2.1.57 Слово "девять" в Библии

2.1.57 სიტყვა "ცხრა" ბიბლიაში

- ათიდან ცხრა სამკვიდროდ იერუსალიმიდან სხვა ქალაქებში გადანაწილდა ნეემ.11,1

- განწმედილი ლუკ.17,17

- დღე ლევ.23,32 რიცხ.7,60; 4მფ.25,3 იერ.39,2; 52,6

- თვე 2მფ.24,8; 1ნეშ.27,12 ეზრ.10,9 იერ.36,9.22 ანგ.2,10.18 ზაქ.7,1

- მოზვერი რიცხ.29,26

- რიგით მეცხრე ჩამონათვალში 1ნეშ.12,12; 24,11; 25,16 გმცხ.21,20

- სიგრძე რჯ.3,11

- ტომი რიცხ.34,13 იესნ.13,7; 14,2

- ქალაქი იესნ.15,44.54; 21,16

- ძე 1ნეშ.3,8

- წელიწადი ლევ.25,22; 4მფ.17,6; 18,10; 25,1 იერ.39,1; 52,4 ეზეკ.24,1

.

- საათი:

დღის 9 საათი ებრაული ათვლით არის ჩვენი ათვლით შუადღის 3 საათი

- მუშების დაქირავება მათ.20,5

- ქრისტეს სიკვდილის საათი მათ.27,45.46 მარ.15,33.34 ლუკ.23,44

- ჩვეულებრივი ლოცვის საათი საქ.3,1

- კორნელიუსს ამ საათზე ჰქონდა ხილვა საქ.10,3.30

.

ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 23

32. დასვენების შაბათია ეს თქვენთვის და დაიმდაბლეთ თავი თვის მეცხრე დღის საღამოს: საღამოდან საღამომდე დაიცავით შაბათი”.

ლევიანნი 25

22. დათესავთ მერვე წელს, მაგრამ მეცხრე წლამდე ძველი მოსავლიდან შეჭამთ: ვიდრე მოიწევა მისი მოსავალი, ძველი ჭამეთ.

რიცხვნი 7

60. მეცხრე დღეს ბენიამინის ძეთა მთავარმა, აბიდან გედეონის ძემ შესწირა.

რიცხვნი 29

26. მეხუთე დღეს: ცხრა მოზვერი, ორი ვერძი, თოთხმეტი ერთწლიანი კრავი, ყველა უნაკლო.

რიცხვნი 34

13. ასე უბრძანა მოსემ ისრაელის ძეთ: "ესაა ქვეყანა, რომელსაც წილის ყრით დაიმკვიდრებთ, რომლის მიცემაც ბრძანა უფალმა ცხრა ტომისთვის და ნახევარი ტომისთვის.

მეორე რჯული 3

11. რადგან მხოლოდ ყოგი, ბაშანის მეფე იყო დარჩენილი რეფაიმელთა მოდგმიდან. აჰა, რკინისაა მისი სარეცელი, განა რაბათში არაა იგი ყამონის ძეებთან? სიგრძე მისი ცხრა, ხოლო სიგანე - ოთხი წყრთაა, მამაკაცის წყრთით.

იესო ნავეს ძე 13

7. დაუნაწილე ახლა ეს ქვეყანა სამკვიდრებლად ცხრა ტომსა და მენაშეს ნახევარ ტომს”.

იესო ნავეს ძე 14

2. წილის ყრით დაუმკვიდრეს, როგორც ბრძანა უფალმა მოსეს მეშვეობით, ცხრა ტომსა და ნახევარ ტომს.

იესო ნავეს ძე 15

44. კეყილა, აქზიბი, მარეშა - ცხრა ქალაქი თავისი სოფლებით.

იესო ნავეს ძე 21

16. ყაინი თავისი საძოვრებით, იუტა თავისი საძოვრებით და ბეთ-შემეში თავისი საძოვრებით - ცხრა ქალაქი ამ ორი ტომიდან.

2მეფეთა 24

8. მოიარეს მთელი ქვეყანა და ცხრა თვისა და ოცი დღის დასასრულს დაბრუნდნენ იერუსალიმში.

4მეფეთა 17

6. ჰოშეაყის გამეფების მეცხრე წელს დაიპყრო სამარია აშურის მეფემ; აშურში გადაასახლა ისრაელი და დაასახლა ისინი ხალახში, ხაბორში, გოზანის მდინარესთან და მიდიელთა ქალაქებში.

4მეფეთა 18

10. დაიპყრო იგი მესამე წლის მიწურულს. ხიზკიაჰუს გამეფების მეექვსე წელს, რომელიც ისრაელზე ჰოშეაყის გამეფების მეცხრე წელი იყო, დამარცხდა სამარია.

4მეფეთა 25

1. ციდკიაჰუს გამეფების მეცხრე წლის მეათე თვის მეათე დღეს წამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, მთელი თავისი ლაშქრით იერუსალიმის წინააღმდეგ, მის წინ დაბანაკდა და მიწაყრილები მოუწყო ირგვლივ.

