3.1.9 Господа прославляет вся суший

3.1.9 უფალს ადიდებს ყოველი არსი

ფს.18,1-3; 64,13; 68,34; 88,5; 144,10; 148,3-10; 150,6 აბაკ.2,11 ლუკ.19,40

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 18

1. ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მის ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო.

2. დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს ცოდნას.

3. თუმცა არც მთქმელია და არც ნათქვამი, არც მათი ხმა არ ისმის არსად.

ფსალმუნი 64

13. ცხვრებით ივსება საძოვრები და მარცვლეულით იფარება დაბლობები; ყიჟინებენ და მღერიან სიხარულით.

ფსალმუნი 68

34. განადიდოს იგი ცამ და დედამიწამ, ზღვამ და ყოველივემ, რაც მათში მოძრაობს.

ფსალმუნი 88

5. ცანი განადიდებენ შენს საოცრებებს უფალო, და შენს ერთგულებას - წმიდანთა კრებულში.

ფსალმუნი 144

10. უფალო, შენ განგადიდებს ყოველი შენი ქმნილება და გაკურთხებენ შენი წმიდანები.

ფსალმუნი 148

3. ადიდეთ იგი, მზეო და მთვარევ, ადიდეთ იგი, ყოველნო შუქვარსკვლავნო.

4. ადიდეთ იგი, ცანო ცათანო და წყლებო, რომლებიც ცათა ზემოთ ხართ.

5. ადიდონ უფლის სახელი, რადგან მან ბრძანა და შეიქმნენ.

6. უკუნითი უკუნისამდე დაადგინა ისინი, გასცა წესი, რომელიც არ გადაივლის.

7. ადიდეთ უფალი დედამიწიდან, ზღვის ურჩხულნო და წყლის სიღრმენო,

8. ცეცხლო და სეტყვავ, თოვლო და ნისლო, ქარბუქო, მისი სიტყვის შემსრულებელო,

9. მთანო და ყოველნო ბორცვნო, მსხმოიარე ხეებო და ყოველნო კედარნო.

10. მხეცნო და ყოველნო პირუტყვნო, ქვეწარმავალნო და ფრთოსანო ფრინველნო;

ფსალმუნი 150

6. ყოველმა სუნთქვის მქონემ ადიდოს უფალი! ადიდეთ უფალი!

აბაკუმი 2

11. რადგან ქვა იღაღადებს კედლიდან და ხის ძელი გამოეპასუხება მას.

ლუკა 19

40. მიუგო მან პასუხად: "თქვენ გეუბნებით, ესენი რომ გაჩუმდნენ, ქვები აღაღადდებიან”.

__თემაზე წერდნენ__

__დიდებულია უფალი ჩვენი__

საბრძანებელს და სიბრძნეს მისას არა აქვს ბოლო.

ხოტბას ასხამს მზე, მთვარე, ვარსკვლავნი და პლანეტებიც მათთან ერთად რაღაც ენაზე. თქვენც, ჭეშმარიტებათა მისთა მოწმენო, ნუ დადუმდებით და შენც ძვირფასო სულო, უფალს უგალობე. ღირსია იგი ადიდებდე მთელი ცხოვრება.

__ კეპლერი __

__ჩიტი__

ყოველთ უწინარეს მე გავიღვიძებ,

ფრთას ფრთას შემოვკრავ, რა თვალს ვახილებ . . .

დავჰკრავ, დავუშტვენ, ღმერთსა ვადიდებ . . .

უფლისაგან მაქვს სასმელ-საჭმელი,

არც ვთეს, არცა ვმკი, არცა ვარ მხვნელი . . .

სახლი მაქვს მინდვრად ღვთის მოცემული

და საფრენად ცა განათებული . . .

__ ილია ჭავჭავაძე __

***

თანდათან იკვეთება და სხეულს ისხამს დღე. ისევ გროვდება მიწყნარებული ხმები, მიიკრიფება და იმალვის დაკეცილი წყვდიადის ფრთები. მღერის ცვარნამში განბანილი ბალახი. უხარიათ ყვავილებს – ზეციურ მებაღეს უძღვნიან ქებას. იასამანს მთრთოლვარედ გამოუწვდია ხელები. შემოქმედის არდავიწყების ჟამია ახლა!

__ მ.ბ. __