3.40.18. Кротость, смирение, спокойствие, повиновение, послушание

Кроткими были (и даже говорили о себе)

- Моисей Чис.12,3 

- Иисус Христос Матф.11,29; 21,5

похвально Иер.9,23 Иак.1,[9] Рим.5,3 

Господь повелевает, чтобы мы были такими - Матф.11,29.30 флп.4,5 Кол.3,12 Евр.4,10.11

кротость и спокойствие - плоды духа Гал.5,22.23

результаты кротости:

- послушание и повиновение лучше жертвы 1цар.15,22 Ис.1,10.[11].19 Иер.7,22.23 Иез.20,39 Мих.6,7.8 

- наследуют землю и насладятся множеством мира Пс.36,11

- кроткий ответ отвращает гнев Прит.15,1

- знак праведности Прит.28,1

- мудрости Иак.3,13

- блаженны Матф.5,5

- Бог вознесет смиренных Лук.1,52

- кто из вас меньше всех, тот будет велик Лук.9,48

- бедных мира избрал богатыми верою Иак.2,5

- жены, повинующиеся своим мужьям, приобретают их 1Пет.3,1

- драгоценное украшение пред Богом 1Пет.3,4.5

3.40.18. სიმშვიდე გვქონდეს, თვინიერება, თავმდაბლობა, მორჩილება, მოკრძალება,  მომსმენობა

თვინიერნი იყვნენ (და ამბობდნენ საკუთარ თავზე):

- მოსე რიცხ.12,3

- იესო ქრისტე მათ.11,29; 21,5

-

- დასაკვეხნია იერ.9,23 იაკ.1,[9] რომ.5,3

- უზომოდ არ ვიკვეხნით, არამედ ზომიერების ფარგლებში 2კორ.10,13-16

- შეგვეძლოს დაფასება ჩვენზე უფრო სხვების 2კორ.12,5.6

- მივბაძოთ იესოს ფლპ.2,5-8

-

ვლინდება:

- შეთავაზებაში დაბ.23,13

- მოსმენაში 1მფ.15,22

- სიმშვიდეში იგავ.15,1

- უკან რიგში დგომაში იგავ.25,6.7

- შემწყნარებლობაში ლუკ.9,48

- სხვებისადმი მსახურებაში ლუკ.22,26

-

- უფალი მოგვიწოდებს ვიყვნეთ ასეთები მათ.11,29.30 ფლპ.4,5 კოლ.3,12 ებრ.4,10.11

- საკუთარ თავზე ვიფიქროთ ზომიერად რომ.12,3

- ზემდგომთა წინაშე ვიყოთ თავმდაბალნი იგავ.25,6.7

- ერთმანეთის წინაშე ვიყოთ მსახურნი ლუკ.22,26.27

- დაცემულთა მიმართ ნუ გაამაყდება ჩვენი გული რომ.11,20.21

- ვირჩიოთ უბრალოება და ღვთისმოსაობა 1ტიმ.2,9.10

-

სიმშვიდისა და თავმდაბლობის შედეგები:

- ქვეყნიერებას დაიმკვიდრებენ ფს.36,11

- მშვიდი პასუხი გულისწყრომას აცხრობს იგ.15,1

- ნიშანია მართლობის იგავ.28,1

- პატივს დაიმკვიდრებს იგავ.29,23

- სიბრძნის იაკ.3,13

- მოსმენა და მორჩილება უკეთესია მსხვერპლზე 1მფ.15,22 ეს.1,10.[11].19 იერ.7,22.23 ეზეკ.20,39 მიქ.6,7.8

- ღმერთი აამაღლებს ლუკ.1,52; 1პეტ.5,5

- სულის ნაყოფებია გალ.5,22.23

- ნეტარ არიან მათ.5,5

- უმცირესი უდიდესი იქნება ლუკ.9,48

- ამ ქვეყნის გლახაკნი აირჩია ღმერთმა რწმენით მდიდრებად იაკ.2,5

- ცოლები მორჩილებით იძენენ ქმრებს 1პეტ.3,1

- სამკაულია ღვთის წინაშე 1პეტ.3,4.5

-

ბიბლიის მუხლები

დაბადება 23

13. და ელაპარაკა ყეფრონს, ამ ქვეყნის ხალხის გასაგონად: "იქნებ ისმინო ჩემი! მინდვრის საფასურს გადაგიხდი, გამომართვი, და დავკრძალავ იქ ჩემს მიცვალებულს”.

