3.48.42 Восстановление - возвращение в прежнее состояние

3.48.42 აღდგენა - წინა მდგომარეობაში დაბრუნება

სასწაულებრივი:

- გამხმარი ხელის 3მფ.13,4-6

- სიკვდილის შემდეგ 4მფ.8,5

- ხელის მარ.3,5

- მხედველობის მარ.8,25

.

ჩვეულებრივი:

- აბრაამის ცოლის დაბ.20,7.14

- მწდეთუხუცესის დაბ.40,13.21

- მიწის 2მფ.9,7

- მორწმუნეებთან ურთიერთობის ებრ.13,19

.

სულიერი:

- სიხარული ფს.50,14.15

- ჯანმრთელობა იერ.30,17

- ღვთის კურთხევების იოვ.2,25.26

.

სიმბოლურად:

- ქრისტეს შესახებ ეს.49,6

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 20

7. ახლა კი დაუბრუნე ცოლი თავის ქმარს, რადგან წინასწარმეტყველია ის კაცი, ისიც ილოცებს შენთვის და იცოცხლებ; ხოლო თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, რომ შენ და შენიანებს სიკვდილი არ აგცდებათ”.

14. და აიღო აბიმელექმა წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, მსახურნი და მხევალნი და მისცა აბრაჰამს; და დაუბრუნა სარაც, მისი ცოლი.

დაბადება 40

13. სამი დღის შემდეგ აგამაღლებს ფარაონი და დაგაბრუნებს ძველ თანამდებობაზე; და კვლავ მიართმევ ფიალას ფარაონს უწინდელივით, როცა მისი მწდე იყავი.

21. დააბრუნა მწდეთუხუცესი ძველ თანამდებობაზე; და კვლავ მიართმევდა ფარაონს ფიალას;

2მეფეთა 9

7. უთხრა დავითმა: "ნუ გეშინია, სიკეთეს გიზამ მამაშენის, იონათანის, გულისთვის, დაგიბრუნებ მამაშენის, საულის, მთელ მიწებს და მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამ პურს”.

3მეფეთა 13

4. და როცა მოისმინა მეფემ ღვთისკაცის ნათქვამი, სამსხვერპლოს რომ დასძახა ბეთელში, გაიწოდა სამსხვერპლოდან ხელი და თქვა: "შეიპყარით!” მყისვე გაუხმა მისკენ გაწვდილი ხელი და ვეღარ შეძლო უკან წაღება.

5. დაიშალა სამსხვერპლო და გაიფანტა ნაცარი სამსხვერპლოდან იმ ნიშნის თანახმად, ღვთისკაცმა რომ წარმოთქვა უფლის სიტყვისამებრ.

6. უთხრა მეფემ ღვთისკაცს: "დაიმდაბლე თავი უფლის, შენი ღმერთის სახის წინაშე და ილოცე ჩემთვის, რომ შევძლო ხელის უკან წაღება”. შეევედრა ღვთისკაცი უფალს და აღუდგინა ხელი მეფეს და გახდა როგორიც ადრე ჰქონდა.

4მეფეთა 8

5. ისიც უყვებოდა, მკვდარი რომ გააცოცხლა და, აჰა, სწორედ მაშინ მოვიდა ის ქალი, რომლის ძეც გააცოცხლა, თავისი სახლისა და მიწის გამოსათხოვად. თქვა გეხაზმა: "მეფევ, ჩემო ბატონო! ესაა ის ქალი და ესაა მისი ძე, რომელიც ელისემ გააცოცხლა”.

ფსალმუნი 50

14. სისხლისგან მიხსენი ღმერთო, ჩემი ხსნის ღმერთო და ხოტბას შეასხამს ჩემი ენა შენს სიმართლეს.

15. უფალო! გახსენი ჩემი ბაგეები და შენს ქებას იტყვის ჩემი პირი.

ესაია 49

6. მითხრა: "არ გაკმარებ ჩემს სამსახურს იაკობის ტომთა აღსადგენად და ისრაელის ნატამალის დასაბრუნებლად, ერების სინათლედ განგაწესებ, რათა დედამიწის კიდეებს მისწვდეს ჩემმიერი ხსნა”.

იერემია 30

17. მე გამოგაჯანსაღებ და ჭრილობებისგან განგკურნავ, ამბობს უფალი, იმის გამო, რომ გაძევებული გიწოდეს; ეს არის სიონი, არავის ადარდებს მისი ამბავი.

იოველი 2

25. გადაგიხდით იმ წლებისას, როცა ჭამდა მღრღნელი და კალია, მატლი და მწერი - ჩემი დიდი ლაშქარი, თქვენ რომ შემოგისიეთ.

26. ბლომად შეჭამთ, გაძღებით და განადიდებთ უფლის, ღვთის სახელს, რომელიც საკვირველად მოგექცათ და აღარასოდეს შერცხვება ჩემი ხალხი.

მარკოზი 3

5. იესომ რისხვით გადახედა მათ მათი გულქვაობით დამწუხრებულმა და უთხრა იმ კაცს: "გაიწოდე ხელი!” მანაც გაიწოდა და მოურჩა იგი.

მარკოზი 8

25. შემდეგ კვლავ დაადო ხელები თვალებზე და აახელინა; და აღუდგა მას მხედველობა, და ყველაფერი მკაფიოდ დაინახა.

ებრაელთა 13

19. უფრო მეტად კი შეგაგონებთ გააკეთოთ ეს იმისთვის, რომ მალე დავბრუნდე თქვენთან.

----------------------

ვინცმანის ნახატი - იოსები უწინასწარმეტყველებს მწდეთუხუცესს