4.17.6. Любить ближнего, как самого себя

Лев.19,18; 1цар.14,7; 18,1.3; 20,17; 2цар.1,26 Пр.18,24 Матф.22,39.[40] Мар.12,31.33 Лук.10,36.37 Деян.20,37.38 Иак.2,8; 2Пет.1,7; 1Ин.4,19-21 Рим.13,8-10; 2Кор.6,11.12 Гал.5,14

Отрок пошел, а Давид поднялся с южной стороны и пал лицем своим на землю и трижды поклонился; и целовали они друг друга, и плакали оба вместе, но Давид плакал более. (1-я Цар.20,41)**И побежал отрок туда, куда Ионафан пускал стрелы, и закричал Ионафан вслед отроку и сказал: смотри, стрела впереди тебя.

38 И опять кричал Ионафан вслед отроку: скорей беги, не останавливайся. И собрал отрок Ионафанов стрелы и пришел к своему господину. (Деян.20,37.38).

вторая же подобная ей: возлюби ближнего твоего, как самого себя.(матф.22,39). **Вторая подобная ей: возлюби ближнего твоего, как самого себя. Иной большей сих заповеди нет. (Мар.12,31). **Кто из этих троих, думаешь ты, был ближний попавшемуся разбойникам?

Он сказал: оказавший ему милость. Тогда Иисус сказал ему: иди, и ты поступай так же. (Лук.10,36.37). **Дабы утешились сердца их, соединенные в любви для всякого богатства совершенного разумения, для познания тайны Бога и Отца и Христа. (Кол.2,2).

И отвечал оруженосец: делай все, что на сердце у тебя; иди, вот я с тобою, куда тебе угодно (1-я царств 14,7) **Когда кончил Давид разговор с Саулом, душа Ионафана прилепилась к душе его, и полюбил его Ионафан, как свою душу.

Ионафан же заключил с Давидом союз, ибо полюбил его, как свою душу. (1-я царств 18,1.3). **И говорил Саул Ионафану, сыну своему, и всем слугам своим, чтобы умертвить Давида; но Ионафан, сын Саула, очень любил Давида.(1-я царств 19,1).** И снова Ионафан клялся Давиду своею любовью к нему, ибо любил его, как свою душу. (1-я царств 20,17).**Скорблю о тебе, брат мой Ионафан; ты был очень дорог для меня; любовь твоя была для меня превыше любви женской. (2-я Цар.1,26). Кто хочет иметь друзей, тот и сам должен быть дружелюбным; и бывает друг, более привязанный, нежели брат.(Пр.18,25)

Философия

эгоизма : Бог дай

мне человека,

который бы меня

сделал

счастливым...

Философия

любви : Бог дай

мне человека,

которого бы я смог

сделать

счастливым...

4.17.6. შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი

ლევ.19,18; 1მფ.14,7; 18,1.3; 20,17; 2მფ.1,26 იგავ.18,24 მათ.22,39.[40] მარ.12,31.33 ლუკ.10,36.37 საქ.20,37.38 იაკ.2,8; 2პეტ.1,7; 1ინ.4,20.21 რომ.13,8-10; 2კორ.6,11.12 გალ.5,14

 

ბიბლიის მუხლები

 

ლევიანნი 19

18. ნუ იქნები შურისმაძიებელი და ბოღმას ნუ ჩაიდებ შენი თვისტომის მიმართ; გიყვარდეს შენი ახლობელი, როგორც თავი შენი. მე ვარ უფალი!

 

1მეფეთა 14

7. მიუგო მისმა საჭურველთმტვირთველმა: გააკეთე, რაც გულში გაქვს. მიდი და, აჰა, მეც შენთანა ვარ შენი გულივით.

 

1მეფეთა 18

1. მოათავა საულთან ლაპარაკი და შეეკრა იონათანის სული დავითის სულს; და შეიყვარა იგი იონათანმა როგორც საკუთარი თავი.

3. შეკრა იონათანმა დავითთან კავშირი, რადგან შეიყვარა იგი როგორც საკუთარი თავი.

 

1მეფეთა 20

17. და კიდევ სიყვარული შეჰფიცა იონათანმა დავითს, რადგან საკუთარი თავივით უყვარდა იგი.