რიცხვთა 12

3. მოსე უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე.

1მეფეთა 15

22. უთხრა სამუელმა: განა ისევე ეამება უფალს აღსავლენი მსხვერპლი და საკლავები, როგორც მოსმენა უფლის სიტყვისა? მოსმენა უკეთესია საკლავზე, მორჩილება - ცხვრების ლურთებზე.

ფსალმუნი 36

11. ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით.

იგავნი 15

1. მშვიდი პასუხი გულისწყრომას აცხრობს, საწყენი სიტყვა კი რისხვას იწვევს.

იგავნი 25

6. მეფის წინაშე თავს ნუ აიმაღლებ და დიდებულთა ადგილზე ნუ დადგები,

7. რადგან სჯობს გითხრან: აქ ამოდიო, ვიდრე დაგამცირონ მთავრის წინაშე, რომელიც იხილეს შენმა თვალებმა.

იგავნი 28

1. ბოროტეული მაშინაც კი გარბის, როცა არავინ მისდევს, ხოლო მართალნი ლომებივით მშვიდად არიან

იგავნი 29

23. ქედმაღლობა კაცს დაამდაბლებს, თავმდაბალი სული კი პატივს დაიმკვიდრებს.

ესაია 1

10. ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყურადიღეთ ჩვენი ღვთის რჯული, თქვე გომორელებო!

11. რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი!

19. თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ;

იერემია7

22. რადგან არაფერი მითქვამს თქვენი მამა-პაპისთვის, არ მომითხოვია მათგან აღსავლენი და საკლავი, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ისინი.

23. მხოლოდ ეს ვუბრძანე: გაიგონეთ ჩემი ხმა და მე ვიქნები თქვენი ღმერთი-მეთქი, ხოლო თქვენ ჩემი ერი იქნებით; იარეთ ყველა გზაზე, რომელსაც მიგასწავლით, რათა სიკეთეს ეწიოთ-მეთქი.

იერემია 9

23. თუ დაიკვეხნის, დაიკვეხნოს, რომ გონიერია და მიცნობს, რომ უფალი ვარ, წყალობის, სამართლისა და სიმართლის მოქმედი ამ ქვეყანაზე, რადგან ეს მახარებს მე, ამბობს უფალი.

ეზეკიელი 20

39. თქვენ კი, ისრაელის სახლო, ასე ამბობს უფალი ღმერთი: წადით, ემსახურეთ თქვენ-თქვენ კერპებს; და ამიერიდან თუ არ მომისმენთ, მეტად მაინც ნუღა შელახავთ ჩემს წმიდა სახელს თქვენი შესაწირავებით და თქვენი კერპებით.

მიქა 6

7. ეამება კი უფალს ათასი ვერძი, ზეთის ათიათასი მდინარეო? ხომ არ მივცე ჩემი პირმშო ჩემი დანაშაულის წილ, ნაყოფი ჩემი წიაღისა ჩემი საკუთარი ცოდვის წილო?

8. ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე.

მათე 5

5. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას

მათე 11

29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.

30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.

მათე 21

5. უთხარით სიონის ასულს: აჰა, გიახლოვდება შენი მშვიდი მეუფე, ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე, მჯდარი.

ლუკა 1

52. დაამხო ტახტთაგან ძლიერნი და აამაღლა მდაბალნი.

