1.6.5. Разумом Бога не познать

Иов.5,9,, 9,10,, 11,7-9,, 26,14,, 37,19.23 Екк.3,11 Матф.13,14 Ин.9,39 Рим.2,4,, 11,[33],, 1Кор.2,14 Еф.3,10.16.18 Кол.2,2

Который творит дела великие и неисследимые, чудные без числа,(Иов.5,9),
делает великое, неисследимое и чудное без числа! (Иов. 9,10),
Можешь ли ты исследованием найти Бога? Можешь ли совершенно постигнуть Вседержителя?
8 Он превыше небес, - что можешь сделать? глубже преисподней, - что можешь узнать?
9 Длиннее земли мера Его и шире моря. (Иов. 11,7-9);
Вот, это части путей Его; и как мало мы слышали о Нем! А гром могущества Его кто может уразуметь?  (Иов. 26,14);
Научи нас, что сказать Ему? Мы в этой тьме ничего не можем сообразить. (37,19);
Вседержитель! мы не постигаем Его. Он велик силою, судом и полнотою правосудия. Он никого не угнетает. (Иов, 37, 23);
Все соделал Он прекрасным в свое время, и вложил мир в сердце их, хотя человек не может постигнуть дел, которые Бог делает, от начала до конца. (Еккл. 3,11);

 и сбывается над ними пророчество Исаии, которое говорит: слухом услышите - и не уразумеете, и глазами смотреть будете - и не увидите, (Матф.13,14).
 И сказал Иисус: на суд пришел Я в мир сей, чтобы невидящие видели, а видящие стали слепы. (Ин.9,39).  
Или пренебрегаешь богатство благости, кротости и долготерпения Божия, не разумея, что благость Божия ведет тебя к покаянию? (Рим. 2,4)
О, бездна богатства и премудрости и ведения Божия! Как непостижимы судьбы Его и неисследимы пути Его! (Рим.11,33).
 Душевный человек не принимает того, что от Духа Божия, потому что он почитает это безумием; и не может разуметь, потому что о сем надобно судить духовно. (1Кор.2,14 ).
дабы ныне соделалась известною через Церковь начальствам и властям на небесах многоразличная премудрость Божия, (Еф.3,10).
да даст вам, по богатству славы Своей, крепко утвердиться Духом Его во внутреннем человеке, (Эф. 3,16);
чтобы вы, укорененные и утвержденные в любви, могли постигнуть со всеми святыми, что широта и долгота, и глубина и высота, (Эф. 3,18)
 дабы утешились сердца их, соединенные в любви для всякого богатства совершенного разумения, для познания тайны Бога и Отца и Христа, (Кол. 2,2)

 Писатель: "Что означает познать Бога?" священник: "Единственное познание, которое я пока что имею - познание своей веры в Бога"

Паоло Коэльо

 

Вера приходит от слышания, а слышание от Слова Божьего, а не от комментариев к нему. Вера — это принцип Слова Божьего. Дух Святой вдохновивший Слово назван Духом Истины; и когда мы с кротостью принимаем написанное Слово, в наших сердцах появляется вера.

-Смит Вигглсворт-

1.6.5. ღმერთი გონებით მიუწვდომელია

იობ. 5,9; 9,10; 11,7-9; 26,14; 37,19.23; ეკლ. 3,11; მათ. 13,14; ინ. 9,39; რომ. 2,4; 11,[33] ; 1კორ. 2,14; ეფ. 3,10.16.18; კოლ. 2,2

__ბიბლიის ტექსტები__

 

იობი 5

9. შემოქმედს სიდიადეთა და გამოუკვლეველ საკვირველებათა, რომელთაც არა აქვს რიცხვი.

 

იობი 9

10. მან შექმნა გამოუკვლეველი დიდებულებანი და ურიცხვი საკვირველებანი.

 

იობი 11

7. ჩასწვდები შენ ღვთის სიღრმეს? ჩასწვდები ყოვლადძლიერის სრულყოფილებას?

8. ცათა მწვერვალებია, რა გამოგივა? ქვესკნელზე უღრმესია, რას შეიცნობ?

