4.15.21 Подвиг рaди получeния нeвeсты

4.15.21 გმირობა საცოლის მისაღებად

ქორწინების შემდეგ კი, აღსანიშნავია, რომ

- ღოთენიელი გახდა ისრაელის მსაჯული იესნ.15,16.17 მსაჯ.1,12.13

- ხოლო დავითი - მეფე 1მფ.17,25; 18,25-27; 2მფ.3,14

P.S.

სულიერი პარალელი:

- გამარჯვებულის ჯილდო სასუფეველში გმცხ.2,7; 3,5.21

ბიბლიის მუხლები

იესო ნავეს ძე 15

16. თქვა ხალებმა: "ვინც კირიათ-სეფერს მოსრავს და დაიპყრობს, მივცემ ცოლად ყაქსას, ჩემს ასულს.

17. და დაიპყრო იგი ღოთენიელმა, ხალების ძმის, კენაზის ძემ და მისცა მას ცოლად ყაქსა, თავისი ასული.

მსაჯულნი 1

12. თქვა ხალებმა: "ვინც გაილაშქრებს კირიათ-სეფერზე და დაიპყრობს, ჩემს ასულს, ყაქსას შევრთავ ცოლად”.

13. და დაიპყრო ქალაქი ღოთენიელმა, ხალების უმცროსი ძმის, კენაზის ძემ და მიათხოვა მას ყაქსა, თავისი ასული.

1მეფეთა 17

25. თან ამბობდნენ: "ხედავთ იმ კაცს, რომ გამოვიდა? უსათუოდ ისრაელის შესარცხვენად არის გამოსული; ვინც მას მოერევა, დიდად გაამდიდრებს მეფე და თავის ასულსაც მიათხოვებს; მამამისის სახლეულს კი გადასახადებს აღარ მოსთხოვს ისრაელში”.

1მეფეთა 18

25. თქვა საულმა: "ასე უთხარით დავითს, სხვა ურვადი არ სურს-თქო მეფეს, გარდა ფილისტიმელთა ასი ჩუჩისა, რათა შური მიეგოს მეფის მტრებს”. ფიქრობდა საული, ფილისტიმელთა ხელით დავცემო დავითს.

26. აუწყეს საულის მსახურებმა მეფის ეს სიტყვები დავითს და მოეწონა მას, მეფის სიძე რომ უნდა გამხდარიყო.

27. ჯერ არ იყო დანიშნული დრო გასული, რომ ადგა დავითი, წავიდა თავის კაცებთან ერთად და მოსრა ორასი ფილისტიმელი. მოიტანა დავითმა მათი ჩუჩები და სრულად ჩააბარა მეფეს, რათა გამხდარიყო მეფის სიძე. მაშინ მისცა მას საულმა მიქალი, თავისი ასული ცოლად.

2მეფეთა 3

14. მოციქულები გაუგზავნა დავითმა იშბოშეთს, საულის ძეს და მოსთხოვა: "მომეცი ჩემი ცოლი მიქალი, რომელიც ასი წინდაუცვეთელი ფილისტიმელის ჩუჩის ფასად დავნიშნე”.

გამოცხადება 2

7. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: ვინც გაიმარჯვებს, ვაგემებინებ სიცოცხლის ხისგან, რომელიც ღვთის სამოთხეშია”.

გამოცხადება 3

5. გამარჯვებული ჩაიცვამს თეთრ სამოსელს, მის სახელს არ ამოვშლი სიცოცხლის წიგნიდან, და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამისა და მისი ანგელოზების წინაშე”.

21. გამარჯვებული ჩემთან ერთად დაჯდება ჩემს ტახტზე, ისევე, როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე”.

----------------

კარავაჯოს ნახატი