2.10.19. Просеиватель нас как пшеницу

- Сатана просить Бога испитать нас, чтобы отделить плохих от хороших, как очишаеть крестьянин пшеницу от шелухи Матф. 3,12 Лук. 22,[31]

2.10.19. სატანა ითხოვს ჩვენს გაცხრილვას, როგორც ცხრილავენ ხორბალს

ლუკ.22,[31]

.

- სატანამ ასევე ითხოვა სოდომის მეფის ბაგით ადამიანთა სულები დაბ.14,[21]

.

(უფალმა ჩვენი გამოცდა შეიძლება დაუშვას სატანის მიერაც, რადგან წმ. წერილის კონტექსტში ვხედავთ, რომ ღმერთს სურს ეს ჩვენს განსაწმედად და გამოსარჩევად)

.

- ღმერთი განწმედს თავის ერს იერ.4,11; 15,7

.

- უფალი ბრძანებს და გაცხრილავს ისრაელის სახლის ყველა ხალხს ამ.9,9

.

- ქრისტეს ხელთ უპყრია თავისი არნადი და გაწმენდს თავის კალოს მათ.3,[12]; 13,30 ლუკ.3,17

.

- ბოროტეულნი ბზესავით წარიხვეტებიან უფლის ანგელოზისგან იობ.21,18 ფს.1,4; 34,5 ეს.17,13 იერ.51,2 ოს.13,3 მალ.4,1

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 14

21. უთხრა სოდომის მეფემ აბრამს: "ხალხი მომეცი, ქონება კი შენთვის დაიტოვე”.

იობი 21

18. ჩალასავით არიან ქარის წინაშე და გრიგალის მიერ მოტაცებული ბზესავით?

ფსალმუნი 34

5. ბზესავით შეიქნენ ქარის წინაშე და უფლის ანგელოზმა უკუაგდოს ისინი.

ესაია 17

13. აღრიალდებიან ტომები, როგორც ღრიალებენ წყალნი მრავალნი, მაგრამ შერისხავს და შორს გააქცევს მათ; გაიხვეტებიან მთებში ქარის მიერ მიმოტაცებული ჩენჩოსავით დევნილნი.

იერემია 4

11. იმ დროს ეტყვიან ამ ხალხსა და იერუსალიმს: "მწველი ქარი ქრის უდაბნოს ხრიოკი სიმაღლეებიდან ჩემი ხალხის ასულის გზისკენ - არც გასანიავებლად და არც გასაწმენდად.

იერემია 15

7. ფიწლით გაგფანტავ ქვეყნის კარიბჭეში, შვილებს წაგართმევ და მოგსპობ, ჩემო ხალხო, რადგან არ ბრუნდები შენი გზებიდან.

იერემია 51

2. უცხოტომელებს მივუსევ ბაბილონს, ისინი გაანიავებენ და გააცამტვერებენ მის ქვეყანას, რადგან ყოველი მხრიდან დაესხმიან თავს, უბედურების დღეს.

ოსია 13

3. ამიტომ დილის ნისლივით იქნებიან ისინი, ცვარივით, ადრე რომ ქრება; კალოდან ქარისგან ახვეტილ ბზესავით და საკვამურიდან ადენილი კვამლივით.

ამოსი 9

9. რადგან, აჰა, ვბრძანებ და გავცხრილავ ისრაელის სახლს ყველა ხალხს შორის, როგორც ხორბალი იცხრილება. ერთი მარცვალიც არ დავარდება მიწაზე.

მალაქია 4

1. რადგან, აჰა, მოდის დღე ღუმელივით აგიზგიზებული; და იქნება ყველა ქედმაღალი და ბოროტმოქმედი ჩალასავით; და გადაბუგავს მათ მომავალი დღე - ამბობს ცაბაოთ უფალი - არ შეარჩენს არც ფესვსა და არც ყლორტს!

მათე 3

12. მისი ფიწალი მის ხელშია. იგი გაწმედს თავის კალოს, ბეღელში დაახვავებს თავის ხორბალს, ბზეს კი დაწვავს ჩაუქრობელი ცეცხლით.

მათე 13

30. გაუშვით, ერთად იზარდოს ორივემ მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკელებს: უწინ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი; ხორბალი კი ჩემს ბეღელში დაახვავეთ”.

ლუკა 3

17. მისი ფიწალი მის ხელთ არის, იგი გაწმედს თავის კალოს და ბეღელში მოაგროვებს ხორბალს, ბზეს კი ჩაუქრობელი ცეცხლით დაწვავს”.

ლუკა 22

31. და თქვა უფალმა: "სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ მოითხოვა, რომ ხორბალივით გაგცხრილოთ.