1.8.51. Вооз

Руф.2,1.3-5.8.11.14.15.19.23; 3,2.7.9.10.14.15; 4,1.2.5.8.9.13.21; 3цар.7,21; 1Пар.2,11.12; 2Пар.3,17 Матф.5,1 Лук.3,32

1.8.51 Boaz (French)

Rut.2,1.3-5.8.11.14.15.19.23; 3,2.7.9.10.14.15; 4,1.2.5.8.9.13.21; 3Rois.7,21; 1Chr.2,11.12; 2Chr.3,17 Маt.5,1 Luk.3,32

1.8.51. ბოყაზი (ბოოზი)

ძალა)

 

- ქრისტეს წინაპარი მათ.1,5

- სალმონის ძე და მამა ყობედისა, რომელმაც შვა იესე, მეფე დავითის მამა რუთ.4,21; 1ნეშ.2,11.12 მათ.1,5 ლუკ.3,32

- მდიდარი ბეთლემელი რუთ.2,1

- ნაყომის ქმრის ელიმელექის ნათესავი რუთ.2,1

- რუთი იმცვრევდა თავთავს მის ყანაში რუთ.2,3-5

- პატივს სცემს რუთის, რომელმაც მადლი ჰპოვა მის თვალში რუთ.2,8.11.14.15

- დედამთილმა მოუწონა რუთის, რომ ამ მადლიანი კაცის ყანაში შრომობდა რუთ.2,19.23; 3,2

- ბოყაზი ქორწინებამდე არ დაწვა რუთისთან, მოუფრთხილდა მის პატიოსან სახელს. ასევე მან მთელი თავისი სიალალით იზრუნა მისი გარდაცვლილი ქმრისთვის თესლის აღდგენაზეც რუთ.3,7.9.10.14.15; 4,1.2.5.8.9

- რის შემდეგაც გახდა რუთი მისი ცოლი და შვა ყობედი რუთ.4,13

 

ბოყაზი (ბოაზი) ეწოდა ტაძრის ერთ სვეტს 3მფ.7,21; 2ნეშ.3,17

 

ბიბლიის მუხლები

 

რუთი 2

1. ნათესავი ჰყავდა ნაყომის, ქმრის მხრიდან, ელიმელექის საგვარეულოდან, ძალზე შეძლებული კაცი, სახელად ბოყაზი.

3. წავიდა რუთი და კრეფდა ყანაში მომკელთა კვალდაკვალ. ისე მოხდა, რომ იმ ბოყაზის ყანის ნაკვეთზე აღმოჩნდა, რომელიც ელიმელექის საგვარეულოდან იყო.

4. აჰა, მოვიდა ბოყაზიც ბეთლემიდან და უთხრა მომკელთ: "უფალი იყოს თქვენთან!” უპასუხეს: "უფალმა გაკურთხოს!”

5. ჰკითხა ბოყაზმა მსახურს, რომელიც თავზე ადგა მომკელთ: "ვისია ეს ყმაწვილქალი?”

8. მაშინ უთხრა ბოყაზმა რუთს: "მომისმინე, ჩემო ასულო, სხვის ყანაში ნუ წახვალ ასაკრეფად, ნურსად გადახვალ აქედან, ჩემს მსახურ ქალებთან დარჩი.

11. უთხრა ბოყაზმა: "გაგებული მაქვს ყველაფერი, რაც დედამთილისთვის გააკეთე შენი ქმრის სიკვდილის შემდეგ: როგორ დატოვე მამაშენი, დედაშენი, შენი სამშობლო ქვეყანა და მოხვედი ხალხთან, რომელსაც არ იცნობდი აქამდე.

14. უთხრა ბოყაზმა ჭამის დროს: "მოდი და აქ ჭამე პური, ლუკმა ამოაწე ღვინოში”. დაჯდა რუთი მომკელთა გვერდით და მიაწოდა ბოყაზმა მოხალული მარცვალი. ჭამა, დანაყრდა და კიდეც დარჩა შეუჭმელი.

15. როცა ადგა რუთი ასაკრეფად, უბრძანა ბოყაზმა ბიჭებს და უთხრა: "ძნებს შორისაც აკრიფოს, არ დააყვედროთ.

19. უთხრა დედამთილმა: "სად აკრიფე დღეს, სად იმუშავე? კურთხეულ იყოს ის მადლიანი!” უამბო დედამთილს, ვისთანაც შრომობდა და უთხრა: "ბოყაზი ჰქვია იმ კაცს, ვისთანაც ვშრომობდი”.

