4.17.7. Как хочешь чтоб с тобой обращались, обращайся так

Тов.4,15 Матф.7,[12] Лук.6,31

4.17.7. როგორც გინდათ მოგექცნენ, თქვენც ისე მოექეცით

ტობ.4,15 მათ.7,[12]; 22,39 ლუკ.6,[31] იაკ.2,8 გალ.5,14

ბიბლიის მუხლები

ტობითი 4

15. რაც შენ გძულს, ნურავის შეამთხვევ. ღვინოს დასათრობად ნუ დალევ. ნუ წაგყვება სიმთვრალე გზაში თანამგზავრად.

მათე 7

12. როგორც თქვენ გსურთ გექცეოდნენ კაცნი, თქვენც ასევე მოექეცით მათ, ვინაიდან ესაა რჯული და წინასწარმეტყველნი.

მათე 22

39. და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.

ლუკა 6

31. როგორც გინდათ, რომ გექცეოდნენ კაცნი, თავადაც ისე მოექეცით მათ.

იაკობი 2

8. თუ წერილის მიხედვით ასრულებთ სამეფო რჯულს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“, კარგს შვრებით.

გალატელთა 5

14. რადგანაც მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.

__თემაზე წერდნენ__

***

ვინც თავის თავმოყვარეობას აფასებს, იგი სხვისასაც უნდა აფასებდეს.

__ ქართული ხალხური __

***

რაც შენთვის არ გსურს, ნურც სხვას უსურვებო.

__ ქართული ხალხური __

***

მეგობრებს არგე, რომ კიდევ უფრო დაგიმეგობრდნენ; ხელი მიაშველე მტერსაც, რომ იქნებ ოდესმე ისიც დაგიმეგობრდეს. როცა მტერზე ლაპარაკობ, გახსოვდეს, რომ ერთხელ შეიძლება ის შენს მეგობრად იქცეს.

__ კლეობული __

***

ადამიანის ყოველი ზრახვა და სურვილი მხოლოდ ორნაირია: ეგოისტური და უანგარო. ეგოისტური სურვილები ამორალურია, მაშინ როცა უანგარო სწრაფვა საკუთარი თავის სრულყოფისაკენ, სიკეთე მოუტანო სხვას – ჭეშმარიტად მაღალი ზნეობაა.

__ მაჰატმა განდი __

***

ჩემმა სულიერმა კულტურამ, ღმერთის მემკვიდრემ, წესად აქცია ადამიანის პატივისცემა პიროვნების მიუხედავად . . .

ჩემი სულიერი კულტურა, ღმერთის მემკვიდრე, ქადაგებდა აგრეთვე საკუთარი თავის პატივისცემას, ანუ პატივისცემას ადამიანისადმი საკუთარი თავის მეშვეობით.

__ ეკზიუპერი __

***

საინტერესო რომ იყოთ, სხვაც უნდა გაინტერესებდეთ.

__ ჩარლზ ნორდმან ლი __

 

__ვიდეო-კომენტარი__

***

https://www.youtube.com/watch?v=-2Kn7Cgxgtk როგორც გინდათ მოგექცნენ, თქვენც ისე მოექეცით

***

https://www.youtube.com/watch?v=aDN3ogMcHzw ალექსანდრე ბოლქვაძე