9. დედამიწაზე გრძელია ზომით და ზღვაზე ვრცელი.

 

იობი 26

14. აჰა, მისი გზების კიდეები! რა ჩურჩული გვსმენია მისგან? ვინ გაიგებს მისი ძლიერების გრგვინვას? 

 

იობი 37

19. გვასწავლე, რა ვუთხრათ მას? ვერაფერი მოგვიფიქრებია სიბნელისგან.

23. ვერ ვწვდებით ყოვლადძლიერს, ის აღმატებულია ძალით და სიმართლით; მრავალმოწყალეა, არავის ჩაგრავს.

 

ეკლესიასტე 3

11. მან ყველაფერი კეთილად შექმნა თავის დროისთვის, თვით იდუმალის შეცნობად აღძრა გონება კაცთა, ოღონდ ისე, რომ ვერ გაუგონ ღვთის ნამოქმედარს თავი და ბოლო.

 

მათე 13

14. და მართლდება მათ მიმართ წინასწარმეტყველება ესაიასი, რომელიც ამბობს: სმენით მოისმინეთ და ვერას გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ.

 

იოანე 9

39. იესომ უთხრა: განსასჯელად მოველ ამ ქვეყნად, რათა ბრმებმა იხილონ, მხედველნი კი ბრმებად იქცნენ.

 

რომაელთა 2

4. ან აქნებ უგულებელყოფ მისი სიკეთის, ლმობიერებისა თუ სულგრძელობის სიუხვეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სიკეთეს სინანულისაკენ მიჰყავხარ?

 

რომაელთა 11

33. ეჰა, ღმერთის სიუხვის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! რაოდენ გონებამიუწვდომელნი არიან მისი მსჯავრნი და მიუკვლეველი მისი გზანი!

 

1კორინთელთა 2

14. მაგრამ მშვინვიერი კაცი არ შეიწყნარებს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, რადგანაც სიშლეგედ მიაჩნია და ვერ მიმხვდარა, რომ ეს სულიერად უნდა განსაჯო.

 

ეფესელთა 3

10. რათა აწ ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს ზეციურ მთავრობათა და ხელმწიფებათ ღვთის მრავალფეროვანი სიბრძნე, 

16. რომ თავისი დიდების სიმდიდრისამებრ მოგცეთ თქვენ ძალა, რათა მისი სულით მტკიცედ დამკვიდრდეთ შინაგან კაცში,

17. და ქრისტემ რწმენის მეშვეობით დაივანოს თქვენს გულებში,

18. რათა, სიყვარულით დამკვიდრებულთ და დაფუძნებულთ, ყველა წმიდასთან ერთად შეგეძლოთ სიგრძისა თუ სიგანის, სიღრმისა თუ სიმაღლის წვდომა,

 

კოლასელთა 2

2. რათა გამხნევდეს მათი გული და სიყვარულით შეერთებულნი ეზიარონ გონიერების მთელ სისავსეს და სიუხვეს ღვთის საიდუმლოს, ანუ ქრისტეს შესამეცნებლად,

__თემაზე წერდნენ__

*** 

ვუმზერ და ვერ ვხედავ: ამიტომ ვუწოდებ უხილავს.

ვუსმენ და არ მესმის: ამიტომ ვუწოდებ უხმოს.

ველტვი და ვერ ვწვდები: ამიტომ ვუწოდებ დაფარულს....

მივეახლები და ვერ ვჭვრეტ მის სახებას,

მწინამძღვრობს და ვერ ვხედავ მის საროსტანს. 

__ლაო-ძი__

 

*** 

ვინცა დაოს ხილულად უმზერს: მისთვის განუჭვრეტელია იგი.

ვინცა დაოს ბგერებში უსმენს: მისთვის დახშულია იგი.

ვინცა დაოს მოისახმარისებს: მისთვის მიუწვდომელია იგი.... 

__ლაო-ძი__

 

*** 

სხეულებრივი ან გრძნობადი ძალით ღმერთი ვერ მიიწვდომება. 

__ნეტარი ავგუსტინე__

 

*** 

განა რა გონებით უნდა ჩასწვდეს ადამიანი შემოქმედ ღმერთს, თუკი მას ჯერ ის გონებაც არ შეუმეცნებია, რომლითაც მიუწვდომელის წვდომა სურს?! 

