3.41.32 Десятисловие

3.41.32 ათი მცნება

ათი მცნების ტექსტი:

მოცემულია გამ.20,2-17 რჯ.5,5-21

.

ათი მცნების შესახებ ნათქვამია:

- დაიწერა ფიქალებზე გამ.24,12

- დაწერა ღმერთმა გამ.31,18

- დაწერა მოსემ გამ.34,28

- დაამსხვრია მოსემ გამ.32,19

- მოცემულია ახლები გამ.34,1

- იწოდა აღთქმად გამ.34,28

- ჩადებულ იქნა კიდობანში რჯ.10,1-5

- ყველა ათი მცნების არსია სიყვარული მათ.22,36-40 რომ.13,8-10

.

თვითვეული მცნების შესახებ წმ. წერილში:

- პირველი საქ.17,23

- მეორე 3მფ.18,18-40

- მესამე მათ.5,33-37

- მეოთხე იერ.17,21-27

- მეხუთე რჯ.21,18-21 ეფ.6,1

- მეექვსე რიცხ.35,16-21

- მეშვიდე რიცხ.5,12-31 მათ.5,27-32

- მერვე მათ.19,18

- მეცხრე რჯ.19,16-21

- მეათე რომ.7,7

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 20

პირველი მცნება

2. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტელთა ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.

3. არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები.

მე - 2 მცნება

4. არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ.

5. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში.

6. ათასწილ სიკეთის მზღველი ჩემს მოყვარულთათვის და ჩემი მცნებების დამმარხველთათვის.

მე - 3 მცნება

7. არ დაიფიცო ფუჭად უფლის, შენი ღვთის სახელი, რადგან დაუსჯელი არ გადაურჩება უფალს მისი სახელის ფუჭად მოფიცარი.

მე - 4 მცნება

8. გახსოვდეს შაბათი დღე, რომ წმიდა ჰყო იგი.

9. ექვს დღეს იმუშავე, და აკეთე შენი საქმეები;

10. მეშვიდე დღე კი უფლის, შენი ღვთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთოთ, არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა ყმამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა მდგმურმა, სახლში რომ გყავს.

11. რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, და მეშვიდე დღეს შეისვენა; ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი.

მე - 5 მცნება

12. პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის.

მე - 6 მცნება

13. არა კლა.

მე - 7 მცნება

14. არ იმრუშო.

მე - 8 მცნება

15. არ იქურდო.

მე - 9 მცნება

16. არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი თვისტომის წინააღმდეგ.

მე - 10 მცნება

17. არ ინდომო შენი თვისტომის სახლი; არ ინდომო შენი თვისტომის ცოლი, არც მისი ყმა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი, არც არაფერი მისი ქონებიდან.

გამოსვლა 24

12. უთხრა უფალმა მოსეს: ამოდი ჩემთან მთაზე და აქ იყავი; მოგცემ ფიქალებს - რჯულსა და მცნებებს, მათ დასამოძღვრად რომ დავწერე.

გამოსვლა 31

18. მისცა მოსეს უფალმა, როცა შეწყვიტა მასთან ლაპარაკი სინაის მთაზე, მოწმობის ორი დაფა, ღვთის თითით ნაწერი ფიქალები.

გამოსვლა 32

19. როგორც კი მიუახლოვდა ბანაკს და დაინახა ხბო და როკვა, რისხვით აღინთო მოსე და ხელიდან გააგდო ფიქალები და მიამსხვრია მთის ძირას.

გამოსვლა 34

1. უთხრა უფალმა მოსეს: გამოთალე იმ პირველთა მსგავსი ორი ფიქალი, და მე დავწერ ფიქალებზე სიტყვებს, რომლებიც ეწერა იმ პირველ ფიქალებზე, შენ რომ დაამსხვრიე.

28. დარჩა იქ, უფალთან ორმოც დღეს და ორმოც ღამეს; პური არ უჭამია და წყალი არ შეუსვამს. დაწერა ფიქალებზე აღთქმის სიტყვები, ათი სიტყვა.

რიცხვნი 5

12. ელაპარაკე ისრაელიანებს, უთხარი მათ: თუ ვინმეს ცოლი შეცდება, უღალატებს თავის ქმარს,

რიცხვნი 35

16. თუ ვინმე კაცს რკინას დაჰკრავს და მოკლავს, მკვლელია იგი. მკელელი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.

17. თუ ვინმე სასიკვდილოდ დაარტყამს ქვას ვინმეს და მოკვდება კაცი მკვლელია. მკვლელი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.

18. ან ხის იარაღს, რომლითაც შეიძლება მოკვდეს კაცი, დაარტყამს ვინმეს და მოკვდება კაცი, მკვლელია. მკვლელი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.

19. მესისხლეს თავად შეუძლია მოკლას მკვლელი; შეხვდება და თვითონვე მოკლას.