23. და მიეწება რუთი ბოყაზის მსახურ ქალებს, კრეფდა თავთავს, სანამ ქერისა და ხორბლის მკა არ დასრულდა. ცხოვრობდა იგი თავის დედამთილთან ერთად.

 

რუთი 3

2. განა ჩვენი ახლო ნათესავი არაა ბოყაზი, ვის მსახურებთანაც იყავი? ამაღამ კალოზე იქნება ის ქერის გასანიავებლად.

7. ჭამა და სვა ბოყაზმა, გამხიარულდა მისი გული, მივიდა ზვინის კიდესთან და დაწვა დასაძინებლად. რუთიც მივიდა ფარულად, გადახადა და მიუწვა ფერხთით.

9. ჰკითხა ბოყაზმა: "ვინა ხარ?” უპასუხა: "მე ვარ, რუთი, შენი მხევალი! გადმოაფარე შენს მხევალს სამოსლის კალთა, რადგან ნათესავი ხარ”.

10. უთხრა ბოყაზმა: "კურთხეული ხარ უფლის მიერ, ჩემო ასულო! ეს საქციელი პირვანდელს სჯობია, რადგან ჭაბუკთ არ გამოედევნე, არც გლახაკთ, არც მდიდართ!

14. დილამდე იწვა რუთი მის ფეხთით და ადგა გარიჟრაჟამდე, სანამ კაცი თავის მოყვასს გაარჩევდა. თქვა ბოყაზმა: "არავინ გაიგოს, რომ ქალი იყო კალოზე”.

15. უთხრა რუთს: "აიღე თავსაფარი, რომელიც გახურავს და დამიჭირე”. მანაც დაიჭირა; ექვსი საწყაული ქერი ჩაუყარა ბოყაზმა და ზურგზე აჰკიდა, თავად კი ქალაქში წავიდა.

 

რუთი 4

1. ავიდა ბოყაზი ქალაქის კარიბჭესთან და იქ ჩამოჯდა. აჰა, უნდა ჩაიაროს იმ ახლო ნათესავმა, ვისზეც ლაპარაკობდა ბოყაზი; და უთხრა მას: "მოდი - სახელით მოუხმო - აქ ჩამოჯექი,” ისიც მივიდა და ჩამოჯდა.

2. მოიყვანა ბოყაზმა ათი კაცი ქალაქის უხუცესთაგან და უთხრა მათ: "დასხედით აქ”. ისინიც დასხდნენ.

5. თქვა ბოყაზმა: "როცა ნაყომის ხელიდან მინდორს იყიდი, გარდაცვლილი კაცის ცოლი, მოაბელი რუთიც უნდა გამოისყიდო, რომ სახელი აღუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდროში”.

8. უთხრა იმ ნათესავმა ბოყაზს: "შენ იყიდე”. და გაიძრო ფეხსამოსი.

9. უთხრა ბოყაზმა უხუცესებს და მთელ ხალხს: "მოწმენი ხართ დღეს, რომ მე ვყიდულობ ნაყომის ხელიდან ელიმელექის, ქილიონისა და მახლონის მთელ საბადებელს.

13. წაიყვანა ბოყაზმა რუთი და გახდა იგი მისი ცოლი; შევიდა მასთან და მისცა მას უფალმა ორსულობა და შვა ძე.

21. სალმონმა შვა ბოყაზი, ბოყაზმა შვა ყობედი,

 

3მეფეთა 7

21. სვეტები აღმართა ტაძრის დარბაზში; აღმართა მარჯვენა სვეტი და უწოდა სახელად იაქინი, აღმართა მარცხენა სვეტი და უწოდა სახელად ბოყაზი.

 

1ნეშტთა 2

11. ნახშონმა შვა სალმა და სალმამ შვა ბოყაზი.

12. ბოყაზმა შვა ყობედი, ყობედმა შვა იესე,

 

2ნეშტთა 3

17. ეს სვეტები ტაძრის წინ აღმართა, ერთი მარჯვნივ, მეორე მარცხნივ. მარჯვენას სახელად იაქინი უწოდა, მარცხენას - ბოყაზი.

 

მათე 1

5. სალმონმა შვა ბოყაზი რახაბისგან; ბოყაზმა შვა ყობედი რუთისგან; ყობედმა შვა იესე.

 

ლუკა 3

32. იესესი, ყობედისა, ბოყაზისა, სალმონისა, ნახშონისა,