1.9.63 Филистимляне

1.9.63 ფილისტიმელები

- ქანაანის მკვიდრნი დაბ.10,14

- ხიზნობდა აბრაამი მათთან დაბ.21,34

- "ფილისტიმელთა მხარე" იესნ.13,2

.

მათი ისტორია:

- მიცრაიმის შთამომავლები დაბ.10,13.14

- თავდაპირველად ქაფთორის კუნძულზე ცხოვრობდნენ იერ.47,4

- ღმერთმა ეგვიპტიდან გამოსვლისას არ გაატარა ისრაელიანები ფილისტიმელთა ქვეყანაზე გამ.13,17

- იესო ნავეს ძე არ დასხმია მათ იესნ.13,1-3

- დატოვებულ იქნა ისრაელის შემდგომი თაობების გამოსაცდელად მსაჯ.3,1-4

- ისრაელი ჩაგდებულ იქნა მათ ხელში მსაჯ.10,6.7

- სამსონი ებრძვის მსაჯ.13 - 16

- დავითმა მათთან ჰპოვა თავშესაფარი 1მფ.27,1-7

- საული და მისი ძეები დახოცეს მათ 1მფ.31,1-5

- იწვნიეს მარცხი დავითისგან 2მფ.5,17-25

- ალყაში მოაქცია ნადაბმა 3მფ.15,27

- დაამარცხეს იორამი 2ნეშ.21,16.17

- დაამარცხა ისინი ყუზიაჰუმ 2ნეშ.26,6.7

- დაამარცხა ისინი ხიზკიამ 4მფ.18,8

.

წინასწარმეტყველებანი მათ შესახებ:

- მოელის ღვთის მსჯავრი ფს.59,8

- კავშირი ისრაელის წინააღმდეგ ეს.9,11.12

- სასჯელის გამოცხადება იერ.25,15.20

- განადგურება ფარაონის ხელით იერ.47,1-7

- საბოლოო განადგურება სოფ.2,4-6

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 10

13. მიცრაიმი იყო მამა ლუდელთა, ყანამელთა, ლეჰაბელთა, ნაფთუხელთა,

14. ფათრუსელთა, ქასლუხელთა (რომელთაგანაც გამოვიდნენ ფილისტიმელნი) და ქაფთორელთა.

დაბადება 21

34. და ხიზნობდა აბრაჰამი ფილისტიმელთა ქვეყანაში მრავალი დღე.

გამოსვლა 13

17. როცა გაუშვა ფარაონმა ხალხი, არ წაუყვანია ღმერთს ის ფილისტიმელთა ქვეყნის გზით, თუმცა მოკლე გზა იყო; რადგან თქვა ღმერთმა: "არ გადაიფიქროს ხალხმა ომის ხილვისას და არ გაბრუნდეს ეგვიპტეში”.

იესო ნავეს ძე 13

2. ეს არის მიწა, რომელიც დარჩა: ფილისტიმელთა ყველა მხარე და მთელი გეშური;

მსაჯულნი 3

1. აი, ის ხალხები, აუყრელი რომ დატოვა უფალმა, რათა გამოეცადა მათით ისრაელიანება, ყველანი, ვინც ვერცერთ ქანაანურ ომს ვერ შეესწრო.

2. მხოლოდ იმისთვის, რომ შესწრებოდნენ და ესწავლათ ომი ისრაელიანთა შემდგომ თაობებს, რომლებიც უწინდელ ომებს ვერ შეესწრნენ:

3. ფილისტიმელთა ხუთი სამთავრო და ყველა ქანაანელი, ციდონელი და ხივიელი, ლიბანის მთიანეთში რომ ცხოვრობენ, ბაალ-ხერმონის მთიდან ხამათამდე.

4. სურდა გამოეცადა ისრაელიანები მათით, ენახა დაიცავდნენ თუ არა უფლის მცნებებს, მოსეს პირით რომ ამცნო მათ მამა-პაპას.

მსაჯულნი 10

6. კვლავ უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში, ემსახურებოდნენ ბაალებსა და აშთაროთებს, არამის, სიდონის, მოაბის ღმერთებს, ყამონელებისა და ფილისტიმელების ღმერთებს. უფალი კი დაივიწყეს და აღარ ემსახურებოდნენ მას.

7. აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელის მიმართ და ხელში ჩაუგდო ისინი ფილისტიმელებსა და ყამონელებს.

მსაჯულნი 13

5. რადგან, აჰა, დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება, სამართებელი არ უნდა მიეკაროს მის თავს, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნება იგი დედის მუცლიდანვე და შეუდგება ისრაელის დახსნას ფილისტიმელთა ხელიდან.

მსაჯულნი 14

4. რა იცოდნენ მისმა მამამ და დედამ, რომ ეს უფლისგან იყო და რომ იგი შემთხვევას ეძებდა ფილისტიმელთა წინააღმდეგ, რადგან ისრაელზე ბატონობდნენ ფილისტიმელები იმჟამად.

მსაჯულნი 15

3. უთხრა მათ სამსონმა: ხომ მართალი ვიქნები ფილისტიმელებთან, ავი საქმე რომ დავმართო?