 

2მეფეთა 1

26. ვწუხვარ შენზე, ძმაო იონათან! დიდად ძვირფასი იყავ ჩემთვის, საკვირველი იყო შენი სიყვარული ჩემდამი, ქალის სიყვარულზე ძლიერი.

 

იგავნი 18

24. ბევრი მეგობრის ყოლა დამღუპველია, ზოგი მეგობარი კი ძმაზე მოყვარულია.

 

მათე 22

39. და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.

40. ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი.

 

მარკოზი 12

31. და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. არ არსებობს ამათზე დიადი მცნება.

33. და რომ უნდა გვიყვარდეს იგი მთელი გულით და მთელი სულით და მთელი გონებით და მთელი ძალით; და გვიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი - ეს ყოველგვარ მსხვერპლსა და შესაწირავზე უმეტესია.

 

ლუკა 10

36. როგორ გგონია, ამ სამთაგან რომელი იყო მისი მოყვასი, ვინც ხელთ ჩაუვარდა ყაჩაღებს?

37. მან მიუგო: ის, ვინც მოწყალება გამოიჩინა მის მიმართ. და უთხრა მას იესომ: წადი და შენც ასევე მოიქეცი.

 

საქმენი მოციქულთა 20

37. ყველანი მწარედ ატირდნენ, ყელზე ეხვეოდნენ და ჰკოცნიდნენ პავლეს.

38. უფრო იმ სიტყვის გამო იმდუღრებოდნენ, მან რომ თქვა: ვეღარ იხილავთ ჩემს სახესო, და მიაცილეს იგი ხომალდამდე.

 

იაკობი 2

8. თუ წერილის მიხედვით ასრულებთ სამეფო რჯულს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“, კარგს შვრებით.

 

2პეტრე 1

7. ღვთისმოსაობას - ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი - სიყვარული.

 

1იოანე 4

20. თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი სძულს ცრუა, ვინაიდან თუ თავისი ძმა არ უყვარს, რომელსაც ხედავს როგორღა შეიყვარებს ღმერთს რომელსაც ვერ ხედავს?

21. და ასეთი მცნება გვაქვს მისგან: ვისაც ღმერთი უყვარს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს.

 

რომაელთა 13

8. არავისი არა გემართოთ რა, გარდა ურთიერთსიყვარულისა, რადგან ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა რჯული.

9. ვინაიდან: „არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა-იპარო, არა ცილი სწამო, არა ინდომო“ და ყველა სხვა მცნება ამ სიტყვებშია მოქცეული: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.

10. სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს; რჯულის აღსრულება სიყვარულია.

 

2კორინთელთა 6

11. ჩვენი ბაგენი თქვენთვის მეტყველებენ, კორინთელნო, და თქვენთვისვე გვაქვს გახსნილი გული.

12. ვიწროდ როდი ხართ ჩვენში, მაგრამ ვიწროებაა თქვენსავე გულში.

 

გალატელთა 5

14. რადგანაც მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.

 

__თემაზე წერდნენ__

***

ღვთის მოყვარება ეს არის, კაცს ყოვლი კაცი უყვარდეს.

__ არჩილი __

***

მე მიყვარს ყველა კაცი, როგორც ჩემი ძმები, იმიტომ რომ მან იხსნა ისინი. მე მიყვარს სიღატაკე, იმიტომ რომ მას უყვარს იგი. მე მიყვარს სიმდიდრე, იმიტომ რომ საშუალებას გვაძლევს გავიკითხოთ უპოვარნი. მე ყველას ერთგული ვარ და ჩემს ბოროტისმყოფელს ბოროტებით არ მივაგებ სანაცვლოს, მაგრამ ვუსურვებ კია, რომ მისი სული ჩემსას დაემსგავსოს, რომელიც მოყვასთაგან აღარ იღებს არც სიკეთეს და არც ბოროტებას. მე ვცდილობ ვიყო მართალი, სამართლიანი, გულწრფელი და ერთგული ყველა კაცის მიმართ, და ჩემი გულის მთელი სინაზე, უწინარეს ყოვლისა, ეკუთვნის იმათ, ვისთანაც ღმერთმა ყველაზე მჭიდროდ დამაკავშირა. და სულერთია, უჩუმრად ვმოქმედებ თუ სააშკარაოდ, ყველა ჩემი მოქმედების საბოლოო მიზანი არის ღმერთი, რომელმაც უნდა განმსაჯოს და რომელსაც ყველაფერი შევწირე, ყველაფერი ვანაცვალე.

