2.5.34. Мера Ангела

Отк. 21,[17]

2.5.34. საზომი ანგელოზისა

ეზეკ.40,[3]; 47,3-5 ზაქ.2,[1].2 გმცხ.11,1; 21,15.[17]

ბიბლიის მუხლები

ეზეკიელი 40

3. მიმიყვანა იქ, და აჰა, კაცი, რომლის სახე რვალის სახეს ჰგავდა; სელის თოკი და ლერწმის საზომი ეჭირა ხელში და კარიბჭესთან იდგა.

ეზეკიელი 47

3. როცა ეს კაცი აღმოსავლეთისკენ წავიდა ლარით ხელში, გაზომა ათასი წყრთა და გამიყვანა წყალში; კოჭებამდე იყო წყალი.

4. გაზომა კიდევ ათასი და გამატარა წყალში და მუხლამდე იყო; გაზომა ათასი და გამატარა; წელამდე იყო.

5. გაზომა ათასი და უკვე მდინარე იყო, რომელიც ვეღარ გადავლახე, რადგან ამაღლდა წყალი, გადასაცურავი გახდა; ფეხით გადასვლა არ იქნებოდა მდინარეზე.

ზაქარია 2

1. ავახილე თვალები და ვიხილე: აჰა, კაცი გამზომი ლარით ხელში.

2. ვკითხე: სად მიდიხარ-მეთქი? მითხრა: იერუსალიმის გასაზომად, რომ დავინახო რამდენია მისი სიგანე და რამდენია მისი სიგრძე.

გამოცხადება 11

1. მომეცა კვერთხის მსგავი ლერწამი და ითქვა ჩემს მიმართ: ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი და საკურთხეველი, აგრეთვე თაყვანისმცემელნი მასში.

გამოცხადება 21

15. ჩემთან მოუბარს საზომად ოქროს ლერწამი ჰქონდა, რათა გაეზომა ქალაქი, მისი ბჭენი და გალავანი.

17. გაზომა მისი გალავანი, და გამოვიდა ას ორმოცდაოთხი წყრთა, კაცის საზომით, ანუ იგივე საზომით ანგელოზისა.