1.1.19 Священное писание богодухновенно

Иис.1,8 Ис.55,11,, 2Тим.3,[16]

Да не отходит сия книга закона от уст твоих; но поучайся в ней день и ночь, дабы в точности исполнять все, что в ней написано: тогда ты будешь успешен в путях твоих и будешь поступать благоразумно. (Иис.1,8)
 так и слово Мое, которое исходит из уст Моих, - оно не возвращается ко Мне тщетным, но исполняет то, что Мне угодно, и совершает то, для чего Я послал его.(Ис.55,11),
Все Писание богодухновенно и полезно для научения, для обличения, для исправления, для наставления в праведности,(2-йТим.3,16).

1.1.19. წმ. წერილი ღვთივსულიერია

წმ. წერილის ღვთივსულიერება გამოხატულია სიტყვებით:

- უთხრა უფალმა 1მფ.16,1

- ჩამიდვია ჩემი სიტყვები შენს ბაგეებში იერ.1,9

- ასე მითხრა უფალმა იერ.13,1

- წერილის მიხედვით იაკ.2,8

- როგორც დაიწერა რომ10,15

- როგორც იტყვის სული წმიდა ებრ.3,7

 

წმ. წერილისთვის დამახასიათებელია:

- მისი ყურადღების ცენტრშია იესო ქრისტე ლუკ.24,27

- სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამენ კაცნი 2პეტ.1,21

- მეტყველებს კაცში იესო ქრისტე 2კორ.13,3

- წერილი ღვთივსულიერია 2ტიმ.3,[16}

 

ღმერთისგან გადმოცემის ხერხი:

- უფლის სულის მიერ აღძვრით მსაჯ.13,25 ეზეკ.11,24

- ცეცხლივით აგიზგიზებით გულში იერ.20,9 ლუკ.24,32

- სულის მიერ ატაცებით ხილვა ეზეკ.11,24.25

- სიზმარში ხილვა და გონებით გადმოცემა მთავარი აზრის დან.7,1

- ღვთის სულის მიერ გაცხადებით 1კორ.2,10

- მრავალგზის და მრავალგვარად ებრ.1,1

- სულში ყოფნისას მოსმენილი ხმით გმცხ.1,10

 

მისი ჭეშმარიტების მტკიცებულებანი:

- წინასწარმეტყველებათა აღსრულება იერ.28,15-17 ლუკ.24,44.45 საქ.1,16

- სასწაულების ახდენა გამ.4,1-9; 4მფ.1,10-14

- სწორუპოვარი მოძღვრება რჯ.4,8 ფს.18,7-11

 

დანიშნულება:

- ღვთის საიდუმლოთა გაცხადება ამოს.3,7; 1კორ.2,10

- დამოძღვრა მიქ,3,8

- ძალის მიღება ქრისტეს მოწმობისთვის საქ.1,8

- წინასწარმეტყველების აღსრულება საქ.1,16

- მომავლის გაცხადება 1პეტ.1,10-12

- ყველაფრის გამოკვლევა 1კორ.2,10

- ცრუმოქმედთა საწინააღმდეგოდ 2კორ.13,1-3 გალ.1,6-11

 

ღვთის სიტყვების ზემოქმედების შედეგები:

- გზის სასიკეთოდ წარმმართველია იესნ.1,8

- საიმედოა ფს.118,160

- არ გადავლენ, საუკუნოა, ფუჭად არ დაბრუნდება უკან ეს.55,11 მათ.24,35

- ეფექტურია იერ.23,29

- ავტორიტეტულია მათ.4,4.7.10

- საკვირველია მათ.22,33

- შთამაგონებელია მათ.22,43

- ურღვევია ინ.10,35

- სასარგებლოა 2ტიმ.3,16.17

 

არსებობდნენ და დღესაც არსებობენ ისინი, ვინც ცრუობენ და ამბობენ, რომ ვითომ ღმერთისგან მოსმენილ სიტყვებს ლაპარაკობენ, ამის მაგალითად ნახეთ იერემიას 28 თავის შემდეგი მუხლები:

15. უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია წინასწარმეტყველს: მისმინე, ხანანია. უფალს არ მოუვლენიხარ და ტყუილად აიმედებ ამ ხალხს.

16. ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, წარგავლენ მიწის პირიდან. წელს მოკვდები, რადგან უფლისგან განდგომას ქადაგებ.

17. და მოკვდა ხანანია წინასწარმეტყველი იმავე წლის მეშვიდე თვეს.

__თემაზე წერდნენ__

ზოგჯერ წმ წერილის ღვთივსულიერებას ნეგატიურად აღიქვამენ.

 სულიწმიდა იცავს ავტორს შესაძლო ერეტიკული ცთომილებისგან.

 ფიქრობენ, რომ ადამიანური ნაწერია, სულიწმიდას კი წარმოიდგენენ სულიერ ცენზორად, რომელიც არ უშვებს არავითარ ცრუ აზრს. ავტორები მიაჩნიათ ერთგვარ ავტომატებად, მექანიკურად მორჩილებად ღვთის ნებისადმი. თუმცა პირადი თვითმყოფადობა ადამიანს წერისას არ ერთმევა. წმ წერილის შექმნა შემოქმედებითი პროცესია, რომელიც ითხოვს კაცისგან დაძაბულ ინტელექტუალურ შრომას. ამაში დაგვარწმუნებს ლუკას 1,1-3 ჩაკვირვება.

1. რაკი მრავალმა მიჰყო ხელი იმ ამბების დალაგებით გადმოცემას, რომლებიც ჩვენში მოხდა, 

2. როგორც გადმოგვცეს მათ, ვინც იმთავითვე თვითმხილველნი იყვნენ და სიტყვის მსახურნი,

3. მეც მართებულად მივიჩნიე, ყველაფრის თავიდანვე გამოწვლილვით განხილვის შემდეგ, თანმიმდევრულად აღმეწერა ისინი შენთვის, ღირსეულო თეოფილე,