3.38.2. Совместный пост

Иисн.7,6 Суд.20,26; 2цар.1,11.12; 2Пар.20,3 Езд.8,23 Неем.9,[1] Есф.4,3.16 Иов.2,12.13 Ис.22,12 Иер.36,6; Иоил.1,13.14; 2,15-17 Ион.3,5-8 Деян.13,3; 2Кор.11,29

В двадцать четвертый день этого месяца собрались все сыны Израилевы, постящиеся и во вретищах и с пеплом на головах своих.(Неем.9,1).

 

Пойди, собери всех Иудеев, находящихся в Сузах, и поститесь ради меня, и не ешьте и не пейте три дня, ни днем, ни ночью, и я с служанками моими буду также поститься и потом пойду к царю, хотя это против закона, и если погибнуть - погибну.(Эсф. 4,16).

И подняв глаза свои издали, они не узнали его; и возвысили голос свой и зарыдали; и разодрал каждый верхнюю одежду свою, и бросали пыль над головами своими к небу.

13 И сидели с ним на земле семь дней и семь ночей; и никто не говорил ему ни слова, ибо видели, что страдание его весьма велико. (Иов, 2, 12.13).

итак иди ты и прочитай написанные тобою в свитке с уст моих слова Господни вслух народа в доме Господнем в день поста, также и вслух всех Иудеев, пришедших из городов своих, прочитай их (Иер. 36, 6).

Кто изнемогает, с кем бы и я не изнемогал? Кто соблазняется, за кого бы я не воспламенялся?(2Кор. 11,29).

3.38.2. ერთობლივი მარხვა

იესნ.7,6 მსაჯ.20,26; 2მფ.1,11.12; 2ნეშ.20,3 ეზრ.8,23 ნეემ.9,[1] ესთ.4,3.16 იობ.2,12.13 ეს.22,12 იერ.36,6; იოვ.1,13.14; 2,15-17 იონ.3,5-8 საქ.13,3; 2კორ.11,29

ბიბლიის მუხლები

იესო ნავეს ძე 7

6. შემოიხია იესომ სამოსელი, პირქვე დაემხო მიწაზე უფლის კიდობნის წინ და ასე იყვნენ საღამომდე ის და ისრაელის უხუცესობა; თავზე მტვერი დაიყარეს.

მსაჯულნი 20

26. გაემართა მაშინ მთელი ისრაელიანობა, მთელი ერი, მივიდა ბეთლემში და შესტიროდა უფალს, იჯდა და საღამომდე მარხულობდა, აღსავლენ და სამადლობელ მსხვერპლს სწირავდა უფალს.

2მეფეთა 1

11. ჩაბღუჯა თავისი სამოსელი დავითმა და შემოიგლიჯა; ასე ქნა ყველამ, ვინც კი მასთან იყო.

12. მოთქვამდნენ და ტიროდნენ, საღამომდე მარხულობდნენ, როგორც საულისა და მისი ვაჟის, იონათანის გამო, ასევე უფლის ერისა და ისრაელის სახლის გამო, მახვილისგან რომ დაეცნენ.

2ნეშტთა 20

3. შეშინდა იოშაფატი და შესაკითხად უფალს მიმართა. მთელ იუდაში მარხვა გამოაცხადა.

ეზრა 8

23. ვმარხულობდით და ამას შევსთხოვდით ჩვენს ღმერთს, და მანაც ისმინა ჩვენი.

ნეემია 9

1. ამავე თვის ოცდამეოთხე დღეს შეიკრიბნენ ისრაელიანები - მარხულნი, ჯვალოთი შემოსილნი და თავზე მტვერდაყრილნი.

ესთერი 4

3. ყველა სამთავროში, ყველგან, სადაც კი მეფის ბრძანება და კანონი მივიდა, დიდი გლოვა ჰქონდათ იუდაელებს, მარხვა, ტირილი და გოდება. ჯვალო და ნაცარი ეგო ბევრს.