__წმ.იოანე ოქროპირი__

 

*** 

ადამიანის გონებას იმის შეცნობა ძალუძს, რაც არ შეესატყვისება საღმრთო ბუნებას, ხოლო საკუთრივ ღმრთის ბუნებაზე, რისი ფიქრიც ჯერ - არს, ეს მას არ ესმის. 

__წმ.გრიგოლ ნოსელი__

 

*** 

ღმერთის არსებობის ჭვრეტა-შემეცნებაში ადამიანის შემეცნება ვერაფერზე ჩერდება - მან არ უწყის საიდან, რით დაიწყოს უზენაესის შეცნობა. ვითარცა რაღაც უსაზღვრო ზღვა, იგი არავითარ მინიშნებას არ აძლევს მას ხელჩასაჭიდად, რაც განსაზღვრულ დასაბამზე მიუთითებდა და საყრდენი იქნებოდა შემოქმედის შემდგომი შეცნობა-ჭვრეტისთვის. 

__წმ.გრიგოლ ნოსელი__

 

*** 

გარეგანი, ანუ ელინური სიბრძნე გამუდმებით იტანჯება მშობიარობის ტკივილებით და ვერასდროს ჰბადებს ცოცხალ ბავშვს. 

__წმ.გრიგოლ ნოსელი__

 

*** 

ვინ გაკადნიერდება იმის თქმად, თითქოს ღმერთმა ჩვენდა საზიანოდ გამოიყენა თავისი უხილაობა და სრულიად შეუცნობელი დარჩა ადამიანისთვის?! პირიქით, ღმერთმა იმგვარად მოაწესრიგა თავისი ქმნილება, რომ, იყო რა თავისი ბუნებით უხილავი, მაინც მისაწვდომი შეიქნა ჩვენი შემეცნებისთვის - თავისი საქმეებით. 

__წმ.ათანასე ალექსანდრიელი__

 

*** 

ჩვენ არავითარი წილი არ გვიძევს მასში, ვინაიდან ადამიანის მთელი ბუნება შუალედურია, ადამიანის მთელი ბუნება მოქცეულია დაბადებასა და სიკვდილს შუა... გონება ფუჭია, ვინაიდან ვერას შეიცნობს არსებითსა და მარადიულს. 

__ლაბრუიერი__

 

*** 

ათეიზმი გონების ძალას მოწმობს, მაგრამ ძალიან შეზღუდულ ძალას. 

__ბლეზ პასკალი__

 

*** 

დაე, თავდაპირველად შეიცნო, რა არის რელიგია, ვიდრე მის წინააღმდეგ საბრძოლველად აღიძვროდნენ. რელიგია რომ იკვეხნიდეს, თვალნათლივ ვხედავ და იდუმალების ყოველგვარი საბურველისგან განძარცვული სახით ვჭვრეტ ღმერთსო, მაშინ მის მოწინააღმდეგეებს შეეძლოთ ემტკიცებინათ, რომ სამყაროში ვერაფერს ხედავენ ისეთს, რაც ასე ცხადად გვიმჟღავნებდეს ღვთის არსებობას. მაგრამ რელიგია, პირიქით, ამტკიცებს, რომ ღმერთს დაშორებული კაცნი წყვდიადში ბრმად მოარულებივით დაბორიალობენ და რომ ღმერთი მიუწვდომელია მათი გონებისთვის; საღმრთო წერილში ასეც იწოდება იგი: Deus absconditus ["უფალი დაფარული" (ლათ.) - ესაია 45,15. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ "დაფარულია" არა მარტო საღმრთო წერილის, არამედ ბევრი დიდი ქრისტიანი თეოლოგის, ფილოსოფოსისა თუ რელიგიოზური პოეტის ღმერთიც. მათი აზრით, ღმერთმა იმნაირად შექმნა სამყარო, რომ ადამიანი ვერასოდეს ვერ შეძლებს მთელი სავსებით შეიცნოს ღმერთი, ე.ი. ვერ შესძლებს შეიცნოს მთელი მისი სრულქმნილება, მაგრამ მეორეს მხრივ, ვერც იმას შესძლებს, რომ საერთოდ არაფერი იცოდეს მასზე. ასე მაგ. ჰუგო სენ-ვიქტორელის მოძღვრების მიხედვით,ღმერთი რომ მთელი თავისი სრულქმნილებით გაცხადებული იყოს ადამიანის გონებისთვის, მაშინ რწმენას ღირსებად ვეღარ მივიჩნევდით, ვინაიდან ურწმუნოება შეუძლებელი შეიქმნებოდა, ხოლო ღმერთი რომ სავსებით დაფარული იყოს ჩვენთვის, რწმენას ცოდვის საყრდენი გამოეცლებოდა და სრული უციდინარობა ურწმუნოების გამართლების საწინდარი გახდებოდა. - ბ. ბრეგაძის კომენტარი]. ეგეც არ იყოს, რელიგია ცდილობს თანაბრად დააფუძნოს ორი საწყისი: ჯერ ერთი, ის, რომ ღმერთმა უცთომელი ნიში აღმართა ეკლესიაში, რათა ამრიგად, საცნაურ იქნეს მათთვის, ვინც წრფელი გულით დაეძებს მათ; და, მეორეც - ის, რომ მან მაინც იმნაირად დამალა ეს ნიში, რომ საცნაურ იქნეს მხოლოდ მათთვის, ვინც მთელი გულით, სულით და გულით მიიქცევა მისდა საძებნად. [რელიგიის მტრებს კი] ჰგონიათ, რომ თავდაუზოგავად დაეძებდნენ ჭეშმარიტებას, რაკი რამდენიმე საათი შესწირეს საღმრთო წერილის ამა თუ იმ წიგნის წაკითხვას და რამდენიმე კითხვით მიმართეს ამა თუ იმ სასულიერი პირს ჭეშმარიტი რწმენის თაობაზე. ამის შემდეგ ისინი კვეხნით აცხადებენ, რომ ამაოდ ეძებდნენ. 

__ბლეზ პასკალი__ 

 

*** 

ღმერთი ენით უთქმელი და გონებით მიუწვდომელია. 

__მაჰათმა განდი__

 

*** 

წმინდა კაცო, ფეხადგმულო ქრისტეს საყდარო. 

__შოთა ნიშნიანიძე__

 

*** 

ჩემს წინ მშვენიერი ხედი იშლება სივრცის. ვესწრაფვი მის მოცვას მთელი გულით, ფიქრით და არსებით. ჩემმა თითებმა მოსინჯონ ყოველი ხის ტოტი, ფოთოლი; მინდა თვალსაწიერის ყოველი იოტი მოვიხილო მზერით; არ გამომეპაროს არცერთი შრიალი და დაუყნოსავი არ დამრჩეს არცერთი ყვავილი და ვიგრძნო გემო იმ სიამეთა, რომელნიც ჩნდებიან ირგვლივ თუ მეგულვიან. მაგრამ სულ ეს არის, რაც უნდა ავსებდეს ჩემს ცხოვრებას? სად არიან ის უხილავნი, რანიც იწვევენ ჩემში აღტაცებას, სიხარულს, წყენას, სასოწარკვეთას თუ სასოებას? რატომ ვუპყრივარ ოდენ სიამეთადმი ყურის მიგდებას, მარტო ხილულისადმი ლტოლვას? სად არის ის უხილავი, რაც იწვევს შევსებას ჩემს არსებაში? რით მოვიხელთავ უხილავ რწმენას? რომელი გრძნობით მივეახლები ღმერთს ისე, როგორც დღეყოველ მიველტვი ხილულს, ოდეს ვშურობ და ვეჩქარები მის განცდას? რატომ არ მაქვს ისეთივე მისწრაფება უხილავისადმი მაგრამ არსებულისადმი, ესოდენ საჭიროსა და აუცლებლისადმი? ამიტომ უნდა ვეშურო მას, მჭირდება ვარჯიში ღვთისმოსაობაში, დღეყოველ მიახლება სასოებასთან -უფალთან. 

__მირზა ბადიაური__