3. მეოთხე თვის მეცხრე დღეს გაძლიერდა შიმშილი ქალაქში და აღარ ჰქონდა ხალხს პური.

1ნეშტთა 3

8. ელიშამაყი, ელიადაყი და ელიფალეტი - ცხრანი.

1ნეშტთა 12

12. მერვე - იოხანანი, მეცხრე - ელზაბადი.

1ნეშტთა 24

11. მეცხრე - იეშუას, მეათე - შექანიაჰუს,

1ნეშტთა 25

16. მეცხრე - მათანიაჰუს, მისი ძენი და ძმები - თორმეტნი;

1ნეშტთა 27

12. მეცხრე თვეში აბიყეზერ ყანეთოთელი იყო მეცხრე, ბენიამინელთაგან. მის რაზმში ოცდაოთხი ათასი იყო.

ეზრა 10

9. სამ დღეში შეიკრიბა იერუსალიმში ბენიამინისა და იუდას ყველა კაცი; ეს იყო მეცხრე თვეს, თვის მეოცე დღეს. იჯდა მთელი ხალხი ღვთის სახლის მოედანზე, კანკალებდა ამ საქმისა და თავსხმა წვიმის გამო.

ნეემია 11

1. ერისმთავარნი იერუსალიმში დამკვიდრდნენ, დანარჩენმა ხალხმა კი წილი ჰყარა, რათა ათიდან ერთი იერუსალიმში, წმიდა ქალაქში დასამკვიდრებლად მოეყვანათ, დანარჩენი ცხრა კი - სხვა ქალაქებში.

იერემია 36

9. იუდას მეფის, იეჰოიაკიმ იოშიას ძის მეფობის მეხუთე წლის მეცხრე თვეს გამოაცხადეს მარხვა უფლის წინაშე იერუსალიმის მცხოვრებლებმა და იუდას ქალაქებიდან იერუსალიმში მოსულმა მთელმა ხალხმა.

იერემია 39

1. იუდას მეფის, ციდკიაჰუს მეფობის მეცხრე წლის მეათე თვეს მოვიდა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი და მთელი მისი ლაშქარი იერუსალიმთან და ალყა შემოარტყა მას.

2. ციდკიაჰუს მეფობის მეთერთმეტე წელს, მეოთხე თვის მეცხრე დღეს გაირღვა ქალაქის ზღუდე.

იერემია 52

4. თავისი მეფობის მეცხრე წლის მეათე თვის მეათე დღეს გამოვიდა იერუსალიმის წინააღმდეგ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი, მთელი თავისი ლაშქრით; მის გარშემო დაბანაკდა და მიწაყრილები აღმართა მის ირგვლივ.

6. მეოთხე თვის მეცხრე დღეს გაძლიერდა შიმშილი ქალაქში; პური აღარ ჰქონდა ქვეყნის ხალხს.

ეზეკიელი 24

1. იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი მეცხრე წელს, მეათე თვის მეათე დღეს:

ანგია 2

10. მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოსის მეფობის მეორე წელს, იყო უფლის სიტყვა წინასწარმეტყველ ანგიას მიმართ:

ზაქარია 7

1. მეფე დარიოსის მეფობის მეოთხე წელს, მეცხრე თვის მეოთხე დღეს, უფლის სიტყვა იყო ზაქარიას მიმართ.

მათე 20

5. კიდევ გავიდა მეექვსე და მეცხრე საათზე, და ასევე მოიქცა.

მათე 27

45. მეექვსე საათიდან მეცხრე საათამდე ბნელმა მოიცვა მთელი დედამიწა.

მარკოზი 15

33. მეექვსე საათზე ბნელმა მოიცვა მთელი დედამიწა მეცხრე საათამდე.

ლუკა 17

17. მაშინ თქვა იესომ: "ნუთუ ათივენი არ განიწმიდნენ? ცხრანი სადღა არიან?

ლუკა 23

44. უკვე დღის ექვსი საათი იქნებოდა, რომ მთელი დედამიწა ბნელმა მოიცვა ცხრა საათამდე.

საქმეები 3

1. პეტრე და იოანე ერთად ადიოდნენ ტაძარში ლოცვის მეცხრე საათზე.

საქმეები 10

3. მეცხრე საათი იქნებოდა, ჩვენებაში ღვთის ანგელოზი რომ იხილა ცხადად, რომელიც შევიდა მასთან და უთხრა: "კორნელიუს!”

გამოცხადება 21

20. მეხუთე - სარდონიქსი, მეექვსე - სარდიონი, მეშვიდე - ქრიზოლითი, მერვე - ბივრილი, მეცხრე - ტოპაზი, მეათე - ქრისოპრასი, მეთერთმეტე - იაკინთი, მეთორმეტე - ამეთვისტო.