16. წადი, თავი მოუყარე შუშანის მთელს იუდაელობას, იმარხულეთ ჩემთვის, არ ჭამოთ და არ სვათ სამ დღეს, არც დღისით, არც ღამით. მეც ვიმარხულებ ჩემს მხევლებთან ერთად, მერე წავალ მეფესთან, თუმცა წესი არ არის. თუ დავიღუპები, დავიღუპო.

იობი 2

12. შორიდან გახედეს და ვერ იცნეს, ხმა აიმაღლეს და ატირდნენ. შემოიხია თითოეულმა თავისი მოსასხამი და თავს ზემოთ ცისკენ აპნევდნენ მტვერს.

13. ისხდნენ მის წინ მიწაზე შვიდი დღე და შვიდი ღამე, არავის არაფერი უთქვამს მისთვის, რადგან ხედავდნენ, რომ მეტისმეტი იყო მისი სატანჯველი.

ესაია 22

12. იმ დღეს მოგიწოდათ მეუფემ, ცაბაოთ უფალმა, რომ გეტირათ და გეგლოვათ, თავი მოგეპარსათ და ჯვალო შემოგერტყათ წელზე.

იერემია 36

6. შენ თვითონ წადი უფლის სახლში და, მარხვის დღეს, ხალხის გასაგონად წაიკითხე ეს გრაგნილი, რომელზეც ჩემი კარნახით გაქვს უფლის სიტყვები დაწერილი; მთელი იუდას ხალხის და მისი ქალაქვბიდან მოსულთა გასაგონად წაიკითხე.

იოველი 1

13. შემოირტყით ჯვალო და იგლოვეთ, მღვდლებო! ივალალეთ, სამსხვერპლოს მსახურნო! წადით, ჯვალოში გაათიეთ ღამე, ჩემი ღვთის მსახურნო! რადგან შეწყდა თქვენი ღვთის სახლში შესაწირავი და საღვრელი.

14. დათქვით მარხვა, გამოაცხადეთ ჯარობა. შეყარეთ უხუცესნი, ქვეყნის ყოველი მკვიდრი უფლის, თქვენი ღვთის ტაძართან და უფალს შეღაღადეთ.

იოველი 2

15. ჩაბერეთ საყვირს სიონზე, დათქვით მარხვა და გამოაცხადეთ ჯარობა.

16. შეჰყარეთ ერი, მოიწვიეთ საკრებულო, შეკრიბეთ უხუცესობა, შეყარეთ ჭაბუკები და ძუძუთა ბავშვები! გამოვიდეს სიძე თავისი პალატიდან და პატარძალი - სანთიობოდან!

17. ატირდებიან კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის მღვდლები, უფლის მსახურნი, და იტყვიან: შეიწყალე, უფალო, შენი ერი! ნუ გახდი სასირცხვოოდ შენს სამკვიდროს, ნუ ჩააგდებ ხალხების ყბაში! რატომ უნდა ილაპარაკონ: აბა, სად არისო მათი ღმერთი?

იონა 3

5. იწამეს ნინეველებმა ღმერთი, გამოაცხადეს მარხვა და დიდიან-პატარიანად ჯვალოთი შეიმოსნენ.

6. შეიტყო ეს ამბავი ნინევის მეფემ, ტახტიდან ჩამოვიდა, შემოიძარცვა სამოსელი; ჯვალო ჩაიცვა და ნაცარზე დაჯდა.

7. გამოაცხადებინა ნინევეში მეფისა და მისი კარისკაცების ბრძანება: არც კაცმა, არც პირუტყვმა, ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს, არც წყალი დალიოს.

8. ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, დააგდონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გარეული.

საქმენი მოციქულთა 13

3. მაშინ, მარხვას და ლოცვას რომ მორჩნენ, ხელი დაადეს მათ და გაუშვეს.

2კორინთელთა 11

29. ვინ უნდა დაუძლურდეს, რომ მასთან ერთად არ დავუძლურდე? ვინ უნდა დაეცეს, რომ ცეცხლი არ შემომენთოს?