1.2.90 Взволнованность при встрече духовной явлении

Быт.41,8 Исх.20,19; 1цар.17,51.52 4цар.6,15-17 Есф.9,2 Пр.15,16 Иер.50,6 Дан.2,1; 5,5-9 Матф.27,51-54 Лук.21,25-27 Деян.2,7; 19,15-17 Евр.12,18-22

1.2.90 ღელვა, შფოთვა, თავზარი, შეძრწუნება სულიერი მოვლენის წინაშე

- ნანახი სიზმრისგან დაბ.41,8 დან.2,1

- ღმერთის ხმის მოსმენისას გამ.20,19

- გოლიათის მოკვლის შემდეგ ფილისტიმელები 1მფ.17,51.52

- სულიერად ბრმის შიში მტრის ჯარის ხილვისას 4მფ.6,15-17

- მტრების შიში ღვთის ხალხის წინაშე ესთ.9,2

- დიდი საუნჯის მფლობელის იგავ.15,16

- ცრუ მწყემსებისგან გზააბნეული მოსვენებადაკარგული ხალხი იერ.50,6

- იდუმალი ხელის გამოჩენა დან.5,5-9

- ქრისტეს სიკვდილის მხილველნი მათ.27,51-54

- ორმოცდაათობის დღეს იერუსალიმში ჩამოსული ებრაელები საქ.2,7

- სკევას ძეების მარცხი საქ.19,15-17

- ზეციურთან შეხვედრა ებრ.12,18-22

- ქრისტეს მეორედ მოსვლისას მისი არმიმღებნი ლუკ.21,25-27

ბიბლიის მუხლები

დაბადება 41

8. შეშფოთდა დილით მისი სული, მოახმობინა ეგვიპტის ყველა გრძნეული და ბრძენი და უამბო მათ თავისი სიზმრები, მაგრამ ვერავინ განუმარტა ისინი ფარაონს.

გამოსვლა 20

19. უთხრეს მოსეს: "შენ გველაპარაკე და მოგისმენთ, ოღონდ ღმერთი ნუ დაგველაპარაკება, თორემ დავიხოცებით”.

1მეფეთა 17

51. მიირბინა დავითმა და თავზე დაადგა ფილისტიმელს; აიღო მისი მახვილი, იშიშვლა და მოაკვდინა იგი; მახვილით მოსჭრა თავი. დაინახეს ფილისტიმელებმა, რომ მკვდარი იყო მათი გმირი, და გაიქცნენ.

52. მაშინ წამოიშალნენ ისრაელისა და იუდას მებრძოლები და ყიჟინით დაედევნენ ფილისტიმელებს ხეობამდე და ყეკრონის კარიბჭეებამდე. ეცემოდნენ განგმირული ფილისტიმელები შაყარაიმის გზაზე, გათამდე და ყეკრონამდე.

4მეფეთა 6

15. და ადგა დილაადრიანად ღვთისკაცის მსახური, გამოვიდა გარეთ და აჰა, ჯარია ქალაქის ირგვლივ, ცხენები და ეტლები. და უთხრა მისმა მსახურმა ბიჭმა: „ვაი, ბატონო, რა გვეშველება?”

16. უთხრა: ნუ გეშინია, რადგან ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მათ.

17. ილოცა ელისემ და თქვა: უფალო! აუხილე თვალი, რომ დაინახოს. აუხილა უფალმა თვალი მსახურ ბიჭს და მანაც დაინახა: აჰა, სავსეა მთა ელისეს გარშემო ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით.

ესთერი 9

2. შეიკრიბნენ იუდაელები თავიანთ ქალაქებში, მეფე ახაშვეროშის ყველა სამთავროში, რათა ხელი აღემართათ მათთვის ავის მაძიებლებზე. წინ ვერავინ აღუდგა მათ, რადგან მათმა შიშმა მოიცვა მთელი ხალხი.

იგავნი 15

16. მცირედი სჯობია უფლისმოშიშებაში, ვიდრე დიდი საუნჯე შფოთვაში.

იერემია 50

6. დაკარგული ცხვარია ჩემი ხალხი, მწყემსებმა გადაახვევინეს გზიდან, მთებისკენ მიაბრუნეს, მთიდან ბორცვზე ახეტიალეს, თავიანთი მოსასვენებელი ადგილი დაავიწყეს.

დანიელი 2

1. თავისი მეფობის მეორე წელს სიზმრები იხილა ნაბუქოდონოსორმა. აუფორიაქდა სული და ძილი გაუტყდა.