აი როგორია ჩემი გრძნობა, და მე დღემუდამ ვლოცავ მაცხოვარს, რომელმაც ეს გრძნობა ჩამინერგა და სისუსტით, უბადრუკობით, ბილწი ვნებებით, სიამაყით და ცუდმედიდობით სავსე კაცი, თავისი მადლის წყალობით, ყველა ამ ბიწისაგან განწმინდა, მადლისა, რომელსაც უნდა ვუმადლოდე მთელს ჩემს დიდებას, ვინაიდან, ჩემდა თავად, არა გამაჩნია რა, ცთომისა და სისაწყლის გარდა.

__ ბლეზ პასკალი __

***

შერცხვეს, ვინც თავის მოყვასსა ჭირში არ მოეხმაროსა.

__ ვაჟა-ფშაველა __

***

მათ, სიყვარულით მტკიცესა მის დღეში არა უშავთ-რა.

__ ვაჟა-ფშაველა __

***

ხვეწნა რად უნდა ერთგულს ძმას.

__ ვაჟა-ფშაველა __

***

[ურწმუნო პეტრონიუსის წერილიდან მორწმუნე ვინიციუსისადმი] თქვენი რჯული საჩემო არ არის. მე ბითვინიელნი უნდა შევიყვარო, ჩემს ტახტრევანს რომ ეზიდებიან?.. გეფიცები, ეს რომ კიდეც მდომებოდა, ვერ შევიძლებდი. რომში ათასი კაცი მაინც იქნება ბეჭმრუდე ან მსხვილმუხლებიანი, ან გამხმარწვივებიანი ან თვალებდაჭყეტილი და დიდთავა. მიბრძანებ, ისინიც მიყვარდნენ? მერე საიდან მოვიტანო ეს სიყვარული, თუკი გულში ვერა ვგრძნობ? და თუ თქვენს ღმერთს უნდა, ყველა მახინჯი მიყვარდეს, მაშ განუზომელი ძალის პატრონმა რატომ არ მისცა მათ, მაგალითად, იმ ნიობიდების ტანადობა, რომელიც შენს პალატინში მინახავს? [პეტრონიუსი გუკეთილად ეპყრობოდა ქრისტიანებს, მაგრამ ქრისტიანი ვერ გახდა]

__ ჰენრიკ სენკევიჩი __

***

ჩემთვის ცხადია მოყვასისადმი სიყვარული, რასაც ბავშვობიდანვე მინერგავდნენ. მოყვასისადმი სიყვარული ღმერთის სამსახური იყო პიროვნების მეშვეობით. ეს იყო ღვთისადმი მიძღვნილი ხარკი, რაოდენ შეზღუდული ნიჭის პატრონიც არ უნდა ყოფილიყო თვით პიროვნება. ეს სიყვარული არ ამცირებდა იმას, ვისდამიც იყო იგი მიმართული, არ ბოჭავდა მას მადლიერების ბორკილებით, ვინაიდან ამ ხარკს, მას კი არა, ღმერთს სწირავდნენ. ამიტომ იყო, რომ ეს სიყვარული არასოდეს არ იქცეოდა შეზღუდულობის, სისულელის ან უვიცობის პატივისცემად. ექიმის მოვალეობა იყო, სიკვდილის საფრთხეს არ მორიდებოდა და ემკურნალა შავი ჭირით შეპყრობილისთვის, ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი, რადგან ექიმი ღმერთს ემსახურებოდა. მას არ ამცირებდა ის, რომ ავაზაკის საწოლთან ათევდა ღამეს.

ჩემმა სულიერმა კულტურამ, ღმერთის მემკვიდრემ, მოყვასისადმი სიყვარული ადამიანისთვის გაღებულ შესაწირავად აქცია, რასაც პიროვნების მეშვეობით სწირავდნენ.

