1.1.73 Армяне и грузины - генезис в свете Библии

Этногене́з армя́н (формирова́ние армя́нского наро́да) — комплексный процесс выделения армянской этнической общности, происходивший на Армянском нагорье на базе многочисленных и разнообразных этнических и языковых элементов[1][2][3]. Существуют две основные версии армянского этногенеза, одна из которых (миграционно-смешанная гипотеза) является доминирующей в мировой исторической науке, так как поддерживается наибольшим числом авторитетных мировых специалистов[4]. Согласно основной версии, этногенез армян начался в конце II тысячелетия до н. э. и завершился к VI веку до н. э. в результате этнического растворения немногочисленных мигрировавших с запада индоевропейцев-протоармян в массиве родственных им индоевропейцев (лувийцев) и аборигенных хурритов, урартов и хаттов, населявших Армянское нагорье. Новый этнос в силу определённых обстоятельств сохранил в основе протоармянский язык индоевропейского этнического меньшинства[5]. В самой Армении наибольшее распространение имеет автохтонная версия армянского этногенеза, в основном базирующаяся на различных «хайасских» гипотезах, согласно которым этнические армяне населяли Армянское нагорье со значительно более раннего периода[1][6]. Мифологические версии армянского этногенеза современной наукой отвергаются[1].

Википедия

1.1.73 სომეხთა და ქართველთა გენეზისი ბიბლიით და ისტორიული წყაროებით

ბიბლიის მიხედვით:

დაბადება 10 (მცხეთური ხელნაწერი)

1. ესე შობანი ძეთა ნოესთანი: სემ, ქამ და იაფეთ. და იყვნეს მათდა ძენი შემდგომად წყლით რღუნისა.

2. ძენი იაფეთისანი ღამერ, და მაგოგ, და მადიმ, და ავან და ელიოსან, და თობელ და მოსოქ და თირას.

3. და ძენი ღამერისანი: ასქანაზ და რიფათ და თორღამა.

4. და ძენი ავანისნი: ელისა და თარშის კიტელნი.

-

დაბადება 10 (საპატრიარქო 1989)

1. ეს არის ნოეს ძეთა მოდგმა - სემის, ქამისა და იაფეთისა. შეეძინათ მათ შვილები წარღვნის შემდეგ.

2. იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.

3. გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.

4. იავანის ძენი: ელიშა, თარშიში, ქითიმი. და დოდანიმი.

-

ლეონტი მროველის მიხედვით:

იაფეთი

თარში

თარგამოსი

ჰაოსი

ქართლოსი

ბარდოსი

მოვაკანი

ლეკანი

ჰეროსი

კავკასი

ეგროსი

-

მოსე ხორენელის მიხედვით:

იაფეთი

გამური

თირასი

თორგომი

ჰაიკი

არაბანვაკი

არაბაისი

აბასია და სხვა სახელები

-

როგორც ვხედავთ ორივე ეს გენეზისი აცდენილია ბიბლიურ გენეალოგიას და როგორც ქვემოთ ვნახავთ, ისტორიული სხვა წყაროებიც მეტნაკლებად შეიცავენ ცთომილებებს. თავი და თავი შეცდომა კი ის არის რომ სომხები გამოჰყავთ ქართველებთან ერთად იაფეტიანებად, მაშინ როდესაც სემიტი ხალხია ანთროპოლოგიურადაც და ენობრივადაც.

-

__სხვა საჭირო ადგილები ბიბლიიდან__

ეზეკიელი 27

14. თოგარმის სახლიდან ცხენებს, მხედრებსა და ჯორებს გაძლევდნენ შენს საქონელში.

ეზეკიელი 38

2. "ძეო კაცისავ! სახე მიაპყარი გოგს, მაგოგის ქვეყანაში, როშის, მეშექისა და თუბალის უმაღლეს მთავარს და იწინასწარმეტყველე მასზე.

3. უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, მე ვარ შენს წინააღმდეგ, გოგ, როშის, მეშექისა და თუბალის უმაღლესო მთავარო!

