1.8.30. С радостью уверовали в Духа Святого

И вы сделались подражателями нам и Господу, приняв слово при многих скорбях с радостью Духа Святаго, (1Фес.1,6).

1.8.30. სული წმიდის სიხარულით მიიღეს სიტყვა

საქ.9,31; 13,52; 1პეტ.1,8 რომ.8,16; 15,13 გალ.5,22; 1თეს.1,[6]; 2,13.

 

ბიბლიის მუხლები

 

საქმენი მოციქულთა 9

31. ხოლო ეკლესიას მთელს იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, უფლის შიშით წარიმართებოდა და მრავლდებოდა სულით წმიდით ნუგეშცემული.

 

საქმენი მოციქულთა 13

52. მოწაფეები კი ივსებოდნენ სიხარულით და სულით წმიდით.

 

1პეტრე 1

8. რომელიც არ გინახავთ და გიყვართ, ვერც ახლა ხედავთ, მაგრამ გწამთ და ენით უთქმელი და დიდი სიხარულით ხარობთ,

 

რომაელთა 5

5 ხოლო სასოება არ არის შემარცხვენელი, ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვესახა გულებში სულიწმიდის მეშვეობით, რომელიც მოგვეცა ჩვენ.

 

რომაელთა 8

16. სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ.

 

რომაელთა 15

13. სასოების ღმერთმა კი ყოველგვარი სიხარულითა და მშვიდობით აგავსოთ რწმენის მიერ, რათა სული წმიდის ძალით ულევი იმედი გქონდეთ.

 

გალატელთა 5

22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,

 

1თესალონიკელთა 1

6. ჩვენი და უფლის მიმბაძველნი რომ გახდით, რადგანაც ჭირმრავლობაში შეიწყნარეთ სიტყვა სული წმიდის სიხარულით.

 

1თესალონიკელთა 2

13. ამიტომ ჩვენც განუწყვეტლივ მადლს ვწირავთ ღმერთს, რადგანაც მიიღეთ სიტყვა, ჩვენი წყალობით რომ ისმინეთ, და კაცთა სიტყვად კი არ აღიქვით იგი, არამედ მისი ნამდვილი სახით, ესე იგი, ღვთის სიტყვად, რომელიც კიდეც მოქმედებს თქვენში, მორწმუნენო.