20. თუ ვინმე ქიშპობით კაცს ხელს ჰკრავს ან განზრახვით რაიმეს ესვრის და მოკვდება კაცი,

21. ან მტრობით ხელს დაარტყამს და მოკვდება, დამრტყმელი უნდა მოკვდეს, რადგან მკვლელია. მესისხლეს შეუძლია მოკლას მკვლელი, როცა შეხვდება.

მეორე რჯული 5

6 “მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.

7 არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს წინაშე.

8 არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატი იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა, და რაც წყალშია მიწის ქვეშ.

9 თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო მათ, რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, ღმერთი შურისმგებელი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემი მოძულეების მესამე და მეოთხე თაობას.

10 და წყალობის მქმნელი ათასეულთათვის, ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთათვის.

11 არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის, სახელი ამაოდ, რადგან დაუსჯელი ვერ გადაურჩება უფალს მისი სახელის ამაოდ წარმომთქმელი.

12 დაიცავი შაბათის დღე, რათა წმიდა ჰყო იგი, როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა.

13 ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყოველი შენი საქმე,

14 ხოლო მეშვიდე დღე უფლის, შენი ღმერთის, შაბათია, არა საქმე არ აკეთო, არც შენ, არც შენმა ძემ, არც შენმა ასულმა, არც შენმა მსახურმა, არც შენმა მხევალმა, არც შენმა ხარმა, არც შენმა სახედარმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა ხიზანმა, რომელიც შენს კარზეა, რათა დაისვენოს შენმა მსახურმა და შენმა მხევალმა შენსავით.

15 გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტელთა ქვეყანაში, და გამოგიყვანა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა, იქიდან ძლიერი ხელით და გაწვდილი მკლავით. ამისათვის გიბრძანა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა, რათა დაიცვა დღე შაბათისა.

16 პატივი ეცი მამაშენს და დედაშენს, როგორც გიბრძანა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა, რათა დღეგრძელი იყო და კარგად იყო იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს შენ.

17 არა კლა.

18 არ იმრუშო.

19 არ იქურდო.

20 არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ.

21 არ ისურვო შენი მოყვასის ცოლი, და არ ინატრო შენი მოყვასის სახლი, არც მისი ყანა, არც მისი მსახური, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არაფერი, რაც შენი მოყვასისაა.”

მეორე რჯული 10

1. მითხრა უფალმა იმჟამად: გამოთალე ორი ფიქალი, იმ პირვანდელთა მსგავსი, ამოდი ჩემთან მთაზე და გაიკეთე ხის კიდობანი.

2. მე წავაწერ დაფებზე სიტყვებს, რომლებიც ეწერა იმ პირვანდელ დაფებზე, შენ რომ დალეწე. ჩააწყვე ისინი კიდობანში.

3. მეც გავაკეთე ურთხელის კიდობანი, გამოვთალე ორი ფიქალი, იმ პირვანდელთა მსგავსი, და ავედი მთაზე. ხელში ეს ორი ფიქალი მეჭირა.

4. მაშინდელივით წააწერა ფიქალებზე ათი სიტყვა, რომელიც გამოგიცხადათ უფალმა მთაზე ცეცხლის შუაგულიდან, თავშეყრის დღეს, და მომცა ისინი უფალმა.

5. პირი ვიბრუნე და ჩამოვედი მთიდან, ჩავაწყვე ფიქალები ჩემს გაკეთებულ კიდობანში და ეწყო იქ, როგორც მიბრძანა უფალმა.

მეორე რჯული 19

16. თუ გამოვა ავისმდომელი მოწმე ვინმეს წინააღმდეგ და ბრალს დასწამებს მას,

17. წარდგეს ეს ორი მოდავე კაცი უფლის წინაშე, მღვდლებისა და მსაჯულების წინაშე, რომლებიც იმჟამად იქნებიან,

18. კარგად გამოიძიონ მსაჯულებმა, და თუ ის მოწმე ცრუმოწმე გამოდგა, ტყუილუბრალოდ დაუბრალებია თავისი მოძმისთვის,

19. ისე მოექეცით მას, როგორც თავად სურდა მოქცეოდა თავის მოძმეს და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.

20. დანარჩენებმა გაიგონ და შიში ჰქონდეთ, რომ აღარ ჩაიდინონ ამგვარი ბოროტი საქმე შენს წიაღში.

21. ნუ შეიწყალებს მას შენი თვალი. სიცოცხლე სიცოცხლის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ.

მეორე რჯული 21

18. თუ კაცს ეყოლება ჯიუტი და ურჩი, დედ-მამის სიტყვის გაუგონარი შვილი, რომელსაც ჭკუას ასწავლიან, მაგრამ არ ესმის მათი,

19. ხელი მოჰკიდოს დედ-მამამ და გაიყვანონ თავიანთი ადგილის კარიბჭესთან უხუცესების წინაშე,

20. უთხრან თავიანთი ქალაქის უხუცესებს: ჯიუტია და ურჩია ეს ჩვენი შვილი, ჩვენი სიტყვის გაუგონარი, ღორმუცელაა და ლოთი.