დანიელი 5

5. სწორედ მაშინ გამოჩნდა ადამიანის ხელის თითები და სასანთლის წინ, მეფის სასახლის კედლის ბათქაშზე წერა იწყეს. როდესაც მეფემ დაინახა ხელის მტევანი, რომელიც წერდა,

6. ფერი ეცვალა; ფიქრებმა შეაშფოთეს, წელი მოსწყდა და მუხლების კანკალი აუტყდა.

7. ხმამაღლა იყვირა მეფემ, რათა მოეყვანათ შემლოცველები, ქალდეველები და მკითხავები. მეფემ უთხრა ბაბილონელ ბრძენკაცებს: „ვინც ამ წარწერას წაიკითხავს და მის მნიშვნელობას ამოხსნის, ძოწეულით შევმოსავ, კისერზე ოქროს შიბს ჩამოვკიდებ და ქვეყანაში მესამე იქნება მთავართა შორის.“

8. მოვიდა მეფის ყველა ბრძენკაცი, მაგრამ წარწერის წაკითხვა და მეფისათვის მისი მნიშვნელობის ახსნა ვერ შეძლეს.

9. მაშინ ძლიერ აღშფოთდა მეფე ბელშაცარი და სახეზე ფერი ეცვალა. აფორიაქდნენ მისი დიდებულებიც.

მათე 27

51. და, აჰა, ტაძრის ფარდა გაიხა ორად მაღლიდან დაბლამდე, და შეიძრა დედამიწა, და კლდეები დასკდა.

52. და სამარხები გაიხსნა და ბევრი განსვენებული წმიდის სხეული აღდგა.

53. და გამოვიდნენ სამარხებიდან მისი აღდგომის შემდეგ და შევიდნენ წმიდა ქალაქში და ბევრს ეჩვენნენ.

54. ხოლო ასისთავსა და მათ, ვინც მასთან ერთად დარაჯობდა იესოს, მიწისძვრა და ყოველივე მომხდარი რომ ნახეს, მეტისმეტად შეეშინდათ და თქვეს: „ეს ჭეშმარიტად ღმერთის ძე იყო.“

ლუკა 21

25. და იქნება ნიშნები მზეზე და მთვარეზე და ვარსკვლავებზე. ხოლო დედამიწაზე ერები შეშფოთდებიან თავგზააბნეულნი ზღვის ხმაურისა და ბობოქრობის გამო.

26. ადამიანებს გონება დაეკარგება შიშით და მსოფლიოზე მოსახდენის მოლოდინში, რადგან ციური ძალები შეირყევიან.

27. მაშინ იხილავენ კაცის ძეს, ღრუბელზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით.

საქმეები 2

7. ყველა გაოგნებული იყო და უკვირდა, ამბობდნენ: „განა ყველა ესენი, ვინც ლაპარაკობენ, გალილეველები არ არიან?

საქმეები 19

15. მიუგო ბოროტმა სულმა და უთხრა მათ: „იესოსაც ვიცნობ და პავლეც ვიცი. თქვენ ვიღა ხართ?“

16. და დაეძგერა მათ ის კაცი, რომელშიც ავი სული იყო, სძლია და ისე სცემა, რომ შიშვლები და დასახიჩრებულები გამოცვივდნენ იმ სახლიდან.

17. ეს ცნობილი გახდა ყველა იუდეველისა და ბერძენისათვის, რომლებიც ეფესოში ცხოვრობდნენ. თავზარი დაეცა ყველას და განდიდდა უფალი იესოს სახელი.

ებრაელთა 12

18. თქვენ არ მიახლებულხართ მთას, ხელშესახებსა და ცეცხლით აღგზნებულს, ბნელსა და წყვდიადს, ქარიშხალს,

19. არც ბუკის ცემას და არც სიტყვათა ხმას, რომლის გამგონენიც ითხოვდნენ, აღარ თქმულიყო მათ მიმართ სიტყვა,

20. რადგან აღარ შეეძლოთ ბრძანების ატანა: „ცხოველიც რომ შეეხოს მთას, ჩაიქოლოს.“

21. და იმდენად საშინელი იყო ეს სანახაობა, რომ მოსემაც თქვა: „შეძრწუნებული ვარ და ვკანკალებ.“

22. მაგრამ თქვენ მიეახლეთ სიონის მთას და ცოცხალი ღმერთის ქალაქს – ზეციურ იერუსალიმს – და აურაცხელ ანგელოზებს,