1.9.54 Гоморра

1.9.54 გომორა

(დანთქმა)

.

- მდებარეობდა ნაყოფიერ მიწებზე დაბ.13,10

- დაამარცხა ქედორლაღომერმა დაბ.14,11

- გაანადგურა ღმერთმა დაბ.19,24-28

- ცოდვის სიმბოლო ეს.1,9

- განადგურების სიმბოლო ამ.4,11

- ახალ აღთქმაში მოხსენიებიულია მისი დასჯა მათ.10,15

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 13

10. აღაპყრო თვალები ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი ტაფობი, ცოყარის მისადგომამდე კარგად ირწყვებოდა, როგორც უფლის ბაღი, როგორც ეგვიპტის მიწა. ეს იქამდე, ვიდრე უფალი სოდომსა და გომორს მოსპობდა.

დაბადება 14

11. და წაიღეს სოდომისა და გომორას მთელი ქონება, მთელი მათი სარჩო-საბადებელი და წავიდნენ.

დაბადება 19

24. და აწვიმა უფალმა სოდომს და გომორას გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან ციდან.

25. დაამხო ეს ქალაქები და მთელი მათი შემოგარენი; ყოველი მკვიდრი ამ ქალაქებისა და ყოველი მცენარე მიწისა.

28. გაიხედა სოდომისა და გომორასაკენ და, აჰა, ხედავს კვამლი ისე ასდის მიწას, როგორც ღუმელს.

ესაია 1

9. ცაბაოთ უფალს რომ არ დაეტოვებინა გადარჩენილნი ჩვენთვის, სოდომივით ვიქნებოდით და გომორას დავემსგავსებოდით.

ამოსი 4

11. ჩამოგამხეთ, როგორც სოდომი და გომორა დაამხო ღმერთმა; ცეცხლისგან გადარჩენილი, ნახევრად დანახშირებული ტოტივით იყავით, თქვენ კი მაინც არ მობრუნდით ჩემკენ! - ამბობს უფალი.

მათე 10

15. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომისა და გომორას მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.