3.52.12 Где ты Адам?

3.52.12 ადამ სადა ხარ?

- ღმერთი უხმობს მისგან დაშორებულ ადამიანს, ცდილობს მოაბრუნოს თავისთან დაბ.3,[9]; 4,9; 11,5; 16,8; 18,21 იესნ.7,17-19

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 3

9. დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: ადამ, სადა ხარ?

 

დაბადება 4

9. უთხრა უფალმა კაენს: სად არის შენი ძმა აბელი? მიუგო: არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ.

 

დაბადება 11

5. ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ.

 

დაბადება 16

8. უთხრა: აგარ, სარაის მხევალო, საიდან მოსულხარ და სად მიხვალ? თქვა: სარაის, ჩემს ქალბატონს გავურბივარ.

 

დაბადება 18

21 ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია.

 

იესო ნავეს ძე 7

17. მოაყვანინა იუდას შტო და დაჭერილი იქნა ზარახის საგვარეულო; მოაყვანინა ზარახის საგვარეულოდან თითო-თითო კაცი და დაჭერილი იქნა ზაბდი.

18. მოაყვანინა თითო-თითო კაცი მისი სახლიდან და დაჭერილი იქნა ყაქანი, ძე ქარმისა, ძისა ზაბდისა, ძის ზარახისა, იუდას შტოდან.

19. უთხრა იესომ ყაქანს: შვილო, პატივი მიაგე დღეს უფალს, ისრაელის ღმერთს და აღსარება უთხარი, გამიცხადე, რა გააკეთე, ნუ დამიმალავ.

 

__თემაზე წერდნენ__

***

3:8 ცოდვილები ყოველთვის იმალებიან უფლის სახისგან და ამის გაკეთებას კვლავაც გააგრძელებენ: `დაგვმალეთ ტახტზე მჯდომარის პირისგან!~ (გამოც. 6:16)

3:9 უფალმა ღმერთმა: მას იმიტომ არ დაუსვამს ეს კითხვა, რომ არაფერი იცოდა. ეს უფრო მშობლის მიერ ურჩი შვილისთვის პასუხის მოთხოვნას ჰგავს: `რას აკეთებ?~

3:11 ღმერთი ადამს ცოდვის აღიარების შესაძლებლობას აძლევს.

__ბიბლია კომენტარებით 2015__

 

***

დაბ.3,8 - "მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა". ადამიანი თავისი შემოქმედის ხმას ემალება. ადამიანები საკუთარმა სინდისმა შეაწუხა, მათ ღმერთთან აღარ სურდათ ის სიახლოვე, რომელიც უწინ ბედნიერებას ჰგვრიდათ. ადამიანების სამოთხის ბაღს მიღმა დარჩენა მათ მისწრაფებებს სავსებით შეესაბამებოდა.

დაბ.3,9 - "ადამ, სადა ხარ?" უფალს არ სჭირდებოდა ადამის ხორციელად დანახვა. აქ ისმის მოწოდება საღმრთო სიყვარულისაგან, რადგან უფალმა ყოველივე უწყოდა. მას აინტერესებდა ადამის სულიერი მდგომარეობა.

დაბ.3,10 - "შენი ხმა მომესმა". მას შემდეგ, რაც მათ "აეხილათ თვალი", ადამიანს უკვე აღარ შეეძლო ღმერთის დანახვა, მას მხოლოდ ღმერთის ხმა ესმოდა.

"შემეშინდა". იმის გამო შეეშინდა, რომ "სიშიშვლე" იგრძნო, რაც გველთან აახლოებს და წარმოადგენს ღმერთსა და ადამიანს შორის გაჩენილ წინააღმდეგობას. ამ წინააღმდეგობას ღმერთი თავად დასძლევს.

დაბ.3,11 - "იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია". ღმერთმა ადამს მონანიების შესაძლებლობა მისცა, მაგრამ ადამიანი უკვე "შიშველი" და "ცბიერია". იგი თავის სიშიშვლეს მალავს და ამ მიზნის მისაღწევად ცბიერებას იყენებს.

დაბ.3,12.13 - სიმართლის დამახინჯებით, ერთმანეთსა და ღმერთზე გადაბრალებით, ადამიანები მთლიანად იმ "თავისებურების" შესაბამისად მოქმედებენ, რაც მათ გველისგან შეიძინეს.

__ბიბლია განმარტებებით ტ.1__

 

***

ეს მარადიული კითხვა ღვთისაგან, ადამ სადა ხარ?!, კაენ სად არის ძმა შენი აბელი?

ხილულისა და უხილავის შემოქმედმა ხეებში დამალული ადამის და ველად გასული კაენის ხედვა რა არის აბსოლუტისთვის?! , ეს ხომ .. კი ადამ სადა ხარ?, რა იყავი, რას ფლობდი და რა ხარ ახლა?, თორემ ხეს ამოეფარები თუ ველად გახვალ აბსოლუტისთვის ადვილად დასანახი ხარ!, მთავარია კაენ შენ იცოდე სად არის ძმა შენი, და რაც არ უნდა ბრაზი გქონდეს, ნუ დაეცემი და ნუ დაღვრი სისხლს, ეს იმ მარადიულს არას დააკლებს თუ არა შენს სულს! როცა სუფთა იყავ, განა მოგკითხა ვინმემ ან შენ სად ხარ, ან კი სად არის ძმა შენი,? შენ შენი ყოფით შენი სულით შენი მე-თი სადა ხარ, თუ არა ხეებსა თუ მდელოზე თუ “მე” სუფთაა არა გამძიმებს რა,, მაგრამ დამძიმებულ-“,მე”-ს არავინ თუ არა ისევ “მე” ეკითხება ადამ სადა ხარ? კაენ სად არის ძმა შენი?

” მე”- ეს მე-ა ჭიდილი . ამ მეს უნდა აჯობო, რომ არ მოგიწიოს დამალვა შენი “მე”-სგან,! მე სადა ვარ?, მე, მე არ ვიცი სადა ვარ, შესაძლოა ბანალურია,მარა დანტე ალიგიერივით სადღაც უსიერ ტყეში ვარ გზა აბნეული და შეშინებული, თუმცა კი ვფიქრობ-“მე” ჭეშმარიტად მე ვარ, ესაა ცხოვრება, სადა ვარ მე, ეს გავარკვიო! ,სადმე დარცხვენილი ჩემის სიშიშვლითა , თუ ველად გაჭრილი ძმის სისხლით დამძიმებული, ესააა ცხოვრება, ერთი კვირაა არა დამილევია რა. მაგრამ ამ -“მე”-ს ძიებამ შესაძლოა ჭკუიდან გადამიყვანოს, არა და ვერცა კი ვპოულობ ამ “მე”-ს?? მდას,,

ადამ სადა ხარ? კაენ სად არის ძმა შენი? შენ , შენ თემო, შენ სადა ხარ?!

__ თემურ ჯავახი __