4.12.6. О помазании елеем больных

3цар.17,21,, 4цар.4,32-36 Мар.6,[13],, 16,18 Лук.10,[34] Деян.9,40,, 28,8.9 Иак.5,[14].15 

4.12.6. ავადმყოფთათვის ზეთის ცხების შესახებ

3მფ.17,21,, 4მფ.4,32-36 მარ.6,[13],, ლუკ.10,[34] საქ.28,8.9 იაკ.5,[14].15

ბიბლიის მუხლები

3მეფეთა 17

21. სამგზის გადაემხო ბავშვს და შეჰღაღადა უფალს: უფალო, ღმერთო ჩემო! ჩააბრუნე ამ ბავშვის სული მის სხეულში.

4მეფეთა 4

32. შევიდა სახლში ელისე და, აჰა, მკვდარი წევს ბავშვი მის საწოლზე.

33. შევიდა, გამოიკეტა კარი და ილოცა უფლისადმი.

34. ზემოდან დააწვა ბავშვს, პირი პირზე დაადო, თვალი თვალზე, ხელის მტევნები ხელის მტევნებზე და განერთხა მის ზემოდან. და გათბა ბავშვის სხეული.

35. ერთი გაიარ-გამოიარა სახლში და კვლავ განერთხა ბავშვს ზემოთ. შვიდჯერ დაამცხიკვა ყმაწვილმა და გაახილა თვალი.

36. დაუძახა გეხაზის და უთხრა: დაუძახე იმ შუნამელს. მანაც დაუძახა. მოვიდა მასთან ქალი და უთხრა ელისემ: წაიყვანე შენი შვილი.

მარკოზი 6

13. აძევებდნენ მრავალ ეშმაკს, ზეთს სცხებდნენ და ჰკურნავდნენ უამრავ სნეულს.

ლუკა 10

34. მივიდა, ზეთითა და ღვინით მოჰბანა ჭრილობები და შეუხვია; თავის სახედარზე შესვა, სასტუმროში მიიყვანა და უპატრონა.

საქმე მოციქულთა 28

8. პუბლიუსის მამა ლოგინად ჩაეგდო ხურვებას და მუცლის გვრემას; შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელი დაადო და ისიც განიკურნა.

9. ამ ამბის შემდეგ, ვისაც კი რაიმე სენი სჭირდა ამ კუნძულზე, მოდიოდა და იკურნებოდა.

იაკობი 5

14. ავადაა ვინმე? ეკლესიის ხუცესთ მოუხმოს, რათა ილოცონ მისთვის და ზეთი სცხონ უფლის სახელით.

15. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი აღადგენს მას, და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება.