიშიშვლეს მის გვერდით მთელი მისი სიცოცხლე.

რიცხვნი 25

18. რადგან მტრულად მოგექცნენ, როცა გაცთუნეს ფეღორით და ქოზბით, მიდიანელთა თავკაცის ასულით, თავიანთი დით, რომელიც მოიკლა ფეღორის გამო თავსდამტყდარი განადგურების დღეს.

ეზეკიელი 23

2. ადამის ძევ! იყვნენ ორნი დანი, ერთი დედის ასულნი;

მათე 12

50. რადგან ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას, იგია ძმაც, დაც და დედაც ჩემი.

ლუკა 10

39. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას.

40. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს.

რომაელთა 16

1. წარმოგიდგენთ ჩვენს დას - ფებეს, კენქრეას ეკლესიის მსახურს,

-----------------

სურათზე: იესოს მასპინძლები - მარიამი და მართა - ლაზარეს დები