2.10.28 Демоны - бесы, злые духи

2.10.28 დემონები - არაწმინდა სულები

დამახასიათებელი თვისებები:

- ბოროტნი, ავნი 1მფ.16,14 ლუკ.7,21; 8,2

- უწმინდურნი მათ.10,1 მარ.9,25 გმცხ.16,13.14

- სატანის ძალაუფლების ქვეშ მყოფნი მათ.12,24

- მრავალრიცხოვანნი მარ.5,8.9

- ძლიერნი ლუკ.8,29

.

არიან შემძლენი:

- სახლდებიან ადამიანებში მათ.8,28

- იციან თავიანთი ბოლო მათ.8,29

- იცნეს იესო მარ.1,24

- სძლევენ ადამიანებს საქ.19,13-16

- იღებენ თაყვანისცემას 1კორ.10,20 გმცხ.9,20

- აცდუნებენ ადამიანებს 1ტიმ.4,1

.

ბიბლიის მუხლები

1მეფეთა 16

14. განშორდა საულს უფლის სული და აწვალებდა მას ბოროტი სული უფლისგან.

მათე 8

28. გაღმა, ღადარინელთა ქვეყანაში რომ მივიდა, შემოხვდა ორი ეშმაკეული. სამარხებიდან იყვნენ გამოსულნი, ძალზედ მძვინვარენი; ვერავინ ბედავდა იმ გზაზე გავლას.

29. და აჰა, მორთეს ყვირილი, ამბობდნენ: "რა გინდა ჩვენგან, ღმერთის ძეო? ვადაზე ადრე მოსულხარ აქ ჩვენს სატანჯველად?”

მათე 10

1. მოუწოდა თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ძალაუფლება არაწმიდა სულებზე, რომ განედევნათ ისინი და განეკურნათ ყოველგვარი სენი და ყოველგვარი უძლურება.

მათე 12

24. ხოლო ფარისევლებმა რომ მოისმინეს ეს, თქვეს: ნამდვილად ეშმაკთა მთავრის, ბელზებელის ძალით დევნისო ეშმაკებს.

მარკოზი 1

24. "რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოხვედი? გიცნობ, ვინც ხარ, ღვთის წმიდავ”.

მარკოზი 5

8. რადგან ეუბნებოდა მას იესო: "გადი ამ კაცისგან, არაწმიდა სულო!”

9. ჰკითხა: "რა არის შენი სახელი?” უპასუხა: "ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან ბევრნი ვართ”.

მარკოზი 9

25. როგორც კი დაინახა იესომ, რომ ხალხი მორბოდა და გროვდებოდა, შერისხა უწმიდური სული და უთხრა: "უტყვო და ყრუ სულო! გიბრძანებ, გადი მაგისგან და აღარ დაბრუნდე მასში!”

ლუკა 7

21. იმჟამად მან ბევრი განკურნა სნეულებათა და სატკივართაგან, ასევე ავი სულებისგან, და მრავალ ბრმას უწყალობა მხედველობა.

ლუკა 8

2. ასევე ზოგი დედაკაციც, რომლებიც ავი სულებისა და სნეულებებისგან განკურნა: მარიამი, მაგდალელად წოდებული, ვისგანაც შვიდი ეშმაკი განდევნა;

29. რადგან ამ კაცისგან გამოსვლა უბრძანა არაწმიდა სულს, ვინაიდან დიდხანს სტანჯავდა მას, ჯაჭვებითა და ბორკილებით ჰკრავდნენ, რომ დაეკავებინათ იგი, მაგრამ ის საკვრელებს წყვეტდა და ეშმაკის მიერ უდაბნოში იდევნებოდა.

საქმეები 19

13. ზოგიერთმა მოხეტიალე შემლოცველმა იუდეველმაც იწყო უფალ იესოს სახელის ხსენება ავი სულებით შეპყრობილებზე; ამბობდნენ: გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო.

14. ამას აკეთებდა ერთი იუდეველი მღვდელმთავრის, სკევას შვიდი ვაჟი.

15. მაგრამ მიუგო ავმა სულმა და უთხრა მათ: "იესოსაც ვიცნობ და პავლეც ვიცი, თქვენ კი ვინა ხართ?”

16. დაეძგერა მათ ის კაცი, რომელშიც ავი სული იყო, სძლია და ისე სცემა, რომ შიშვლები და დასახიჩრებულები გამოცვივდნენ იმ სახლიდან.

1კორინთელთა 10

20. არამედ, რასაც ისინი სწირავენ, ეშმაკებს სწირავენ და არა ღმერთს. მე კი არ მინდა, რომ ეშმაკთა ზიარნი გახდეთ.

1ტიმოთე 4

1. ხოლო სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში ზოგიერთები განდგებიან რწმენისგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს,

გამოცხადება 9

20. დანარჩენმა ადამიანებმა კი, რომლებიც ამ წყლულებით არ დახოცილან, არ მოინანიეს თავიანთი ხელის საქმენი, რომ თაყვანი არ ეცათ დემონებისთვის და ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, ქვისა და ხის კერპებისთვის, რომელთაც არც ხილვა შეუძლიათ, არც მოსმენა და არც სიარული.

გამოცხადება 16

13. ვიხილე როგორც გველეშაპისა და მხეცის, ისე ცრუწინასწარმეტყველის პირიდან გამოსული სამი უწმიდური სული, მსგავსი ბაყაყებისა.

14. ესენი დემონური სულები არიან, რომლებიც ახდენენ სასწაულებს, გამოდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა შეკრიბონ ისინი საომრად ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიდი დღისათვის.