4.15.62 Наследники - естественные

4.15.62 მემკვიდრეები

პიროვნებები და ქონება:

- მხევლის შვილმა არ უნდა მიიღოს დაბ.21,10

- ყველაფერი ეძლევა მემკვიდრეს დაბ.24,36; 25,5

- პირმშოს ეკუთვნის რჯულით რჯ.21,15-17

- ქვრივები რუთ.3,12.13

.

გამონაკლისები:

- მამას შეეძლო ხარჭის შვილი ექცია მემკვიდრედ დაბ.21,10-12

- ასულებს ერგებოდათ მხევლები დაბ.29,24.29

- ასულები იღებდნენ ძმები თუ არ ყავდათ რიცხ.27,1-11

- ზოგჯერ ასულებს ძეებთან ერთად ერგებოდათ მემკვიდრეობა იობ.42,15

.

მაგალითები, როდესაც მემკვიდრეობითობა შეიცვალა ღმერთისგან რჩეულობის გამო:

- ისმაელი და ისააკი დაბ.21,10.11

- ესავი და იაკობი დაბ.27,37 რომ.9,13

- რეუბენი და იოსები დაბ.49,3-26

- ადონია და სოლომონი 3მფ.1,11-14

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 21

10. უთხრა სარამ აბრაჰამს: "გააძევე ეს მხევალი თავისი შვილითურთ, რათა არ დაიმკვიდროს ამ მხევლის ძემ ჩემს ძესთან - ისაკთან ერთად”.

დაბადება 24

36. და შვა სარამ, ჩემი ბატონის ცოლმა, ძე ჩემი ბატონისათვის სიბერის ჟამს, და მისცა მას აბრაჰამმა ყველაფერი, რაც კი გააჩნდა.

დაბადება 25

5. და მისცა აბრაჰამმა ისაკს ყველაფერი, რაც გააჩნდა.

დაბადება 27

37. და უთხრა ისაკმა ესავს: "ბატონად დაგიყენე იგი, მსახურებად მივეცი ძმები, ხორბლითა და ღვინით ავავსე. შენ რაღა გიყო, შვილო?”

დაბადება 29

24. მისცა ლაბანმა ზილფა, თავისი მხევალი ლეას მხევლად.

დაბადება 49

3. რეუბენ, პირმშო ხარ ჩემი, ძლიერება ჩემი და სათავე ჩემი ძალისა, აღმატებულება ღირსებისა და აღმატებულება ძლევამოსილებისა!

4. მაგრამ წყალივით დაუოკებელი ხარ და ვერ აღზევდები, რადგან ახვედი მამაშენის საწოლზე და შებილწე ჩემი სარეცელი!

26. კურთხევა მამაშენისა აღემატება ჩემი მშობლების კურთხევას საუკუნო მთათა მიჯნამდე; იყოს ეს იოსების თავზე და ძმათაგან გამორჩეულის თხემზე.

რიცხვნი 27

7. "მართალს ამბობენ ასულნი ცელაფეხადისა; მიეცი მათ სამკვიდრებელი მათი მამის ძმათა შორის და გადაიტანე მათი მამის სამკვიდრებელი მათზე.

8. ისრაელის ძეთ კი განუცხადე: თუ მოკვდა კაცი და არ დარჩენია ძე, მაშინ მის ასულზე გადაიტანეთ მისი სამკვიდრებელი.

მეორე რჯული 21

15. თუ კაცს ორი ცოლი ყავს: ერთი საყვარელი, მეორე კი საძულველი, შესძენენ მას ძეებს საყვარელიც და საძულველიც, პირმშო კი საძულველს ეყოლება,

16. ძეებისთვის ქონების განაწილების დღეს უფლება არა აქვს, პირმშოდ საყვარელი ცოლის ძე დაადგინოს საძულველის ძის წინაშე;

17. არამედ საძულველის ძე უნდა აღიაროს პირმშოდ და ორმაგი წილი მისცეს ყველაფრიდან, რაც გააჩნია; რადგან ის არის მისი ძალის დასაბამი, მას ეკუთვნის პირმშოების უფლება.

რუთი 3

12. თუმცა ნათესავი ვარ, მაგრამ ჩემზე ახლო ნათესავიც გყავს.

13. აქ დარჩი ამაღამ, დილით კი, თუ ის გამოგისყიდის, კეთილი, გამოგისყიდოს; ხოლო, თუ არ მოისურვა შენი გამოსყიდვა, მაშინ ცოცხალია უფალი, მე გამოგისყი­დი! იწექი აქ დილამდე”.

3მეფეთა 1

11. უთხრა ნათანმა ბათ-შებაყს, სოლომონის დედას: "გაიგე, რომ გამეფდა ადონია ხაგითის ძე? ჩვენმა ბატონმა დავითმა კი არაფერი იცის.

12. ახლა, მოდი, რჩევას მოგცემ, უშველე საკუთარ თავსა და სოლომონს, შენს შვილს.

13. წადი, შედი მეფე დავითთან და უთხარი: განა შენ არ იყავი მეფევ, ჩემო ბატონო, რომ შემომფიცე შენს მხევალს, სოლომონი, შენი ძე გამეფდებაო ჩემ შემდეგ, ის დაჯდებაო ჩემს ტახტზე! მაშ რატომ გამეფდა-თქო ადონია?

14. აჰა, ჯერ კიდევ მეფესთან ლაპარაკში იქნები, რომ მეც შემოვალ და დავადასტურებ შენს ნათქვამს”.

იობი 42

15. მთელ ქვეყანაზე არ მოიძებნებოდნენ იობის ასულებისთანა მშვენიერი ქალები. და მისცა მათ მამამ სამკვიდრო მათ ძმებს შორის.

რომაელთა 9

13. როგორც წერია: "შევიყვარე მე იაკობი, ხოლო ესავი შევიძულე”.

------------------------

სურათზე: ისააკ ასკნაზიელის - მხევლის ძის განდევნა