6. გომერთან და მთელ მის რაზმთან, თოგარმას სახლს ჩრდილოეთის კიდეგანიდან თავისი რაზმებით, მრავალ ხალხებთან ერთად.

-

__თემაზე წერდნენ__

***

ლ. მროველის თარგამოსი და ბიბლიური თოგარმა, ურარტუს ქალდები-ქართები და არმენები

-

ბიბლიური ანუ ებრაული "გომერ" ნიშნავს ასურულ "გიმმარაი-ს", რომლებსაც თავიანთ ინდოევროპულ ენებზე კიმერიელები ეწოდებათ. ტერმინი კიმერიელი მრავალი ინდო-ევროპული ტომის გაერთიანებული სახელწოდებაა, როგორც ბიბლიური გომერი. ბერძნებიც კიმერიელთა შთამომავლები არიან, ჯერ ბალკანეთში გამოჩნდნენ ნარევი ტიპის ხალხი აქაველები, რომლებმაც შეავიწროეს ბალკანეთში მცხოვრები პროტო-იბერიული (პელაზგები, დანაიდები, ძველი იონიელები და სხვა) მოსახლეობა, მათ მოყვნენ ინდო-ბერძნული დორიული (შემდეგდროინდელი ელინები, “ელადა”) ტომები, რომლებიც ისტორიაში კიმერიელებად არიან ცნობილნი.

-

დაახლოებით ჩვ.წ.აღ-მდე მეორე ათასწლეულში ბალკანეთისა და თრაკიის აღმოსავლეთით გამოჩნდნენ ინდო-ევროპელ კიმერიელთა შემდეგი შტო, სომეხთა წინაპრები, რომელთა თავდაპირველი საცხოვრისი პამირისა და შუა აზიის მიმდებარე ტერიტორიები იყო.

-

თრაკიის (თანამედროვე ბულგარეთის) ტერიტორიაზე თავდაპირველად, როგორც ბერძნული წყაროებიდან არის ცნობილი იბერიულ-კავკასიური ტომები ბრიგები ცხოვრობდნენ. ბრიგები შევიწროვებას განიცდიდნენ კიმერიელებისგან და ჩვ.წ-დე მეორე ათასწლეულის ბოლო პერიოდში გადასახლდნენ მცირე აზიის ტერიტორიაზე, სადაც ასურული წყაროების მიხედვით მუშქები (მესხები) სახლობდნენ და მათთან ერთად შექმნეს ახალი სახელმწიფო გაერთიანება.

-

როგორც ვიცით ხეთის უძლიერესი სახელმწიფო უკვე დაშლილი იყო, ასურელები კი ამ ახალ მუშქებისა და ბრიგების საერთო სახელმწიფოს, მაინც მუშქების სამეფოს ეძახდნენ. სწორედ ამ მცირე აზიელი მუშქების ქვეყნის ტერიტორიებს ეწოდა ბერძნული წყაროების ფრიგია, რადგანაც აქ ბრიგები გადმოსახლდნენ და ბრიგია, ფრიგიით შეიცვალა ბერძნულ წყაროებში, ე.ი. ბრიგია, ფრიგია. მცირე აზიური ტოპონომი ფრიგია, ბრიგებიდან და ბრიგია-დან გამომდინარეობს. შემდეგ მოხდა ისე, რომ ამ ფრიგიაში უკვე კიმერიელების სომხური შტო გამოჩნდა და აქ დამკვიდრდნენ, სწორედ აქ ფრიგიის (ბრიგიის) ტერიტორიაზე დამკვიდრებული კიმერიელები არიან სომეხთა უშუალო წინაპრები. რომლებმაც თანდათანობით მცირე აზიის აღმოსავლეთ რაიონებისკენ გადაიწიეს. ბიბლიაში ამ კიმერიელ-სომხებს თოგარმას სახლი ეწოდება. წინასწარმეტყველი ეზეკიელი კიმერიელ-სომხებზე ამბობს: "თოგარმას სახლს ჩრდილოეთის კიდეებიდან მთელი თავისი ურდოთი", და კიდევ: “გომერს თავისი ურდოთი, თოგარმას სახლს . . .” (ეზეკ.38,6). ეზეკიელი კიმერიელებს უკვე, როგორც თუბალებისა და მეშექის მთავრად მოიხსენიებს, რომლებმაც აიძულეს ეს ქართული ტომები ისრელის ქვეყანაში ელაშქრათ კიმერიელებთან ანუ დამპყრობლებთან ერთად.

