3.51.24 Кара за грехи связанные с водой

Быт.6,17 исх.7,18 пс.73,15; 106,33 ис.19,5-8; 42,15 ам.1,2; 4,7.8 наум.1,4 авак.З,8 зах.10,11 отк.8,8-12

3.51.24 წყალთან დაკავშირებული სასჯელები ცოდვის გამო

დაბ.6,17 გამ.7,18 ფს.73,15; 106,33 ეს.19,5-8; 42,15 ამ.1,2; 4,7.8 ნაუმ.1,4 აბაკ.3,8 ზაქ.10,11 გმცხ.8,8-11

ბიბლიის მუხლები

და მე მოვავლენ წყლის წარღვნას მიწაზე, ცის ქვეშეთიდან ყოველი ხორციელის, რომელშიც სიცოცხლის სულია, მოსასპობად და ყოველი, რაც ქვეყანაზეა, დაიღუპება.

დაბ. 6,17

და თევზი, რომელიც მდინარეშია, გაწყდება, და მდინარე აყროლდება, და ვეღარ დალევენ ეგვიპტელნი წყალს მდინარიდან.

გამ. 7,18

შენ გააპე წყარო და ხევი, შენ დააშორე ძლიერი მდინარენი.

ფს. 73,15

გადააქცევს მდინარეებს უდაბნოდ, წყაროს წყლებს – ურწყულად.

ფს. 106,33

და ამოშრება წყალი ზღვაში, მდინარე გავერანდება და დაშრება. და ამყრალდებიან მდინარეები, დაიწრიტება და დაშრება ეგვიპტის არხები, ლერწამი და ლაქაში დაჭკნება. გაშიშვლდება მინდვრები მდინარესთან, მდინარის მთელი ნაპირი და მთელი ნათესი გახმება, გაიხვეტება და აღარ იქნება. ატირდებიან მეთევზენი და იგლოვებს მდინარეში ანკესის ყველა გადამგდები, და წყალზე ბადის გამფენელს ქანცი გაუწყდება.

ეს. 19,5-8

გავატიალებ მთებსა და ბორცვებს და მთელ ბალახს გავახმობ, მდინარეებს კუნძულებად ვაქცევ, ტბებს კი ამოვაშრობ.

ეს. 42,15

თქვა: უფალი იგრგვინებს სიონიდან და ხმას გამოსცემს ისრაელიდან; ატირდებიან მწყემსთა საძოვრები და გახმება ქარმელი მწვერვალი.

ამ. 1,2

წვიმაც კი შეგიწყვიტე მკამდე სამი თვით ადრე; ვაწვიმებდი ერთ ქალაქზე და მეორე ქალაქზე არ ვაწვიმებდი; ერთი ყანა წვიმით ირწყვებოდა, მეორე ყანა კი უწვიმარი ხმებოდა. მიეხეტებოდა ორი-სამი ქალაქი ერთ ქალაქში წყლის სასმელად და ვერ იკლავდნენ წყურვილს; მაინც არ მოქცეულხართ ჩემსკენ, - ამბობს უფალი.

ამ. 4,7.8

დაემუქრება ზღვას და ამოაშრობს, და დაშრეტს ყველა მდინარეს. გადახმება ბაშანი და ქარმელი, დაჭკნება ლიბანის ყვავილი.

ნაუმ. 1,4

ნუთუ მდინარეებს დაატყდა შენი რისხვა, უფალო, ნუთუ მდინარეებს – შენი მძვინვარება და ზღვას – შენი გულისწყრომა, შენს ცხენებზე, შენს ძლევის ეტლებზე რომ ამხედრდი?

აბაკ. 3,8

ჩაივლის ზღვაზე სატანჯველი, და დაჰკრავს ზღვაში მის ტალღებს; ამოშრებიან ნილოსის სიღრმეები, დაემხობა აშურის დიდება, და წაერთმევა კვერთხი ეგვიპტეს.

ზაქ. 10,11

მეორე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და რაღაც მსგავსი ალმოდებული დიდი მთისა გადმოგდებულ იქნა ზღვაში და ზღვის მესამედი სისხლად იქცა. ამოწყდა ზღვაში სულდგმულთა მესამედი და ხომალდების მესამედი. მესამე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და ციდან ჩამოვარდა დიდი ვარსკვლავი, გახურებული ჩირაღდანივით იწვოდა და ჩავარდა მდინარეთა მესამედ ნაწილზე და წყლების წყაროებზე. ამ ვარსკვლავის სახელი იყო აბზინდა. წყლების მესამედი ნაწილი აბზინდად იქცა და დიდძალი ხალხი დაიხოცა წყლებისაგან, ვინაიდან დამწარდნენ ისინი.

გამოცხ. 8,8-11