21. ჩაქოლოს იგი ამ ქალაქის მთელმა მოსახლეობამ და მოკვდეს. აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან, გაიგებს მთელი ისრაელი და შეეშინდება.

3მეფეთა 18

18. თქვა: მე არ ამიოხრებია ისრაელი, შენ და მამაშენის სახლმა ააოხრეთ, რომ დაივიწყეთ უფლის მცნებანი და ბაალების გზაზე წახვედი.

იერემია 17

21. ასე ამბობს უფალი: თავს გაუფრთხილდით, შაბათ დღეს ტვირთს ნუ აიკიდებთ და იერუსალიმის კარიბჭეებში ნუ შემოიტანთ.

22. ნუ გამოიტანთ ტვირთს სახლიდან შაბათ დღეს და ნურაფერ საქმეს ნუ გააკეთებთ. იუქმეთ შაბათი დღე, როგორც თქვენი მამა-პაპისთვის მქონდა ნაბრძანები,

23. მაგრამ არ ისმინეს და ყური არ მომაპყრეს; გაჯიუტდნენ, რომ არ ესმინათ და ჭკუა არ ესწავლათ.

24. თუ ახლა კარგად გამიგონებთ, ამბობს უფალი, და არ შემოიტანთ ამ ქალაქის კარიბჭეებში შაბათ დღეს ტვირთს, იუქმებთ შაბათ დღეს, არაფერ საქმეს არ გააკეთებთ ამ დღეს,

25. შემოვლენ ამ ქალაქის კარიბჭეებში მეფეები და მთავრები, დავითის ტახტზე მსხდომარენი, ეტლებზე და ცხენებზე ამხედრებულნი, როგორც თვითონ, ისე მათი მთავრები, იუდაელნი და იერუსალიმის მკვიდრნი, და უკუნისამდე იარსებებს ეს ქალაქი.

26. მოვლენ იუდას ქალაქებიდან და იერუსალიმის შემოგარენიდან, ბენიამინის ქვეყნიდან, ბარიდან და მთიდან, და სამხრეთოდან მოიტანენ აღსავლენს, საკლავს და შესაწირავს, გუნდრუკს და სამადლობელ ძღვენს უფლის სახლში.

27. თუ არ გამიგონებთ - არ იუქმებთ შაბათ დღეს და აიკიდებთ ტვირთს, შემოხვალთ შაბათ დღეს იერუსალიმის კარიბჭეებში, მაშინ ცეცხლს წავუკიდებ მის კარიბჭეებს და ცეცხლი შეჭამს იერუსალიმის სასახლეებს და არ ჩაქრება.

მათე 5

27. თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა იმრუშო.

28. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში.

29. თუკი გაცთუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.

30. ხოლო თუ გაცთუნებს შენი მარჯვენა ხელი, მოიკვეთე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.

31. ესეცა თქმულა: ვინც გაუშვებს თავის ცოლს, უნდა მისცეს გაყრის წერილი.

32. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე, ამრუშებს მას, და ვინც განაშვებს შეირთავს, მრუშობს.

33. კვლავაც გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: ნუ დაიფიცავ ტყუილად, არამედ შეუსრულე უფალს შენი ფიცი.

34. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: სულაც ნუ დაიფიცავ: ნურც ცას, ვინაიდან ღმერთის ტახტია;

35. ნურც მიწას, ვინაიდან მისი ტერფების კვარცხლბეკია; ნურც იერუსალიმს, ვინაიდან დიდი მეუფის ქალაქია.

36. ნურც შენს თავს დაიფიცავ, ვინაიდან არ შეგიძლია არც ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავება.

37. არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო; და - არა, არა; ვინაიდან რაც ამაზე მეტია, ბოროტისმიერია.

მათე 19

18. უთხრა მას: რომელნი? ხოლო იესომ მიუგო მას: არა კაც-ჰკლა; არა იმრუშო; არა იპარო; არა ცილი სწამო;

მათე 22

36. მოძღვარო, რომელია სჯულის მთავარი მცნება?

37. ხოლო იესომ მიუგო მას: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით.

38. ეს არის პირველი და მთავარი მცნება.

39. და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.

40. ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი.

საქმეები 17

23. ვინაიდან, როცა ქალაქი დავიარე და დავათვალიერე თქვენი ტაძრები, ვნახე ერთი სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს“! მეც სწორედ იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით.

რომაელთა 7

7. მერედა, რას ვიტყვით? ნუთუ რჯული ცოდვაა? არამც და არამც, მაგრამ მე მხოლოდ რჯულით შევიცან ცოდვა, და სურვილსაც ვერ შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: ნუ გსურს.

რომაელთა 13

8. არავისი არა გემართოთ რა, გარდა ურთიერთსიყვარულისა, რადგან ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა რჯული.

9. ვინაიდან: „არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა-იპარო, არა ცილი სწამო, არა ინდომო“ და ყველა სხვა მცნება ამ სიტყვებშია მოქცეული: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.

10. სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს; რჯულის აღსრულება სიყვარულია.

ეფესელთა 6

1. შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგანაც ეს სამართლიანია.