2.1.33 Разведка за пределами видимости

***

Стихи 6-12. Здесь говорится о разведчиках, вороне и голубе, которых Ной посылал для получения информации о состоянии дел за пределами видимости. Обратите внимание:

I. Хотя Бог детально рассказал Ною, когда начнется потоп, и даже указал день (Быт 7:4), но в то же время Своим откровением Он не описал ему в деталях, в какое время и каким образом он будет убывать.

1. Это было сделано потому, что знание первого было необходимо для построения ковчега и размещения в нем, а знание последнего послужило бы лишь для того, чтобы удовлетворить его любопытство; и сокрытие этой информации было необходимо для испытания его веры и терпения.

2. Он не мог предвидеть потоп, а лишь знать о нем благодаря откровению, но в то же время мог благодаря обычным средствам увидеть убывание воды, и поэтому Богу было угодно дать ему возможность использовать свои способности.

II. Хотя верой Ной надеялся получить освобождение и терпеливо ожидал его, в то же время ему, как человеку, считающему, что он достаточно долго был в заключении, было любопытно, как это произойдет. Отметьте: стремление избавиться от беды, ревностное ожидание избавления и любопытство относительно его приближения, очень хорошо согласуются с искренней верой и терпением. Верующий не поспешит бежать впереди Бога, а поторопится выйти и встретиться с Ним (Ис 28:16). Более детально:

(1) в окно ковчега Ной выпустил ворона, который вылетел, но, как говорит еврейский перевод, полетал и вернулся, то есть покормился трупами, плавающими на поверхности воды, и вернулся для отдыха в ковчег; возможно, не внутрь ковчега, а сел снаружи. Это нисколько не удовлетворило Ноя. Тогда (2) он выпустил голубя, который в первый раз вернулся и не принес хороших новостей, а, возможно, прилетел мокрый и грязный. А во второй раз он принес в клюве оливковую ветвь, сорванную с дерева, что четко указывало на то, что теперь деревья, фруктовые деревья, начали показываться над поверхностью воды.

– Комментарии Мэтью Генри__

***

Быт.8,8 Так как ковчег Ноя, как мы видели выше (Быт. 6:16), не имел боковых окон, открывавших перспективу потопа, а освещался единственным отверстием сверху, то Ной, чтобы освидетельствовать состояние земли, прибег к выпуску птиц: сначала ворона, а потом голубя.

– Комментарии Лопухина__

2.1.33 დაზვერვა ხილულის მიღმა

დაბ.8,[8-12] რიცხ.13,18

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 8

8. გაუშვა მტრედი, რომ გაეგო - თუ დაიკლო წყალმა მიწის პირზე.

9. ვერ იპოვა მტრედმა ბრჭყალის მოსაჭიდი და უკანვე მოუბრუნდა კიდობანში, რადგან ჯერ კიდევ იდგა წყალი მთელს მიწის პირზე; გაიწოდა ხელი ნოემ, აიყვანა იგი და შეიყვანა კიდობანში.

10. შვიდ დღეს კიდევ იცადა და ხელახლა გაუშვა მტრედი კიდობნიდან.

11. დაუბრუნდა მტრედი საღამოჟამს და, აჰა, ზეთისხილის ნედლი რტო ეჭირა ნისკარტით. მიხვდა ნოე, რომ დამწდარიყო წყალი დედამიწაზე.

12. შვიდ დღეს დაიცადა კიდევ და გაუშვა მტრედი; აღარ მობრუნებულა იგი მასთან.

რიცხვნი 13

18. გაგზავნა ისინი მოსემ ქანაანის ქვეყნის დასაზვერავად და უთხრა მათ: გაემართებით სამხრეთით და ახვალთ მთაზე.

