1.1.72 Блюдо

Исх.25,29 Чис.7,13 Матф.14,8.11 Лук.11,39

1.1.72 ლანგარი

დიდი და ფართო თეფში

- იყო ტაძარში გამ.25,29

- გამოიყენებოდა მსხვერპლშეწირვისას რიცხ.7,13

- დადეს იოანე ნათლისმცემლის თავი მათ.14,8.11

- სიტყვა გამოყენებულ იქნა გადატანითი მნიშვნელობით ლუკ.11,39

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 25

29. გააკეთე ხალასი ოქროსგან მისი ლანგრები, ფიალები, ჯამები და ჩამოსასხმელი ტოლჩები.

რიცხვნი 7

13. აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის.

მათე 14

8. ხოლო მან, დედისგან წინასწარ დარიგებულმა, უთხრა: "ლანგრით მომეცი იოანე ნათლისმცემლის თავი”.

11. მოართვეს თავი ლანგრით და გადასცეს ყმაწვილ ქალს, მან კი დედამისს მიართვა.

ლუკა 11

39. უთხრა მას უფალმა: "ახლა თქვენ, ფარისეველნი, გარედან ასუფთავებთ სასმისსა და ლანგარს, თქვენი შინაგანი კი მტაცებლობითა და ბოროტებითაა სავსე.