3.46.27 Боль души

1цар.1,8 Пс.37,8; 68,21 Пр.12,25; 14,13; 15,13 Ис.65,14 Иер.4,19 Рим.9,2.3; 2Кор.2,4.7; 7,10 Флп.2,26.28

3.46.27 სულის ტკივილი (წუხილი)

- ცრემლს აღვრევინებს 1მფ.1,8

- აუძლურებს ფს.37,8

- ქრისტემ განიცადა ფს.68,21

- დამთრგუნველია იგავ.12,25; 15,13

- მხიარულების შემდეგაც არ მსუბუქდება იგავ.14,13

- სულის დაძაბუნების გამო სდევთ ცოდვილებს ეს.65,14 იერ.4,19

- გულის ტკივილი ქრისტეს გარეშე მყოფ თვისტომთა გამო რომ.9,2.3

- წუხილი მზრუნველი სიყვარულით 2კორ.2,4

- ზრუნვა მონანიე შემცოდის მიმართ, მეტისმეტ წუხილს რომ არ მიეცეს 2კორ.2,7

- წუხილი ღვთის გულისათვის დასაბამს აძლევს სინანულს 2კორ.7,10

- ღვთის შვილები ცდილობენ არ დაამწუხრონ სხვები ფლპ.2,26

- ერთურთის მოხილვა მის სამკურნალოდ ფლპ.2,28

ბიბლიის მუხლები

1მეფეთა 1

8. ელკანა, მისი ქმარი, ეუბნებოდა: ხანა, რატომ ტირი? რატომ არაფერს ჭამ? გული რატომ გაქვს დამწუხრებული? განა ათ შვილს არ გირჩევნივარ?

ფსალმუნი 37

8. დავუძლურდი და დავძაბუნდი მეტისმეტად, ვღრიალებ ჩემი გულის სატკივრით.

ფსალმუნი 68

21. ნაღველი მომცეს საჭმელად და წყურვილისას მასვეს ძმარი.

იგავნი 12

25. დარდიანი გული თრგუნავს კაცს, კეთილი სიტყვა კი ახარებს.

იგავნი 14

13. ზოგჯერ სიცილის დროსაც შეიძლება კაცს გული სტკიოდეს და მხიარულების ბოლო სევდა იყოს.

იგავნი 15

13. მხიარული გული სახესაც ახარებს, გულის წუხილისას სულიც იტანჯება.

ესაია 65

14. ჩემი მსახურნი გახარებული გულით შემოსძახებენ, თქვენ კი გულის ტკივილი აგაყვირებთ და სულდაძაბუნებულნი აქვითინდებით.

იერემია 4

19. ვაი, ჩემი შიგნეული, შიგნეული! მტივა გულის ფიცარი! მიკვნესის გული! ვერ დავდუმდები, რადგან ბუკის ხმა გესმის, სულო ჩემო, საბრძოლო ყიჟინა.

რომაელთა 9

2. რომ დიდია ჩემი მწუხარება და განუწყვეტელია ჩემი გულის ტკივილი.

3. ნეტავ მე თვითონ ვყოფილიყავი ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმების - ჩემი სისხლისა და ხორცის გამო.

2კორინთელთა 2

4. ვინაიდან ესოდენ დიდი მწუხარებით, გულისტკივილითა და ცრემლების ფრქვევით იმიტომ კი არ გწერდით, რომ დამემწუხრებინეთ, არამედ იმიტომ, რომ გეგრძნოთ, რა უსაზღვროა ჩემი სიყვარული თქვენდამი.

7. ასე რომ, პირიქით, გმართებთ უმალ მიუტევოთ და ანუგეშოთ, რათა მეტისმეტ მწუხარებას არ მიეცეს.

2კორინთელთა 7

10. ვინაიდან წუხილი ღვთის გულისათვის დასაბამს აძლევს სინანულს, ამქვეყნიური წუხილი კი სიკვდილის დასაბამია.

ფილიპელთა 2

26. რადგანაც გულით უნდოდა ყველა თქვენგანის ნახვა და ძალზე შეწუხდა, როცა გაიგო, რომ თქვენამდეც მოუღწევია მისი ავადმყოფობის ამბავს.

28. ამიტომ საჩქაროდ გამოვგზავნე, რომ გაგეხარათ მისი ხილვით და მეც მომკლებოდა სადარდელი.