__ ეკზიუპერი __

***

ჩემთვის ცხადია, რატომ დააკისრა ღმერთისადმი სიყვარულმა ადამიანებს პასუხისმგებლობა ერთმანეთისთვის და რატომ დაუწესა მათ იმედი, როგორც სათნოება. იგი ხომ ყოველ ადამიანს ერთი და იმავე ღმერთის მოციქულად ხდიდა და თითოეულს ხსნას ყოველ მათგანს აკისრებდა. და არავის ჰქონდა უფლება სასოწარეკვეთა, იმიტომ რომ თითოეული მათგანი მაუწყებელი იყო რაღაც უფრო დიდისა, ვიდრე თვითონ იყო. სასოწარკვეთილება კი საკუთარ თავში ღმერთის არსებობის უარყოფას უდრიდა.

__ ეკზიუპერი __

***

[ემიგრანტობისას] თუ მე ცოცხალი პლანეტის მკვიდრად ვგრძნობდი თავს, მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე მეგობრის წყალობით, რომლებიც სადღაც შორს, საფრანგეთის ღამის წყვდიადში იყვნენ მიკარგულნი – იმ მეგობრების წყალობით, რომელთა არსებობაც ესოდენ მნიშვნელოვანი გამხდარიყო ჩემთვის . . . მე მოთხოვნილებად მექცა მეგრძნო, რომ იმ ადამიანების სიცოცხლე, რომლებიც შუქურასავით მჭირდებოდნენ, უფრო მტკიცე და ხანგრძლივი იყო, ვიდრე ჩემი საკუთარი სიცოცხლე. ამ შუქურას შუქზე უნდა გამეგნო გზა, რომ მცოდნოდა, სად დავბრუნებულიყავი, რომ მეარსება.

მთელი ჩემი ქვეყანა თავსდებოდა მათში და მათი მეშვეობით ცოცხლობდა ჩემს არსებაში.

__ ეკზიუპერი __

***

ცნობილი ინდუსი მისიონერა სუნდარ სინგჰი ერთხელ გაემგზავრა ჰიმალაის მთებში მეგზურით. მათ თავს დაატყდათ ქარბუქი.. მოულოდნელად გადააწყდნენ თოვლწაყრილ კაცს. მეგზურმა უთხრა:

“უნდა ვიაროთ დაუყოვნებლივ, თორემ ხიფათი გველის.”

სუნდარ სინგჰი არ დაეთანხმა, წამოიკიდა გათოშილი კაცი. მეგზურმა კი არ დაუცადა და წავიდა. მისიონერი ნელა მიიწევდა წინ და თან ქარბუქს ებრძოდა. როცა ქარი შეჩერდა და ნათელმა შემოანათა ხეობაში, დაინახა გამოქვაბული. მიაღწია იქ თავისი ტვირთით გამთბარმა სუნდარ სინგჰმა და ფეხი წამოკრა თავისი მეგზურის უსულო სხეულს.

__ იაკობ ლევენი __

***

ხშირად მსაყვედურობენ, რომ გარეგნული იერი უფრო მკაცრი მაქვს, გული კი ბავშვივით ჩვილი და მგძნობიარე. იცით რატომ? მე სხვისი ტკივილი სხვის ტკივილად არ მეჩვენება. ის ჩემი საკუთარია. ამიტომ ყველას მდგომარეობას ძალიან განვიცდი და მტკივა. ყველაფერი ჩემი გულის სიმებს ეხება. სხვანაირად არც შეიძლება იყოს. ეს კიდევ იმის ნიშანია, რომ ღმერთი ჩემშია, ის ღმერთი, რომელიც სხვისი ტკივილით არ ხარობს, არამედ ყველას სთავაზობს: “მოდით ჩემთან ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო და მე მოგასვენებთ თქვენ”. მე რომ ადამიანური გული მქონდეს, ვიტყოდი: “სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი მეთქი” და ჩემს გულს გავუფრთხილდებოდი, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ეს ასე არ არის. ღმერთი ამბობს: “ვინც თავის სულს გაუფრთხილდება – დაჰკარგავს, ხოლო ვინც მეგობრისთვის გასწირავს - იპოვნის”. თავგანწირვა მხოლოდ სიკვდილით არ ვლინდება, თავგანწირვა სიყვარულშიცაა საჭირო.

__ დალი ნადირაძე __

 

__ვიდეო-კომენტარი__

***

https://www.youtube.com/watch?v=BHhiGvjMJOY შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი

 

__ქადაგება__

***

https://www.youtube.com/watch?v=0LuO1BUqjHM&t=3s ქრისტიანი TV