ლუკა 9

48. და უთხრა მათ: ვინც შეიწყნარებს ამ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, ჩემს მომავლინებელს შეიწყნარებს; რადგან თქვენს შორის უმცირესი - უდიდესი იქნება.

ლუკა 22

26. თქვენ კი ასე როდი ხართ. თქვენს შორის დიდი იყოს როგორც მცირე, ხოლო უფროსი - როგორც მსახური.

27. რადგან ვინ არის უფრო დიდი: მეინახე თუ მსახური? განა მეინახე არა? მე კი თქვენ შორის ვარ, როგორც მსახური.

იაკობი 1

9. დე, თავმდაბალი ძმა იქადოდეს თვისი სიმაღლით,

იაკობი 2

5. ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმანო: განა ამ ქვეყნის გლახაკნი არ აირჩია ღმერთმა რწმენით მდიდრებად და სასუფევლის მკვიდრებად, რომელიც აღუთქვა თავის მოყვარეთ?

იაკობი 3

13. ვინაა თქვენს შორის ბრძენი და გონიერი? გვიჩვენოს ეს კეთილი ქცევით და ბრძნული სიმშვიდით.

1პეტრე 3

1. ასევე ცოლებიც დაემორჩილეთ ქმრებს, რათა თვით ისინიც კი, რომელნიც ეურჩებიან სიტყვას, შეძენილ იქნენ თავიანთი ცოლების ქცევით, სიტყვის გარეშე,

4. არამედ გულის ფარული სიწმიდე, უხრწნელი სამკაული მშვიდი და თვინიერი სულისა, რაც ესოდენ ძვირფასია ღვთის წინაშე.

5. ასე იმკობდნენ თავს ოდესღაც ღვთისმოსავი წმიდა ქალები, რომლებიც ემორჩილებოდნენ თავიანთ ქმრებს.

1პეტრე 5

5. ასევე ახალგაზრდებიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ერთმანეთისადმი მორჩილებით თავმდაბლობა შეიმოსეთ, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.

რომაელთა 5

3 და არა მარტო ამით, არამედ გასაჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ გასაჭირი შეიქმს მოთმინებას,

რომაელთა 11

20. კეთილი; ისინი თავიანთი ურწმუნოების გამო გადატყდნენ, შენ კი დგახარ რწმენით; ნუ გაამაყდები, არამედ გეშინოდეს.

21. რადგან, თუ ღმერთმა ბუნებრივი რტოები არ დაინდო, შენც არ დაგინდობს.

რომაელთა 12

3. ჩემთვის მოცემული მადლით მოგმართავთ ყველას: ნურავინ იფიქრებს თავის თავზე უფრო მეტს, ვიდრე უნდა ფიქრობდეს; არამედ იფიქროს ზომიერად, იმ რწმენის თანახმად, ღმერთმა რომ მიაგო თვითეულ თქვენგანს.

2კორინთელთა 10

13. ჩვენ კი უზომოდ არ ვიკვეხნით, არამედ ზომიერების ფარგლებში, როგორც ღმერთმა გვიწილადა; იმ საზომით, თქვენ შორის რომ გვაძლევს მსახურებას.

14. არა ისე, თითქოს არ მოგვეღწიოს თქვენამდე ჩვენი მსახურებით და ვიქადიდეთ, რადგან თქვენამდეც მოვაღწიეთ ქრისტეს სახარებით.

15. უზომოდ კი არ ვიკვეხნით სხვათა ჯაფით, თუმცა იმედი გვაქვს რომ ჩვენი ნაყოფებიც გამრავლდება თქვენ შორის, თქვენი მზარდი რწმენის შესაბამისად.

16. რათა თქვენს მიღმაც ვახაროთ, არა სხვათა ნაშრომში, რომ სხვების გამზადებულით არ ვიკვეხნიდეთ.