-

ჩვ.წ.აღ-მდე მეექვსე საუკუნეში ურარტუს ხურიტული სამეფო დაეცა მიდიელთა ხელით, სწორედ ამ დროს იწყება ფრიგიისა და მისი აღმოსავლეთით განსახლებული სომეხთა წინაპარ კიმერიელთა, შემოსვლა ურარტუს ტერიტორიებზე, რომლებიც დამხვდურ ხურიტულ (იგივე პროტო-იბერიულ) მოსახლეობას შეერივნენ. ამავე დროს სირიის ჩრდილოეთიდან შემოდიან სემიტური არამეული ტომები დაშლილი ურარტუს ტერიტორიებზე. აი ასე ყალიბდებოდა სომხური ერთობა, სამი ხალხის აღრევის შედეგად. ამის შემდგომ სპარსულ წარწერებში უკვე ძველი "ურარტუ", "არმინად" იწოდება. შემდეგი დროის ისტორიულ წყაროებში ამ ტერიტორიას არმენია ჰქვია.

-

თანამედროვე სომხეთის ტერიტორიებზე ადრე მესხები სახლობდნენ, სწორედ ამიტომაც ობიექტური სომეხი მეცნიერის ლაფანციანცის აზრით, ამ ტერიტორიებს ქართველებმა უწოდეს სამესხო, სამესხეთო ანუ სამესხი, სომესხი, სომეხი ე.ი. სომხეთი, აქედან მივიღეთ ტერმინები: სომესხი, სომეხი, სომხეთი. ამ მოსაზრების გამო ლაფანციანცს თანამედროვე სომეხმა მეცნიერებმა ანათემა გამოუცხადეს.

-

შემდეგ ამ ტერიტორიებზე შემოვიდნენ სემიტური მოდგმის ხალხი არამეელები და ესენიც შეერივნენ სომხურ-კიმერიულ და არმენიულ ერთობას. თანამედროვე სომხების ეთნიკური სახელი "არმენი" სწორედ სემიტური მოდგმის ხალხის "არამეელებიდან" მოდის, ოღონდ სომხებმა ინდოევროპული (კიმერიული) ენა შეინარჩუნეს. ასე, რომ სომხების ეთნოგენეზისი შემდგომში მდგომარეობს: ისინი სამი მოდგმის, სამი ხალხის შერევის შედეგად წარმოიშვა.

-

მესხების (აქედანაა სახელი სომხეთი), იგივე ურარტუელი ხურიტების, შესაძლებელია ჰაიასა (ჰაოსიც) ამ ხალხს უკავშირდებოდეს. მეორე ხალხი ეს იყო მცირე აზიიდან მოსული კიმერიელები, რომელთაც ინდოევროპული ენა მოიტანეს და მესამე იყო სემიტური მოდგმის არამეული მოსახლეობა, რომელთაც სახელი მისცეს თანამედროვე სომეხთა ერთობას ანუ არამეელები, ეთნარქი არამე (არამი, არა და ა.შ.), აქედან მივიღეთ არმენია. ე.ი. სომხური თანამედროვე ენა არის ინდოევოპული (კიმერიული), ხოლო მათი სახელი სემიტური ტომიდან არამეულიდან გამომდინარეობს, რომელიც შემდგომში არმენად ტრანსფორმირდა.

-

არამეელებმა მხოლოდ სახელი მისცეს სომხურ ერთობას, ხოლო ენა კიმერიული ანუ ინდოევროპული შენარჩუნდა. ასეთი მაგალითები ბევრია ისტორიაში. მეოცე საუკუნის გერმანელი მეცნიერები სხვათა შორის აღნიშნავდნენ, რომ თანამედროვე სომხები ინდოევროპულ ენაზე მეტყველებენო, მაგრამ ანთროპოლოგიურად სომხები სემიტები არიანი, ანუ გენეტიკურად ძალიან ბევრია სომხურ მოსახლეობაში სემიტური ეთნოტიპი.