მსაჯულნი 16

30. თქვა სამსონმა: მოკვდი, სულო ჩემო, ფილისტიმელებთან ერთად! და მთელი ძალით მიაწვა. თავზე ჩამოემხოთ სახლი მთავრებსა და მთელ შიგმყოფ ხალხს. დახოცილები, სამსონმა სიკვდილისას რომ დახოცა, იმათზე მეტნი იყვნენ, სიცოცხლეში რომ ჰყავდა დანახოცი.

1მეფეთა 27

6. ერთი წელი და ოთხი თვე დაჰყო დავითმა ფილისტიმელთა მხარეში.

1მეფეთა 31

1. მიეწივნენ ფილისტიმელები საულს და მის ვაჟებს და დახოცეს ფილისტიმელებმა იონათანი, აბინადაბი და მალქიშუაყი - საულის შვილები.

2მეფეთა 5

17. შეიტყვეს ფილისტიმელებმა, რომ ისრაელის მეფედ აკურთხეს დავითი და დაიძრნენ ფილისტიმელები დავითის შესაპყრობად. შეიტყო დავითმა და ციხე- სიმაგრეში შევიდა.

18. მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე გაიშალნენ.

19. დაეკითხა დავითი უფალს: გავილაშქრო ფილისტიმელებზე? ჩამიგდებ ხელში მათ? მიუგო უფალმა დავითს: გაილაშქრე, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.

20. მივიდა დავითი ბაალ-ფერაციმში და იქ სძლია მათ დავითმა და თქვა: წალეკა უფალმა ჩემი მტრები ჩემს წინაშე, როგორც წყალი წალეკავს; ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს ბაალ-ფერაციმი.

21. იქ მიატოვეს თავიანთი კერპები და დავითმა და მისმა კაცებმა წაიღეს ისინი.

22. კვლავ გამოილაშქრეს ფილისტიმელებმა და რეფაიმის ველზე გაიშალნენ.

23. დაეკითხა დავითი უფალს. მიუგო: პირისპირ ნუ მიეჭრები. უკან მოუარე და ფიჭვნარის მხრიდან მიადექი.

24. როგორც კი ფიჭვების კენწეროებიდან შრიალის ხმა შემოგესმება, იმწამსვე შეიმართე, რადგან სწორედ მაშინ წაგიძღვება უფალი ფილისტიმელთა ბანაკის შესამუსრავად.

25. ისე მოიქცა დავითი, როგორც დაარიგა იგი უფალმა, და გაბაონიდან გაზერამდე მუსრს ავლებდა ფილისტიმელებს.

3მეფეთა 15

27. შეთქმულება მოუწყო მას ბაყაშა ახიას ძემ, ისაქარელმა, და მოკლა იგი ბაყაშამ ფილისტიმის გიბეთონში, როცა ნადაბი და მთელი ისრაელი გიბეთონს ედგნენ ალყად.

4მეფეთა 18

8. მან დაამარცხა ფილისტიმელები ღაზამდე და მისი მხარე საყარაულო გოდოლიდან ციხე-ქალაქამდე.

2ნეშტთა 21

16. აღძრავს უფალი იორამის წინააღმდეგ ფილისტიმელთა და არაბთა სულს, ქუშელთა მეზობლად რომ არიან.

17. გაილაშქრეს იუდაზე, შეიჭრნენ მასში და ხელში ჩაიგდეს მთელი დოვლათი, რაც კი მეფის სახლში აღმოჩნდა, აგრეთვე მისი ვაჟები და ცოლები. ვაჟი აღარ დარჩა, იოახაზის ძეთა შორის უმრწემესის გარდა.

2ნეშტთა 26

6. გადიოდა და ებრძოდა ფილისტიმელებს. დაანგრია გათის, იაბნესა და აშდოდის კედლები. ქალაქები გააშენა აშდოდში და ფილისტიმელებში.

7. ღმერთი შეეწეოდა ფილისტიმელების, არაბების, გურ-ბაყალის მცხოვრებთა და მეყუნელთა წინააღმდეგ.

ფსალმუნი 59

8. მოაბი ავზია ჩემი განსაბანელი, ედომს ფეხსამოსს გადავუგდებ, ფილისტიმს ხმამაღლა დავძახებ.

ესაია 9

12. არამი აღმოსავლეთით და ფილისტიმელი დასავლეთით - და პირაშკმით ჭამენ ისრაელს. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღებულია მისი ხელი.

იერემია 25

20. მთელს დასავლეთს, ყუცის ქვეყნის ყველა მეფეს, ფილისტიმელთა ქვეყნის ყველა მეფეს, აშკელონს, ღაზას, ყეკრონს და აშდოდის ნატამალს,

იერემია 47

4. მომავალი დღის გამო, როცა გაძარცვავენ ყველა ფილისტიმელს, რათა მოუსპონ ტვიროსსა და ციდონს ყველა დარჩენილი შემწე, რადგან გაძარცვავს უფალი ფილისტიმელთ, ქაფთორის კუნძულის მონარჩენს.

სოფონია 2

5. ვაი, ზღვისპირელებს, ქერეთელ ხალხს! შენზეა უფლის სიტყვა ქანაანო, ფილისტიმელთა ქვეყანავ! გაგანადგურებ და გაუკაცურდები.