 

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.8,6-12. აქ საუბარია მზვერავებზე, ყორანზე და მტრედზე, რომლებიც გააგზავნა ნოემ ინფორმაციის მისაღებად ხილულის მიღმიერიდან. მიაქციეთ ყურადღება:

I. თუმცა ღმერთმა დეტალურად აუხსნა ნოეს, როდის დაიწყებოდა წარღვნა, დღეც კი მიუთითა (დაბ.7:4), მაგრამ იმავდროულად თავის გამოცხადებაში არ აღუწერია დეტალურად, რა დროს და როგორ გამოვიდოდნენ.

1. ასე გაკეთდა იმიტომ, რომ პირველის ცოდნა აუცილებელი იყო კიდობნის ასაგებად და მასში განსათავსებლად, ხოლო ბოლოს ცოდნა მოემსახურებოდა მხოლოდ მისი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას; და ამ იმფორმაციის დაფარვა იყო საჭირო მისი რწმენისა და მოთმინების გამოსაცდელად.

2. მას არ შეეძლო წინასწარ განეჭვრიტა წარღვნა, რაც შეიტყო მხოლოდ გამოცხადების წყალობით, ახლა კი ღმერთმა ინება მიეცა მისთვის შესაძლებლობა გამოეყენებინა თავისი შესაძლებლობები წყლის დაკლების შესატყობად.

II. თუმცა ნოე რწმენით იმედოვნებდა განთავისუფლების მიღებას და მოთმინებით მოელოდა მას, იმავდროულად მას, როგორც ადამიანს, რომელიც თვლიდა, რომ საკმაოდ დიდხანს იყო გამომწყვდეული, აინტერესებდა, როგორ მოხდებოდა ეს. მოინიშნეთ: უბედურებისგან თავდახსნის მცდელობა, მისი მოშურნე მოლოდინი და მოახლოებულისადმი ცნობისმოყვარეობა, ძალიან კარგი შესატყვისია გულწრფელი რწმენისა და მოთმინებისა. მორწმუნე არ გაუსწრებს წინ ღმერთს, არამედ იჩქარებს გამოვიდეს და შეხვდეს მას (ეს.28:16). უფრო დეტალურად:

(1) ნოემ გაუშვა ყორანი, რომელიც გაფრინდა და დაბრუნდა, ანუ იკვება გვამებით და მობრუნდა მხოლოდ კიდობანზე დასასვენებლად, შესაძლოა კიდობნის გარეთ დაჯდა და არა შიგნით. ეს რა თქმა უნდა არ დააკმაყოფილებდა ნოეს. მაშინ (2) მან გაუშვა მტრედი, რომელიც პირველ ჯერზე ბრუნდება სასიხარულო ამბის გარეშე, შესაძლოა მოფრინდა სველი და დასვრილიც. მეორედ კი მოიტანა ზეთისხილის ტოტი, რაც მიანიშნებდა იმას, რომ წყლის ზემოთ უკვე ჩნდებოდა ნაყოფიერი ხეები.

__ მეთიუ ჰენრის კომენტარი __

***

დაბ.8,8 რადგან ნოეს კიდობანს, როგორც დაწერილია ("სასინათლო გაუკეთე კიდობანს, ზემოდან" დაბ.6:16), არ ჰქონდა გვერდებზე სარკმლები, წარღვნის პერსპექტივის სახილველად, არამედ ერთადერთი გასანათებელი ჭრილი, ამიტომ ნოემ, რათა შეემოწმებინა მიწის მდგომარეობა, გამოუშვა ჯერ ყორანი და მერე მტრედი.

__ ლოპუხინის კომენტარი __

***

დაბ.8:6-12 ამ მუხლებით წყლის უკანდახევის შემდეგ ნოეს ქმედებებზე დამატებით ინფორმაციას ვღებულობთ. კიდობნის გარეთ არსებული ვითარების შესატყობად ფრინველების გამოყენება,

ნოეს ინფორმირების ღვთაებრივი საშუალებებია.

__ ბიბლია კომენტარებით 2015 __