-

რომის ებრაელმა ისტორიკოსმა იოსებ ფლავიოსმა არმენიელების წინაპარი ბიბლიური ეთნარქი "თოგარმა" ფრიგიელებს დაუკავშირა და აცხადებდა სომეხთა წინაპრები თავდაპირველად ფრიგიაში სახლობდნენო. რადგან იცოდა სომეხთა წინაპრების თავდაპირველი საცხოვრისი, ისიც იცოდა რომ თოგარმა კიმერიელიბის ანუ გომერის შტო რომ იყო. რამდენიმე საუკუნის შემდგომ ძველი სომეხი ისტორიკოსის მოვსეს ხორენაცის მიხედვით, თოგარმა აგრეთვე ითვლება სომეხთა მამამთავრად, მისი ძეა ხორენაცის მიხედვით, სომეხთა მამამთავარი ჰაიკი (ეს ჩვენთვის ცნობილი ჰაიასაა, ხეთურ წყაროებშიც მოიხსენიება ჰაიასა, რომელიც სინამდვილეში კოლხურ აიას ნიშნავს, ხოლო შემდეგ ჰაიასას ეთნიკური სახელის მატარებელი ხალხი ჩანს ვანის ტბის სანახებში, ე.წ. ურარტუს ქვეყნებში, კოლხ-მესხების მონათესავე ხალხი) და ჰაიკის ძეა არამაენაკი (ეს უკვე არამეელები არიან, რომელთაც სახელი მისცეს შემდეგ ჩამოყალიბებულ სომეხთა ერთობას).

-

ბიბლიურ ეთნოლოგიაში იაფეტის ძეთაგან უმრავლესობა პროტო-იბერიულ ტომთა გეოგრაფიული განსახლების არეალს აღნიშნავს. განსაკუთრებით გამოვყოფ მათ შორის თუბალს (რომელიც თუბალებს), მეშექის (რომელიც მესხებს) და იავანი (რომელიც არა ბერძნებს და თუნდაც იონიელებს, როგორც ზოგიერთს ჰგონია არამედ ვანის სამეფოს, ვანის სანახების გარშემო მდებარე ურარტუს ქვეყნებს ნიშნავს ბიბლიაში).

-

რაც შეეხება ლეონტი მროველის გენიალოგიას მან იავანის ძე თარში (თარშიში), სადაც თუბალები (თუბალები ანუ შემდგომ დროინდელი იბერები) სახლობდნენ დაუკავშირა მისგან შექმნილ თარგამოსს, ანუ თარგამოსი მროველის მიხედვით თარშის ძეა, რომელიც თავის მხრივ იავანის შტოში შედის, ხოლო ბიბლიის თოგარმა და ხორენაცის მიხედვით არმენიელების წინაპარი თოგარმა კი გომერის ძეა.

-

არის მსგავსება რა თქმა უნდა ბიბლიურ თოგარმასა და მროველის ვერსიით თარგამოსს შორის, მაგრამ ხორენაცმა იცოდა, რომ არმენები გომერიდან ანუ კიმერიელებიდან მოდიოდნენ, ხოლო მროველმა იცოდა რომ ქართველთა წინაპრები იავანიდან (არარატის სანახები ანუ შემდეგდროინდელი ურარტუ) და თარშიშიდან (თუბალთა ერთ-ერთი განსახლების არეალი) და არა მარტო მათგან, არამედ ბიბლიური ეთნარქებიდან თუბალი და მეშექიდან მოდიოდნენ. “თარში“ – აქ კილიკიის თარში იგულისხმება, სადაც ერთდროს სახლობდნენ თუბალები, სწორედ ამ კილიკიის ტერიტორიებზე მცხოვრები თუბალების გამო დაუკავშირა ლეონტი მროველმა, მის მიერ ახლებურად გაჟღერებული ეთნონიმი “თარგამოსი” ქართულ ტომებს და მათ წინაპრად გამოაცხადა.

