3.15.15. Молитва для связания врагов Бога

4Цар. 19,15.16.20; 2Пар. 32,20; Матф.18,18

- сами ничего не делайте, дайте место Богу Пс.3,8

3.15.15. შემკვრელი ლოცვა ღვთის მტრებისთვის

2მფ.15,31; 4მფ. 19,15.16.[20]; 2ნეშ. 32,20; მათ.16,19; 18,[18]

- სატანას მიეცეს ხორცით სატანჯველად 1კორ.5,4.5

- იყავით მიმტევებელნი იობ.22,29.30 ინ.20,23; 2კორ.2,10

- თქვენთვის ნუ იძიებთ შურს, მიანდეთ ღმერთს ფს. 3,8

ბიბლიის მუხლები

2მეფეთა 15

31. შეატყობინეს დავითს, ახითოფელიც შეთქმულია აბესალომთანო, და თქვა დავითმა: ჩაშალე, უფალო, ახითოფელის თათბირი.

4მეფეთა 19

15. ილოცა ხიზკიამ უფლის წინაშე და თქვა: უფალო, ღმერთო ისრაელისა, ქერუბიმებზე ამხედრებულო! შენა ხარ ერთადერთი ღმერთი ქვეყნიერების ყველა სამეფოსი, შენი შექმნილია ცა და მიწა.

16. ყური მოაპყარ, უფალო, და ისმინე, თვალი გაახილე და დაინახე; გაიგონე სანხერიბის სიტყვები, ცოცხალი ღვთის საგინებლად რომ შემოთვალა.

20. შეუთვალა ესაია ამოცის ძემ ხიზკიას. ასე ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა: შევიწყნარე რასაც მევედრებოდი აშურის მეფის, სანხერიბის წინააღმდეგ.

2ნეშტთა 32

20. ილოცეს მეფე იეხიზკიაჰუმ და წინასწარმეტყველმა ესაიამ, ამოცის ძემ, ამის გამო და ცას შეჰღაღადეს.

იობი 22

29. თუ დაამცირეს, შენ მის აღზევებას იტყვი; თვალდახრილს იხსნის იგი.

30. ბრალიანსაც კი გადაარჩენს, შენი უმწიკვლო ხელით გადარჩება.

ფსალმუნი 3

8. აღსდეგ, უფალო, მიხსენი, ჩემო ღმერთო, რადგან შენ ულეწავ ყბებს ყველა ჩემს მტერს, ბოროტეულებს უმუსრავ კბილებს.

მათე 18

18. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც შეკრავთ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, და რასაც დახსნით მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც.

იოანე 20

23. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, და ვისაც დაუტოვებთ, დარჩებათ მათ.

1კორინთელთა 5

4. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, როცა თქვენთან იქნება ჩემი სული, უფალ იესოს ძალით, -

5. სატანას მიეცეს ხორცით სატანჯველად, რათა სული ხსნილ იქნეს უფალ იესოს დღეს.

2კორინთელთა 2

10. ხოლო ვისაც რას მიუტევებთ, ასევე მეც; რადგან ვისაც რა მივუტევე, თქვენი გულისთვის მივუტევე ქრისტეს წინაშე.

__თემაზე წერდნენ__

“ნადირისთვის პირის შეკვრა”

საინგილოში თუ ძროხა, ხარი, კამეჩი ან ცხენი დაიკარგებოდა, მგლის “პირის შეკვრას” მიმართავდნენ. ოჯახის უფროსი შუა ეზოში იტყოდა, ამა და ამ ადგილებში (ჩამოთვლიდა) თუ მგელი ჩემ ძროხას შეხვდეს, პირი შეეკრასო.

ეს შეიძლება რაღაცით კიდევ ჩაითვალოს ქრისტიანულად, მაგრამ ამის შემდეგ უკვე წარმართულ მჩიბავობას მიმართავდნენ: ხანჯალზე ტალახს წაუსვამდნენ და მთელ პირზე შემოახვევდნენ კანაფს. ასე “შეკრულ” ხანჯალს ოთახში წვერით ზემოთ დადებდნენ ხოლმე. თუ პატრონი დაკარგულ პირუტყვს იპოვიდა, მაშინ მგელს პირს “აუხსნიდნენ” – პირშეკრული ნადირი შიმშილით მოკვდება და ცოდვააო.

__ ინგილოური ხალხური __