3.10.3 Почитаниние Господа после бедствия

3.10.3 თავსდამტყდარი უბედურების შემდეგ თაყვანისცემა უფლის

რუთ.1,16; 2მფ.12,[20] იობ.1,19-22; 2,10 ფს.38,5-7 გოდ.3,37-41

ბიბლიის მუხლები

რუთი 1

16. თქვა რუთმა: ნუ მაიძულებ დაგტოვო და წავიდე შენგან, რადგან სადაც შენ მიდიხარ, მეც იქ უნდა წამოვიდე; სადაც შენ დაგიღამდება, მეც იქ უნდა დამიღამდეს. შენი ხალხი ჩემი ხალხია, შენი ღმერთი ჩემი ღმერთია.

[ბავშვის სიკვდილის შემდეგ] ადგა მიწიდან დავითი, დაიბანა, ზეთი იცხო, სამოსელი გამოიცვალა, წავიდა უფლის სახლში და თაყვანისცა.

2 მეფ. 12,20

იობი 1

19. ამ დროს დაბერა უდაბნოდან დიდმა ქარმა, ეძგება სახლის ოთხსავე კუთხეს, ჭერი თავზე დაემხო ყმაწვილებს და დაიხოცნენ. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი.

20. ადგა იობი, შემოიხია მოსასხამი, გადაიპარსა თავი, დაეცა მიწაზე და თაყვანი სცა.

21. თქვა: შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი.

22. მაინც არ შეუცოდავს იობს და ღვთის აუგი არ დასცდენია.

იობი 2

10. მიუგო: ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ! სიკეთეს კარგად ვიტანთ უფლისაგან, ავის ატანა კი აღარ გვინდა! არც ახლა სცოდა იობმა თავისი ბაგეებით.

ფსალმუნი 38

5. აჰა, გოჯებით მომეცი მე დღენი, ხოლო არსება ჩემი არაფერია შენს წინაშე; არამედ სრული ამაოებაა ყოველი ძე ხორციელი. სელა.

6. ამიტომ აჩრდილს მიუყვება ადამიანი, მაგრამ ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება.

7. და ახლა რას ვესავ, უფალო? შენზეა ჩემი იმედი.

გოდება 3

37. ვის თქმაზე აღსრულდება რამე, თუ უფალმა არ ბრძანა?

38. განა უზენაესის პირიდან არ გამოდის უბედურება და სიკეთე?

39. რატომ ჩივის ცოცხალი კაცი, ვაჟკაცი, თავის ცოდვებზე?

40. გავჩხრიკოთ ჩვენი საქციელი, გავარკვიოთ და უფალს დავუბრუნდეთ;

41. ხელებით აღვმართოთ ჩვენი გული ცაში უფლისადმი: