3.52.22 Вытирать - очистить, осушить

3.52.22 გაწმენდა, ჩამოწმენდა, ჩამოფერთხვა

სიტყვასიტყვით:

- ფეხების დაბანის შემდეგ იოან.13,5

- ფეხიდან მტვრის საქ.13,51

.

სიმბოლურად:

- იერუსალიმის დანგრევა 4მფ.21,13

- წაშლა მეხსიერებიდან ნეემ.13,14

- ბოროტთა მოცილება იობ.38,13

- ბოროტს მოცილება ეს.33,15

- განთავისუფლება ეს.52,2

- სირცხვილის წარხოცვა ლუკ.1,25

- ცრემლების გმცხ.7,17

.

ბიბლიის მუხლები

4მეფეთა 21

13. სამარიის ლარს და ახაბის სახლის შვეულს გადავჭიმავ იერუსალიმზე; ისე ამოვრეცხავ იერუსალიმს, როგორც ჯამს ამორეცხავს კაცი - ამორეცხავს და ამოაპირქვავებს;

ნეემია 13

14. გახსოვდე მე, ღმერთო ჩემო, ამის გამო და ნუ წარხოცავ ჩემს ერთგულ საქმეებს, რომელიც ღვთის სახლისა და მისი სამსახურისთვის გავაკეთე.

იობი 38

13. რომ მოეცვა დედამიწის კიდეები და ბოროტეულნი ჩამოეფერთხა მისგან,

ესაია 33

15. ის, ვინც სამართლიანად დადის და სიმართლეს ლაპარაკობს, ეზიზღება ძარცვით მონაპოვარი, ვინც ხელს იფერთხავს ქრთამისგან, ყურს იცობს სისხლისღვრის ამბის გაგონებაზე და თვალს ხუჭავს ბოროტების დანახვაზე.

ესაია 52

2. ჩამოიფერთხე მტვერი, აღსდექ, ტყვე იერუსალიმო, ქედის საკვრელები მოიხსენი, დატყვევებულო სიონის ასულო!

ლუკა 1

25. ასე მიყო უფალმა იმ დღეებში, როცა მომხედა, რათა წარეხოცა ჩემი სირცხვილი ხალხში.

იოანე 13

5. მერე წყალი ჩაასხა საბანელში და მოწაფეთათვის ფეხების ბანა დაიწყო; თან იმ პირსახოცით უმშრალებდა წელზე რომ ერტყა.

საქმეები 13

51. მათ ფეხიდან მტვერი ჩაიბერტყეს და იკონიაში წავიდნენ.

გამოცხადება 7

17. ვინაიდან კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროსკენ გაუძღვება; და ღმერთი მოსწმენდს ცრემლს მათ თვალთაგან”.