2კორინთელთა 12

5. ასეთი კაცით დავიკვეხნი, ჩემი თავით კი არ დავიკვეხნი, თუ არა ჩემი უძლურებებით.

6. ხოლო თუ კვეხნას მოვისურვებ, უგუნური არ ვიქნები, ვინაიდან ჭეშმარიტებას ვიტყვი; მაგრამ თავს ვიკავებ, რათა იმაზე მეტად არავინ ჩამთვალოს, ვიდრე ჩემში ხედავს ან ჩემგან ისმენს.

გალატელთა 5

22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,

23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.

ფილიპელთა 2

5. ის ზრახვანი იქონიეთ თქვენში, რაც ქრისტე იესოშია,

6. მან, თუმცა ღვთის ხატება იყო, მისატაცებელ რამედ არ ჩათვალა ღვთის თანასწორად ყოფნა,

7. არამედ წარმოიცარიელა თავი მონის ხატება რომ მიიღო, გახდა რა მსგავსი ადამიანებისა.

8. აღმოჩნდა რა ადამიანის სხეულში, თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა სიკვდილამდე და თანაც ჯვარცმით სიკვდილამდე.

ფილიპელთა 4

5. თვინიერება თქვენი, დაე, იცოდეს ყოველმა კაცმა. უკვე ახლოა უფალი.

კოლასელთა 3

12. მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, სიტკბოება შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება.

1ტიმოთე 2

9. ასევე დედაკაცებიც, შესაფერისი სამოსლით, მორცხვობით და თავშეკავებით შემკულნი; არა ნაწნავებითა და ოქროთი ან მარგალიტებითა და ძვირფასი ტანსაცმლით,

10. არამედ კეთილი საქმეებით, როგორც შეჰფერით დედაკაცებს, რომლებმაც ღვთისმოსაობა ირჩიეს.

ებრაელთა 4

10. რადგან ვინც შევიდა მის სიმშვიდეში, ისევე დაისვენა თავის საქმეთაგან, როგორც ღმერთმა შესაქმის შემდეგ.

11. მაშ, ვესწრაფოთ ამ სიმშვიდეში შესვლას, რათა, მათი მაგალითისამებრ, ურჩობაში არვინ ჩავარდეს.

__თემაზე წერდნენ__

***

სიმდაბლე არის ის, რომ ყოველი ადამიანი შენზე უკეთესად მიგაჩნდეს. . . მიაჩვიე ბაგეები სიტყვას: “მაპატიე” და მოვა სიმდაბლე . . . უწინარეს ყოვლისა, ნუ შეიქმნი შენს თავზე რაიმე წარმოდგენას და იქნები მდაბალი . . . გეშინოდეს იმისა, რომ შენს მიერ ჩადენილი რაიმე საქმის გამო სახელგანთქმული გახდე.

__ წმ. ანტონი დიდი __

***

შეიყვარე თავმდაბლობა და მორჩილება, და ეს შენს ყველა ცოდვას გადასწონის.

__ წმ. ანტონი დიდი __

***

ბევრს ჰგონია, რომ ხორცის დათრგუნვით მიაღწევს უშფოთველობას, სასწაულმოქმედებასა და მჭერმეტყველობას. საბრალოებმა კი არ იციან, რომ ამ სათნოებათა დედა მორჩილება და სიმდაბლეა.

__ წმ. იოანე კლემაქსი __

***

ვისაც ლოდის დაძვრა სურს ადგილიდან, ის ზემოდან კი არ მიუმარჯვებს ბერკეტს, არამედ ქვემოდან შეეჭიდება წელში მოხრილი, - აი ეს უნდა გვქონდეს სახედ და მაგალითად თავმდაბლობისათვის.

__ წმ. ეფრემ ასური __

***

დიდი კაცი, რომელიც თავს “მცირედ მიჩნევს, უფრო აღზევდება.”

__ ყაბუს ნამე __