-

თარშიში (თარში) ძველად მთელ ტავროსის მთიანეთთან არსებულ ტერიტორიას ეწოდებოდა და შემდეგ კილიკიით შემოისაზღვრა. თარშიში (კილიკია) სწორედ აქედან იწყებოდა ერთდროს თუბალების საცხოვრისი. ამიტომაც აღნიშნავს ლ. მროველი თარგამოსიანთა თავდაპირველ საცხოვრისად სწორედ “ორთა მათ მთათა შუა კაცშეუვალსა არარატსა და მასისსა ("არარატი" თავის თავად არარატის მთებს გულისხმობს ლ. მროველი, ხოლო აქ მასისის მთებში ლ. მროველი გულისხმობს არა არარატს, სომხები როგორც ვიცით არარატს მასისს ეძახდნენ, არამედ მცირე აზიის აღმოსავლეთით დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე და სირიის ჩრდილოეთით მდებარე ტავროსის მთიანეთს, ამ ტავროსის მთებსაც ერთდროს მასისს ეძახდნენ -ავტ.), იყო თარგამოსიანთა თავდაპირველი ბინადრობაო ” (ივ. ჯავახიშვილი ტ. მეორე გვ. 20). სწორედ არარატის სანახებიდან, მასისის (ტავროსის) მთების მიდამოებამდე იყვნენ განსახლებული თუბალები ერთ დროს. აგრეთვე სწორედ ამ ტერიტორიებზე მდებარეობდა იავანიც და თარშიც. ”თარ-გამოს” ეს ლ. მროველის შემოქმედების ნაყოფია მისი ფუძე “თარ” პირდაპირ უკავშირდება ბიბლიურ “თარშიშს”. “თარ-გამოს”- აგრეთვე ნიშნავს ”თარ”-ტოპონიმ და ეთნარქ “თარშიშს” , ხოლო “გა”,“გამ”- მიწა ე.ი. თარშის მიწა. აქვე საინტერესოა “თარგამოსის” მეორე ეტიმოლოგია, “ თარ”- მთავარი , “გამ”, “გა” -მიწა, ე.ი. “თარგამოს” - “მიწის მთავარი”, “მიწის ბატონი”. რადგანაც მროველმა იცოდა, რომ არარატის ანუ ვანის ტბის სანახებში (შემდეგდროინდელი ურარტუ-ავტ.), ბიბლიური ეთნარქის “იავანის” ტერიტორიებზე ქართული ტომები სახლობდნენ ოდესღაც და ამიტომაც თარგამოსი კავკასიელთა მამამთავრად, ხოლო ქართლოსი (მის მიხედვით ქართველთა წინაპარი) და ჰაოსი (არარატის სანახებში მცხოვრები აბორიგენი მესხები) მის შვილებად და ერთმანეთის ძმებად გამოაცხადა. ისტორიულად ქართლოსი (ანუ ქართები) და ჰაოსი (ანუ არარატისა და ვანის სანახებში მცხოვრები მესხები) მართლაც მონათესავე ტომები იყვნენ.

-

სამხრეთ კავკასია როგორც ცნობილია ოდითგანვე იბერიულ-კავკასიური მოდგმის ხალხით იყო დასახლებული, მტკვარი-არაქსის კულტურა ამ ხალხების შექმნილია. აქ შემდეგ მოვიდნენ როგორც არმენები, ისე ალბანელები. ალბანელები იგივე კიმერიელები არიან, ისინი კიმერიელი-სომხების შემდეგ გამოჩნდნენ კავკასიაში და დაიკავეს თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორია. ალბანელები დიდი კიმერიული (ინდო-ევროპული) მოდგმის ერთერთი შტოა, მათი მონათესავე ხალხი დღესაც ცხოვრობს აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე თანამედროვე ალბანეთში. კიმერიელ-ალბანელთა ერთი ნაწილი დარჩა აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე, ხოლო მეორე ნაწილი კავკასიას შემოესია და აქ აღმოსავლეთ კავკასიაში დამკვიდრდა. შემდეგ ამ ტერიტორიაზე შემოვიდნენ თურქული მოდგმის ხალხები, რომელთა შთამომავლებს დღეს აზერბაიჯანელებს ვეძახით და ეს თურქული ტომები სამუდამოდ დამკვიდრდნენ თანამედროვე აზერბაიჯანის ტეროტორიაზე. ალბანელებმა კი ასიმილაცია განიცადეს, მათი ნაწილი შეერია ამ თურქულ ტომებს, ხოლო ნაწილი კი გადაშენდა. თანამედროვე აზერბაიჯანელები თურქული მოდგმის ერთერთი შტოა.

__ დანიელ სავანელი __

***

მე-ს-ხეთი, მც-ხეთა, ხეთა ხეთიდან მომდინარეობს. კოლხეთი, კუხეთი, კახეთი კი ჯავახიშვილის მიხედვით კარდუხიდან წარმოდგა. სომხეთი კი სო-მესხიდან წარმოიშვა ლაფანციანცისა და ზ. გამსახურდიას მიხედვით.

***

ურარტუელები //ალაროდიელები - ძვ.წ. IX-VI საუკუნეებში სამხრეთ ამიერკავკასიისა და დღევანდელი ირან-თურქეთის მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებობდა იმ დროისათვის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო - ურარტუ; თავად ურარტუელები მათ ქვეყანას ბაიანილს უწოდებდნენ (ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, 1971, გვ. 407), ხოლო თავიანთ თავს - ხალდებს (ი.მეშანინოვი, 1927, გვ.3; შდრ., გ.მელიქიშვილი, 1954, გვ. 28-29: თვითსახელწოდებაა ბია/ბიანილი); შდრ., ურარტუელთა ღმერთი იყო ხალდი. ასურულ წყაროებში ურარტუს სახელად დადასტურებულია ურუატრი; შდრ., აგრეთვე: ბიბლიური არარატი. საყურადღებოა, რომ მოვსეს ხორენაცი არ იმოწმებს ამ ტოპონიმს და ირჩევს აშკარად ძველ, არმენიელების მოსვლამდელ სახელწოდებას - მასის მთა. ურარტული ენა უახლოვდება ხურიტულს. მიიჩნევენ, რომ ჰეროდოტეს მიერ მატიენებისა და სასპე~რების გვერდით მოხსენიებული მათი მონათესავე ალაროდიელები//ალაროდები (ჰეროდოტე, 1976, გვ. 226), რომლებიც ცხოვრობდნენ სამხრეთ ამიერკავკასიაში, კერძოდ, არარატის სანახებში არმენიელთა მოსვლამდე, ურარტუელები არიან. ივ.ჯავახიშვილის აზრით, ამ ალაროდებ//ურარტუელებშიც უნდა ვიგულისხმოთ ქართველთა უშუალო წინაპრები (ივ.ჯავახიშვილი, 1960, გვ. 437). მისივე აზრით, რამდენადაც ქსენოფონტე ამ რეგიონში ალაროდების ნაცვლად უკვე არმენიელებს ასახელებს, შესაძლებელია ვიმსჯელოთ არმენების კავკასიაში მოსვლის შედარებით ზუსტ თარიღზეც; შდრ., არმენებს არ ახსენებს არც ჰეკატიოს მილეტელი. ქსენოფონტესვე ცნობით, არმენებს დიდი ბრძოლები აქვთ ხალდებთან; რაც მეტყველებს იმაზეც, რომ ურარტუელთა გვერდით ერთ-ერთი დამხვდური (მოძმე) ტომია ხალდები.

შენიშვნა: ურარტუელები ეომებოდნენ დიაოხსაც, კოლხასაც, მაგრამ არც ერთი მათგანის სახელი არ უქცევიათ ზოგადად მტრის სახელად; გ.მელიქიშვილის ცნობით, მათ მტრის სინონიმად აქციეს მტერი ქვეყნის ლულუ-ს სახელი (გ.მელიქიშვილი, 1999, გვ. 21); სავარაუდოა, რომ ეთნონიმი ლულუ მიემართებოდა მოსულ მოძალადე ინდოევროპული ენის მქონე ტომებს - არმენებს.